პოლიტიკა

მსოფლიო

ვალენტინ რეზნიჩენკო – რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს

 დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, რუსული ძალების იერიშის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. „გათენებამდე, „აღმოსავლეთის“ საჰაერო სარდლობის სამხედროებმა სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. ორი – კრივოი როგის რაიონის თავზე, ერთი – ნიკოპოლის რაიონის თავზე“, – აცხადებს რეზნიჩენკო.

ნახვა »

ებოლავირუსის გამო, უგანდის ორ დასახლებაში ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადდა

აღმოსავლეთ აფრიკაში, უგანდის ორ დასახლებაში (Mubende; Kassanda), ებოლას ვირუსის გამო, ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადდა და კომენდანტის საათი ამოქმედდა, – ამის შესახებ BBC წერს. დასახლებებში უკვე დაიხურა ბარები, ღამის კლუბები, სალოცავები და გასართობი ადგილები. ე.წ. ლოქდაუნი სამი კვირის ვადით გამოაცხადეს. ებოლას ეპიდემიის აფეთქებას ქვეყანაში უკვე 19 ადამიანი ემსხვერპლა. სულ 58 ადამიანი დაავადდა. როგორც BBC წერს, შესაძლოა, …

ნახვა »

უკრაინული მედია – კიევის ცენტრში აფეთქებების ხმა იყო

 როგორც უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით აცხადებს, რუსებმა კიევის ცენტრი დაბომბეს.ცნობილია, რომ აფეთქება დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში განხორციელდა.                                                              …

ნახვა »

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო – პორტები მარცვლეულით დატვირთულმა ოთხმა გემმა დატოვა

 ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის პორტები 140 000 ტონა მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ოთხმა გემმა დატოვა.  სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გემებმა ოდესისა და პივდენიის პორტები დატოვეს და აფრიკის, აზიისა და ევროპისკენ მიემართებიან.  უწყების ცნობით, ივლისში შეთანხმების შემდეგ, 1,1 მილიონი ტონა მარცვლეული აფრიკაში გაიგზავნა.

ნახვა »

ირანში, ევინის ციხეში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

 ირანში, ევინის ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4 პატიმარი დაიღუპა და 61 დაშავდა,- ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.   როგორც ცნობილის, ციხეში ხანძარი ირანში რამდენიმე კვირიან ანტისამთავრობო პროტესტს მოჰყვა. საპროტესტო აქციებში ასობით მონაწილე სწორედ ევინის ციხეში გადაიყვანეს. უკავშირდება თუ არა ციხეში არსებული ვითარება აქციებს, უცნობია.  საპროტესტო აქციები ირანში  მას …

ნახვა »

BBC: რუსეთში, სამხედრო პოლიგონზე სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდის ოლქში, პოლიგონზე სროლას, სადაც ჯარისკაცები უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, 11 ადამიანი ემსხვერპლა. 15 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს. უწყების მტკიცებით, ცეცხლი დსთ-ის ქვეყნების ორმა მოქალაქემ გახსნა. მათივე ცნობით, ორივე მათგანი ლიკვიდირებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს ტერაქტს უწოდებს, თუმცა ჯერჯერობით არ განმარტავს, როგორ აღმოჩნდნენ სამხედრო პოლიგონზე უცხოეთის …

ნახვა »

უკრაინული მედია – რუსულმა ძალებმა დონეცკში 11 დასახლებული პუნქტი დაბომბეს

    უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა 11 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, ასევე განახორციელეს საცეცხლე შეტევები. თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ ქალაქები : ავდიივკა, კრასნოგოროვკა, ბახმუტი, ტორეცკი, დაბა ოჩერეტინო, სოფლები –  დრუჟბა, კარლოვკა, ლასტოჩკინო, მაქსიმილიანოვკა, სოლოვიევო და ხრომოვო.   რუსულმა ძალებმა აღნიშნული ტერიტორიები „გრადებითა“ და არტილერიით დაბომბეს. განადგურდა და დაზიანდა 30 სამოქალაქო ობიექტი, მათგან …

ნახვა »

აფეთქება თურქეთის მაღაროში – დაიღუპა 40 ადამიანი

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით 18:15 საათზე მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. ინციდენტის დროს, ადგილზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ამ …

ნახვა »

ნატო-ს ბირთვული შეკავების წვრთნებში 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას

  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ნატო-ს ბირთვული შეკავების წვრთნებში 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.ცნობილია, რომ წვრთნებში მონაწილეობას 14 ქვეყნის 60-მდე სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი მიიღებს.   „ორშაბათიდან (17 ოქტომბერი) ჩრდილო-დასავლეთ ევროპის თავზე ნატოს საჰაერო ძალები ჩაატარებენ ბირთვული შეკავების შესაძლებლობების წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ათეულობით თვითმფრინავი. სწავლება, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, …

ნახვა »

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის თრაკიას რეგიონი ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორიაა

 ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორია თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით  თრაკიას რეგიონია,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.  როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთს უკვე გააჩნია ბუნებრივი აირის ჰაბი, რომელიც რესურსის ქვეყნის შიგნით მოხმარების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს, ახალი ჰაბი კი საერთაშორისო მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული.  ცნობისთვის, გაზის ახალი ჰაბის შექმნის იდეა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია