პოლიტიკა

მსოფლიო

გერმანია უკრაინას 16 თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს

  უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას” ცნობით, გერმანია უკრაინას 16 Zuzana თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს.   ცნობილია, რომ ოქტომბრის დასაწყისში გერმანია შეუთანხმდა სლოვაკეთს, ნორვეგიასა და დანიას Zuzana-2 თვითმავალი ჰაუბიცების წარმოებასა და უკრაინისთვის გადაცემისთვის საერთო დაფინანსებაზე.   გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, ჰაუბიცას გარდა, გერმანია უკრაინას 130 საველე გამათბობელსა და სასწრაფო დახმარების 36 მანქანას გადასცემს.

ნახვა »

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული

  უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული. როგორც ცნობილია, რეზოლუციას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან კი თავი ერთმა დეპუტატმა შეიკავა.  უკრაინის დელეგაციის წევირის, ოლექსი გონჩარენკოს თქმით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა შესთავაზა

  როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს დღეს გამართულ შეხვედრაზე თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის შესახებ ესაურა.           „თქვენს ენერგეტიკის მინისტრთან და კომპანია Botas-ის ხელმძღვანელთან კონსულტაციების შემდეგ, შევთანხმდით „გაზპრომთან“ და მე ეს საჯაროდ ვთქვი: თუ თურქეთი და ჩვენი პოტენციური მყიდველები სხვა ქვეყნებიდან დაინტერესდებიან, …

ნახვა »

დენის შმიგალი – უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება უკვე მიიღო

 როგორც  უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი „ტელეგრამში“ წერს, უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება უკვე მიიღო.  „უკრაინამ მიიღო 1.3 მილიარდი დოლარის დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. თანხები მოხმარდება პრიორიტეტული საჭიროებების დაფინანსებას: თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, პენსიების გადახდას, სოციალურ პროგრამებს და ეკონომიკის მხარდაჭერას“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.  ცნობისთვის,საერთაშორისო …

ნახვა »

საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს. დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა, აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“. რეზოლუცია მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ ცნონ ანექსიაზე რუსეთის პრეტენზიები და …

ნახვა »

ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს

    ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს.    „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსული რაკეტები ეცემა სათამაშო მოედნებსა და ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ სამსახურში დადიან, რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ყოველდღიურად ჩეხეთში ჩადის საერთაშორისო აეროპორტის გავლით“ , – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპოვსკიმ და დასძინა: …

ნახვა »

ოლივერ ვაჰეი – ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

  გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვაჰეის განცხადებით,ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.   „ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, ევროპულმა საბჭომ ბოსნია და ჰერცეგოვინას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ გაგებით, რომ რამდენიმე ნაბიჯი იქნება გადადგმული”, – აღნიშნა ვარჰეიმ.  მისივე თქმით,ვროკავშირმა ბოსნია და ჰერცეგოვინას რვა პრიორიტეტი ჩამოუთვალა, რომელიც ქვეყანამ …

ნახვა »

რუსეთის პრეზიდენტის,ვლადიმერ პუტინის თქმით,რუსეთი მზად არის ევროპას ენერგორესურსები მიაწოდოს

  როგორც ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკის კვირის“ ფორუმზე განაცხადა, რუსეთი მზად არის, ევროპას ენერგორესურსები მიაწოდოს, მათ შორის ამ შემოდგომასა და ზამთარში.როგორც მან აღნიშნა,ამის გაკეთება შესაძლებელია ჩრდილოეთ ნაკადის გადარჩენილი ხაზით. „მისი სიმძლავრე წელიწადში 27.5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც ევროპაში მთელი იმპორტის დაახლოებით რვა პროცენტია.რუსეთი მზად არის ამ მიწოდების დასაწყებად. ბურთი, …

ნახვა »

უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ხუთი დასახლება გაათავისუფლეს

  უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერის, ვლადისლავ ნაზაროვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს.  „ჩვენმა ნაწილებმა წარმატებას მიაღწიეს ბერისლავის რაიონის ნოვოვასილიევკას, ნოვოგრიგორევკას, ნოვაია კამენკას, ტრიფონოვკასა და ჩერვონის დასახლებების გათავისუფლებაში. იქ მიმდინარეობს სტაბილიზაციის ღონისძიებები სოციალური და კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეანიმაციის მიზნით“, – აღნიშნა ნაზაროვმა.

ნახვა »

რუსულმა ძალებმა ავდიივკა დაბომბეს

  როგორც საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი ბარაბაში აცხადებს, რუსულმა ძალებმა დღეს დილით ავდიივკა დაბომბეს.შედეგად კი 7 ადამიანი დაიღუპა და 9 კი – დაშავდა.   „დილით, რუსმა ბოროტმა სულებმა კიდევ ერთხელ მოიტანეს სიკვდილი ჩვენს მიწაზე, როგორც ყოველთვის ბოროტად, მალულად, პიკის საათებში, ტანკებითა და რეაქტიული სისტემებით ცენტრალური ბაზარი დაბომბეს. დაიღუპა 7 …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია