პოლიტიკა

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი – ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს

 როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს.  კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთონ საფრანგეთმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაკრონმა უპასუხა, რომ ეს “ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა რთული კითხვაა”. “ჩვენ უკრაინაში არ ვომობთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას. …

ნახვა »

საფრანგეთმა ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

 საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულებას ტოვებს.  ცნობისთვის, ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულება ძალაში 1998 წელს შევიდა ენერგეტიკის სფეროში უცხოური ინვესტიციების დასაცავად. არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ევროკავშირს შეთანხმებიდან გასვლისკენ მოუწოდებდნენ, ვინაიდან, მათი აზრით, აღნიშნული შეთანხმება წიაღისეული საწვავის ინდუსტრიების მიერ გამოიყენება რათა კანონის ფარგლებში პრობლემები შეუქმნას გარემოსდაცვით ზომებს.  ასევე ცნობილია, რომ …

ნახვა »

ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ

 ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, რომ უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ.  „უკრაინა გვეუბნება, რომ სჭირდება თვეში, დაახლოებით, 3-4 მილიარდი ევრო, რომ ჰქონდეთ საკმარისი რესურსები. ეს თანხები უნდა დააფინანსოს ევროკავშირმა და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ასე რომ, დისკუსია იყო 1.5 …

ნახვა »

უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა

 უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ცნობილია,რომ ბოლო ოლქები, სადაც განგაში გამოცხადდა, ჩერნივცის და დონეცკის ოლქები იყო. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდებს.    შეგახსენებთ, საჰაერო განგაში სარაკეტო დარტყმების საფრთხეზე მიანიშნებს.  

ნახვა »

არესტოვიჩი – ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში

ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის, სომხეთისა და ყველას გადარჩენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ჟურნალისტ ნიკოლა ფელდმანის განცხადებაზე, რომ „300 ათასი რუსი ჩავიდა საქართველოში, 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10% და ეს მათთვის (ქართველებისთვის) გახდა დიდი პრობლემა“, არესტოვიჩმა უპასუხა: „ეს არის …

ნახვა »

რუსებმა ზაპოროჟიე S-300 რაკეტებით დაბომბეს

 ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, რუსული ძალები ზაპოროჟიეს დღეს დილით S-300 რაკეტებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსი და ინფრასტრუქტურული ობიექტები განადგურდა.  როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსში გაზის სისტემა დაზიანდა, ხანძარი გაჩნდა და კედელი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი. „დაზიანებულია სკოლის სახურავი და ჩამსხვრეულია მინები. …

ნახვა »

მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აღნიშნავს, რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს.  „სუროვიკინის ნამდვილი გეგმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურთან მიმართებით: 1. დამბისა და ტრანსფორმატორების დანაღმვა. 2. უკრაინელების იძულებითი გაყვანა, არალოიალური მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში გადასახლება. 3. ტერიტორიის დატბორვა, რათა უკრაინის კონტრიერიში შეაჩერონ და საკუთარი უკან დახევა შეწყვიტონ. რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს”, – …

ნახვა »

დიდმა ბრიტანეთმა ირანს სანქციები დაუწესა

   როგორც ცნობილია, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს. სანქციები დაუწესდა ირანის სამხედრო ოფიცერს, სეიედ ჰოჯატოლა კურეიშის, რომელიც რუსეთთან დრონებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების საკვანძო ფიგურად მიიჩნევა. დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ასევე დაუწესა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურს, მოჰამად ჰოსეინ ბაგერის და …

ნახვა »

არესტოვიჩი – უკრაინა წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე შეიძლება, თვეების განმავლობაში დარჩეს

უკრაინა წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე შეიძლება, თვეების განმავლობაში დარჩეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვამ შესაძლოა, ძირითადი კომუნიკაციების მოშლა გამოიწვიოს, რისთვისაც უკრაინელები მზად უნდა იყვნენ. „სიტუაცია მარტივი არ არის. ჩვენი თბოელექტროსადგურების და ენერგოწარმოების ობიექტების 30 პროცენტი დაზიანდა. იქ …

ნახვა »

რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდების გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

  უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიყიდვის გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ირანის წინააღმდეგ სანქციები ისინი ძალაში დღესვე შევიდა.  როგორც სანქციების პაკეტშია აღნიშნული, ევროკავშირის ქვეყნები გაყინავენ სამი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის აქტივებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თვითმფრინავების მიწოდებაზე.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია