პოლიტიკა

მსოფლიო

ჩინელი კაცი მოგებული $30 მილიონის მისაღებად კოსტიუმით მივიდა, რათა ოჯახს არ ეცნო

ლატარიის გამარჯვებული ჩინელი კაცი ცოლ-შვილისგან საიდუმლოდ ინახავს, რომ მან ახლახან 30 მილიონი დოლარი მიიღო. კაცი თანხის მისაღებად ანიმაციის პერსონაჟის კოსტიუმით მივიდა, რომელიც სახეს უფარავდა და სამახსოვრო ფოტოები სწორედ ასე გადაიღო. “ჩემს ცოლსა და შვილს მოგებული თანხის შესახებ იმიტომ არ ვუთხარი, რომ შესაძლოა, მომავალში გულმოდგინედ აღარ ემუშავათ”, — განაცხადა გამარჯვებულმა. მისივე …

ნახვა »

პოლონეთმა პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო

 პოლონეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პოლონეთმა პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო.   როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველი ატომური ელექტროსადგური პოლონეთში ამერიკული AP1000 რეაქტორების ტექნოლოგიის საფუძველზე იქნება აშენებული. “ამერიკული ტექნოლოგიის არჩევანი არა მხოლოდ გააძლიერებს პოლონეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ მნიშვნელოვანი იმპულსი გახდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის”, – განაცხადა პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა …

ნახვა »

მარიუშ ბლაშჩაკი – კალინინგრადთან პოლონეთი მავთულის ღობეს ააშენებს

  პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის ინფორმაციით, კალინინგრადთან პოლონეთი მავთულის ღობეს ააშენებს.  მისივე თქმით, დროებითი 2,5 მეტრის სიმაღლის ბარიერის მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყება.  საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, კალინინგრადის საზღვარზე ღობის მშენებლობის მიზეზად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები დაასახელა. 

ნახვა »

ჩრდილოეთ კორეამ დღეს მინიმუმ 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის გამოც სამხრეთ კორეის კუნძულ ულეუნგზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა

  როგორც მედია საშუალებები სამხრეთ კორეის სამხედრო სამსახურების წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, ჩრდილოეთ კორეამ დღეს მინიმუმ 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა,რის გამოც სამხრეთ კორეის კუნძულ ულეუნგზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. ასევე, სამხრეთ კორეის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა ქვეყნის სანაპირო ზოლიდან აღმოსავლეთით სულ რაღაც 57 კილომეტრში ჩამოვარდა. „ჩრდილოეთ კორეის რაკეტის გაშვება …

ნახვა »

ბრაზილიის პოლიციამ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

 როგორც ცნობილია, ბრაზილიის პოლიციამ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერების დასაშლელად, რომლებაც გზები გააკეტეს, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.  როგორც პოლიციამ განაცხადა,  მათ 300-ზე მეტი საგზაო ბარიერი მოხსნეს, რომლებიც რიგ შტატებში იყო განთავსებული.  ცნობისთვის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდაჭერებმა საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის არჩევნებში მემარცხენე კონკურენტთან, ლუის ინასიო ლულა და სილვასთან დამარცხდა.

ნახვა »

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის 8 სისტემას მიაწვდის

 უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატები უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის 8 სისტემას მიაწვდის და ორი მათგანი უკრაინაში უახლოეს მომავალში განთავსდება.  ”შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე მიაწოდა 1400 ერთეული Stinger-ი, ანუ მცირე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ასევე მიაწოდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის საზენიტო სარაკეტო სისტემები. შეერთებულმა შტატებმა ასევე დადო პირობა (უზრუნველყოს) …

ნახვა »

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივი С-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს

 ქალაქის მერის, ალექსანდრე სენკევიჩის ინრომაციით, რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივი С-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა.  „მიკოლაივი С-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს, რის შედეგადაც სამოქალაქო ობიექტები დაზიანდა“, – წერს მერი.  როგორც მერმა აღნიშნა, ნაწილობრივ განადგურდა სასწავლო დაწესებულების შენობა, განადგურდა საცხოვრებელი სახლი. ერთ-ერთ სახლში კი ხანძარი გაჩნდა.  

ნახვა »

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერები სოჭში შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

   სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის ლიდერები სოჭში შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.    როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განხილული იყო 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრისა და 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესრულების პროცესი.  „მხარეები შეთანხმდნენ ძალის გამოყენებისა ან მისი გამოყენების მუქარისგან თავის შეკავებაზე, ყველა პრობლემური საკითხის მხოლოდ ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა …

ნახვა »

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში ყველა ღონისძიება შეწყვეტილია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში ყველა ღონისძიება შეწყვეტილია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამხედრო კომისარიატების მუშაობა მომავალში გაგრძელდება მხოლოდ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოხალისეებისა და კონტრაქტორი მებრძოლების მიღების კუთხით. მანამდე, გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმირ პუტინს ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა. შოიგუს მონაცემებით, მომზადებას 218 …

ნახვა »

უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და რეგიონებზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

 უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განაცხადებით, უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და რეგიონებზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 13-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.  „ამ დროისთვის გვყავს რუსეთის ფედერაციის მიერ დღეს განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავებული 13 ადამიანი. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურასთან ერთად დავადგენთ დანაკარგებს და დავაფიქსირებთ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია