ეგვიპტეში, ალექსანდრიასთან ტაძრის ქვეშ აღმოაჩინეს გვირაბი, რომელმაც არქეოლოგები შესაძლოა კლეოპატრას აკლდამამდე მიიყვანოს ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ინფორმაციით, გათხრებს ტაპოსირის მაგნაში სან-დომინგოს უნივერსიტეტის არქეოლოგი კეტლინ მარტინესი ხელმძღვანელობს, რომელიც ეგვიპტეს უკანასკნელი დედოფლის საფლავს 2005 წლიდან ეძებს. მისმა გუნდმა ტაძრის ქვეშ, 13 მეტრის სიღრმეზე მდებარე გვირაბი აღმოაჩინა, რომლის სიგრძეს 1 305 მეტრს აღწევს, …
ნახვა »უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტი, მათ შორის მაკეევკა გაათავისუფლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკვე ოფიციალურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან 12 დასახლება გაათავისუფლეს. წინსვლა ადვილი არ არის, ლუგანსკის ოლქის ყოველი მეტრი ძალიან რთულია“, – განაცხადა გაიდაიმ. როგორც ცნობილია, 12 …
ნახვა »თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
ეჭვმიტანილი, რომელმაც სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე ბომბი დატოვა და აფეთქება განახორციელა, დაკავებულია, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა. თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ. სულეიმან სოილუს …
ნახვა »სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა
როგორც ცნობილია, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც „ტვიტერში“ სტამბოლის გუბერნატორი ალი იერლიკაია წერს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი, ხოლო 53 დაშავებულია. შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.
ნახვა »ხერსონის ოლქში უკვე 60 დასახლებულ პუნქტზე მეტია გათავისუფლებული
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში უკვე 60 დასახლებულ პუნქტზე მეტია გათავისუფლებული. “ამ საღამოს მდგომარეობით, თავდაცვის ძალების მიერ კონტროლი დამყარებულია ხერსონის ოლქის 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. თავად ხერსონშიც გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები. ხერსონიდან გაქცევამდე ოკუპანტებმა მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს – კავშირი, წყლის მომარაგება, ელექტროენერგია. „რაშისტებს“ ყველგან …
ნახვა »კიევის საჯარო ბაგა-ბაღებსა და სკოლებში რუსულ ენას სასწავლო პროგრამიდან იღებენ
უკრაინის დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კიევის საჯარო ბაგა-ბაღებსა და სკოლებში რუსულ ენას სასწავლო პროგრამიდან იღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კიევის საკრებულომ, 64 დეპუტატის თანხმობით, გუშინ, 10 ნოემბერს მიიღო. კიევის საკრებულოს დეპუტატის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის ხელმძღვანელის, ვადიმ ვასილუჩკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ომის პირობებში ბაღებსა და საჯარო სკოლებში რუსული ენის შესწავლა არ არის მართებული: „რუსეთის …
ნახვა »უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ
CNN-ის ინფორამციით, უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე უკრაინელი ჯარისკაცები არიან, რომლებიც ხერსონის შუმენსკის რაიონის მაცხოვრებლებით არიან გარშემორტყმულნი. ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხერსონის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და უკრაინის დროშები აღმართეს. ამასთან, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გულში იკრავს უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებმაც …
ნახვა »ანდრეი ერმაკი – ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 45 სამხედრო დაიბრუნა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 45 სამხედრო დაიბრუნა. “შედგა მორიგი ტყვეთა გაცვლა – მოვახერხეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 მებრძოლის გათავისუფლება. მათ შორის არიან ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ბრძოლებში ჩვენს სახელმწიფოს იცავდნენ. ასევე მოვახერხეთ ჩვენი ორი გარდაცვლილი დამცველის ცხედრების დაბრუნება. ყველა უკრაინელს დავაბრუნებთ …
ნახვა »მიკოლაივში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების მიერ დღეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მიკოლაივში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების მიერ დღეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქის ორ რაიონში მოხდა. „მეორე რაიონში დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, საწარმოების სამრეწველო ფართები და საწყობები, მაღაზიები, ავტოგასამართი სადგური“, – …
ნახვა »მდინარე დნიპროზე გამავალი ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს, ჩაინგრა. ის, სავარაუდოდ, ააფეთქეს
მდინარე დნიპროზე გამავალი ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებს, ჩაინგრა. ის, სავარაუდოდ, ააფეთქეს, – ინფორმაციას მედიასაშუალებები სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაზე დაყრდნობით ავრცელებენ. ასევე, რუსული გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდას“ რეპორტიორი, ალექსანდრე კოტსი „ტელეგრამზე“ ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ანტონოვსკის ხიდის ცენტრალური მონაკვეთი განადგურებულია. „ჩემს უკან …
ნახვა »