პოლიტიკა

მსოფლიო

ბორის ჯონსონი ოფიციალურად ჩამოშორდა კონსერვატიული პარტიის თავჯდომარის არჩევნების კონკურსს

  როგორც ცნობილია, ბორის ჯონსონი ოფიციალურად ჩამოშორდა კონსერვატიული პარტიის თავჯდომარის არჩევნების კონკურსს.  როგორც  თავად ჯონსონმა განაცხადა, ის ცდილობდა კონსერვატიული პარტიის გაერთიანებას, კერძოდ დანარჩენი კანდიდატების, სუნაკისა და მორდაუნტის მის გარშემო გაერთიანებას, თუმცა ეს ვერ შეძლო.  ბორის ჯონსონმა დაადასტურა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი იბრძოლებს 2024 წლის არჩევნებში პრემიერობისთვის,  ახლა კი იქიდან …

ნახვა »

ისრაელის რაკეტების სამიზნე დამასკოსთან ახლოს მდებარე ტერიტორიები იყო

 როგორც ცნობილია, სირია ისრაელს დამასკოს სამხრეთით საჰაერო თავდასხმებში ადანაშაულებს.  როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ისრაელის რაკეტების სამიზნე გვიან ღამით დამასკოსთან ახლოს მდებარე ტერიტორიები იყო. „ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ შეაჩერა ისრაელის სარაკეტო დარტყმები დამასკოსა და სამხრეთ რეგიონის საჰაერო სივრცეში“, – განუხადეს სირიის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო SANA-ს.

ნახვა »

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დონეცკში, ბახმუტის აღმოსავლეთ პერიმეტრზე წარმატებული კონტრშეტევა განახორციელს

  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დონეცკში, ბახმუტის აღმოსავლეთ პერიმეტრზე წარმატებული კონტრშეტევა განახორციელს. იმ ზონაში, სადაც ბოლო 4 თვის განმავლობაში რუსული არმია ინტენსიურად ცდილობს წინსვლას და მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით შეძლეს ქალაქთან მიახლოვება, შემდეგ კი აღმოსავლეთით განთასვებული ასფალტის ქარხნის დაკავება მოახერხეს. თუმცა, უკრაინულმა ძალებმა მძიმე არტილერიის მხარდაჭერით მხოლოდ 24 საათში შეძლეს, რუსების მიერ …

ნახვა »

ჩინეთში მიმდინარე ყრილობაზე მე-3 ვადით პარტიის ლიდერად და შესაბამისად, ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი აირჩიეს

 ჩინეთში  მიმდინარე კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა დასრულდა.    ყრილობაზე მე-3 ვადით პარტიის ლიდერად და შესაბამისად, ჩინეთის პრეზიდენტად აირჩიეს სი ძინპინი, რომელმაც დელეგატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საკმაოდ საინტერესო და ხისტი განცხადებები გააკეთა.  პირველ რიგში, სი ძინპინმა დაადასტურა, რომ ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ვალია ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც ტაივანის ჩინეთის ცენტრალურ …

ნახვა »

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოაგდო

 უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული კამიკაძე-დრონი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო.   როგორც ცნობილია, სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 11 დრონი მიკოლაივის ოლქში გაანადგურეს, ხოლო აღმოსავლეთისა და ცენტრის საჰაერო თავდაცვის ძალების საზენიტო დანაყოფებმა დანარჩენი დრონები უკრაინის აღმოსავლეთში და ჩრდილოეთში გაანადგურეს.

ნახვა »

გაბრიელ გარსია მარკესის რომანის, „მარტოობის ასი წელიწადის“ მიხედვით გადაღებულ სერიალს ვიხილავთ

  Neflix-ი გაბრიელ გარსია მარკესის რომანის, „მარტოობის ასი წელიწადის“ მიხედვით სერიალს გადაიღებს. UPI-ის ინფორმაციით, სერიალის გადაღება კოლუმბიაში იგეგმება. სერიალზე მუშაობაში ჩართულები არიან მწერლის შვილები – როდრიგო გარსია და გონსალო გარსია. პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

ნახვა »

ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა

 იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ფიცი დადო. პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერმა კაბინეტის გუნდთან ერთად ფიცი უკვე დადო.  ცნობისთვის, რომ ჯორჯია მელონიმ იტალიის ახალი მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დასრულების პერიოდის შემდეგ პირველი ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს.  შეგახსენებთ, ჯორჯია მელონის პარტიამ „იტალიის ძმები“, სექტემბერში გამართულ არჩევნებში …

ნახვა »

უკრაინული მედია – რუსულმა ძალებმა ბახმუტი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს

  უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მშვიდობიანი მოსახლეობა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს. „კასეტური საბრძოლო მასალით ქალაქების დაბომბვა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს, არის ომის დანაშაული და რუსი სამხედროები და დაქირავებულები, რომლებიც პოზიციებს ამ მიმართულებით იკავებენ, დაისჯებიან“, – აცხადებენ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.  ცნობილია, რომ  თავდასხმის შედეგად რამდენიმე …

ნახვა »

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

 როგორც ცნობილია, დღეს დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა. მიკოლაივის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რაკეტები სამხრეთიდან გაუშვეს.  გამოცემა Suspilne Lutsk-ის ცნობით, მიკოლაივში რამდენიმე აფეთქება მოხდა და თავდასხმის შემდეგ ქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.  აფეთქებები ასევე ისმოდა ვოლინის ოლქის ქალაქ კოველში. …

ნახვა »

ემანუელ მაკრონი – ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს

 როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს.  კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთონ საფრანგეთმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაკრონმა უპასუხა, რომ ეს “ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა რთული კითხვაა”. “ჩვენ უკრაინაში არ ვომობთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია