პოლიტიკა

მსოფლიო

მოლდოვაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 50-მდე ადამიანი დააკავა

  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოლდოვაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 50-მდე ადამიანი დააკავა.   როგორც ცნობილია, პარტია „შორის“ ორგანიზებულ აქციაზე პრეზიდენტის გადადგომას, პარლამენტის დაშლას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. „ძირს მაია სანდუ“, – სკანდირებდნენ ქვეყნის დედაქალაქ კიშინოვის ცენტრში მყოფი დემონსტრანტები. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული მოქალაქეები აქციაზე პროვოკაციებს გეგმავდნენ. მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე დააკავეს.  ცნობისთვის, …

ნახვა »

კიდევ 19 უკრაინელი შინ დაბრუნდა, მესაზღვრეები რუსების ტყვეობიდან გაათავისუფლეს

 როგორც უკრაინული მედია საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, კიდევ 19 უკრაინელი შინ დაბრუნდა – მესაზღვრეები რუსების ტყვეობიდან გაათავისუფლეს.  “რუსების ტყვეობის გრძელი თვეები დასრულდა. 19 მესაზღვრე დაბრუნდა სახლში. მათ სამედიცინო შემოწმებას და რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. მთავარია, რომ ცოცხლები არიან და სახლში არიან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნახვა »

სერბების წარმომადგენლებმა კოსოვოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დატოვეს

  Reuters-ის ცნობით, სერბების წარმომადგენლებმა კოსოვოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დატოვეს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის მონაწილეობით მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სესია გაიმართა, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ სერბების წარმომადგენლები კოსოვოს ყველა ინსტიტუტს ტოვებენ: პარლამენტს, მთავრობას, სასამართლოს, პოლიციას და ოთხ ოლქში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს.   როგორც “რადიო თავისუფლება” აღნიშნავს, სერბი …

ნახვა »

რუსი ხალხი არ არის დამნაშავე კრემლის ავანტიურაში – მურატოვი

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა დიმიტრი მურატოვმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: “ომი უკრაინასთან კრემლის ავანტიურაა. რუს ხალხს არაფერი აქვს საერთო ამ დანაშაულთან”. მურატოვმა მოუწოდა კრემლის ნარატივებს გულწრფელად უპასუხონ მნიშვნელოვან კითხვებს: „სად იყავით რვა წლის განმავლობაში, როცა დონბასი იბომბებოდა?“ პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ თვითონ ისინი იქ რას აკეთებდნენ! რას აკეთებდნენ იქ, რუსული …

ნახვა »

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

  ცნობილია, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს, მათი პოზიციების მისამართით, ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ერევანში კი აცხადებენ, რომ ბაქო დეზინფორმაციას ავრცელებს.  როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, 4 ნოემბერს ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანელ სამხედროთა პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმისას გამოყენებული იყო სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი.  საპასუხოდ კი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა  გარკვეული …

ნახვა »

უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის ექვს დასახლებაში მოიგერიეს

 როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის ექვს დასახლებაში მოიგერიეს.   „მოწინააღმდეგე ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, კონცენტრირება მოახდინოს თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებაზე ცალკეული მიმართულებებით. ახორციელებს შეტევითი ოპერაციების ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  როგორც გენშტაბში …

ნახვა »

ხელფასების მომატების მოთხოვნით, მადრიდში საპროტესტო აქცია გაიმართა

 ცნობილია, რომ  მადრიდში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ხელფასების მომატება მოითხოვეს.  აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში ფასების მატების გამო, ხელფასების გაზრდა აუცილებელია. პროფკავშირების თქმით, ინფლაცია მატულობს,  მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი კი იკლებს, შესაბამისად, აუცილებელია, მინიმალური ანაზღაურების გაზრდა.  ცნობისთვის, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად,  ესპანეთშიც ფასების მატება საწვავის გაძვირებამ გამოიწვია, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის …

ნახვა »

თურქეთში 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა

  როგორც თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, თურქეთში 4.9 მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  ცნობისთვის, სტიქიის ეპიცენტრი იზმირის პროვინციაში იყო. როგორც ადგილზე ჩასულმა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა სულ მცირე 20 სახლი.

ნახვა »

შავი ზღვის “მარცვლეულის ინიციატივის” დაწყების შემდეგ უკრაინიდან 10 მილიონი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ექსპორტზე გავიდა

 უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ნოემბერს უკრაინის ჩორნომორსკის, ოდესის და პივდენის პორტები 290 000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთულმა კიდევ შვიდმა გემმა დატოვა.   ცნობილია, რომ შავი ზღვის “მარცვლეულის ინიციატივის” დაწყების შემდეგ უკრაინიდან 10 მილიონი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გავიდა ექსპორტზე. რაც შეეხება, საკვებით დატვირთული გემების რაოდენობას, რომლებიც უკრაინის პორტებიდან აზიაში, ევროპასა …

ნახვა »

ირანში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

 მედიის ინფორმაციით, ირანში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა.  როგორც ცნობილია, არეულობა თეირანთან ახლოს სამგლოვიარო აქციაზე დაიწყო, რომლის მონაწილეებიც პოლიციელების მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის, ნადის ნაჯაფის სიკვდილის მე-40 დღეს აღნიშნავდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასაფლაო დაკეტა და მოქალაქეებს ნაჯაფის საფლავთან მისვლა შეუზღუდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია