პოლიტიკა

მსოფლიო

არახამია: ძვირფასო ქართველებო, თუ თქვენ ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, დაგეხმარებით

უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია ვიდეოს ავრცელებს და უკრაინის მხრიდან 12 ქართველის სანქცირების მოთხოვნას ეხმაურება. არახამიას თქმით, “სანქციების ამ პაკეტში, ჯერჯერობით, მისი [ივანიშვილის] პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან”. არახამია ამბობს, რომ ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის აშშ-ისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარი სააგენტოა. “ამ ვიდეოს …

ნახვა »

იენს სტოლტენბერგი – უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, ჩვენი ერთობა და სოლიდარობა სერიოზული გამოცდის ქვეშ დადგება

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის და მომავალი ზამთარი გამოცდა იქნება უკრაინის მხარდამჭერებისთვისაც. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა. „უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის. ზამთარი მოდის და იქნება რთული. იქნება რთული უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის და ჩვენთვის, ვინც მათ …

ნახვა »

ოლივერ ვარჰეი – საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით მოითხოვს დროს და ყველას მხრიდან სერიოზულ ძალისხმევას, ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია მოვახდინოთ

საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით დროს მოითხოვს და ძალიან სერიოზულ ძალისხმევას ყველას მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია მოვახდინოთ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მისი თქმით, ყველა უნდა გაერთიანდეს საქართველოს ევროპული მომავლის ირგვლივ. „ყველა უნდა ვიყოთ ნასიამოვნები, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც …

ნახვა »

ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა ცხადყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა ცხადყოფს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას. მისივე თქმით, მოუთმენლად ელოდება საქართველოში წინსვლის ნახვას ევროპულ გზაზე. „დღევანდელი შეხვედრა, მეშვიდე საბჭოს სხდომა არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ …

ნახვა »

ლიზ ტრასი დღეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდება

ლიზ ტრასი დღეს დედოფალთან შოტლანდიურ რეზიდენციაში, ბალმორალში გაემგზავრება და მიიღებს ოფიციალურ ნებართვას ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, რის შემდეგაც ის პრემიერმინისტრის პოსტს დაიკავებს.  ტრასი გუშინ კონსერვატიული პარტიის ლიდერი გახდა. მან ტორების კენჭისყრაში დაამარცა ფინანსთა ყოფილი  მინისტრი რიშ სუნაკი.  ტრასმა 81326 ხმა მოიპოვა, სუნაკიმ 60399 ხმა. “გაერთიანებული სამეფოს” პრემიერობისთვის თავდაპირველად 11 პრეტენდენტი იბრძოდა.  ბორის ჯონსონი …

ნახვა »

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა აღიარონ თუ არა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, ჯო ბაიდენმა უარყოფითი პასუხი გასცა. 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარონ. „არაერთხელ შევახსენებ მსოფლიოს, რომ აუცილებელია საბოლოოდ …

ნახვა »

რუსმა ოკუპანტებმა კრივოი-როგში ნავთობბაზა დაბომბეს

ოკუპანტების მიერ კრივოი-როგის დაბომბვის შედეგად ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო- სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ „ტელეგრამში“ დაწერა. „კრივოი-როგზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარია. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ნგრევის მასშტაბები და ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ზუსტდება“, – აცხადებს რეზნიჩენკო.

ნახვა »

გაეროს გუნდი ზაპორიჟიის სადგურის შემოწმებას აგრძელებს

პარასკევს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხრეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. მათ შორის, ენერჰოდარის რაიონის საარტილერიო დაბომბვა რუსების მიერ ოკუპირებული ზაპორიჟიის ატომური სადგურის სიახლოვესაც ხდება, რომელსაც ამჟამად გაეროს ბირთვული ექსპერტები ამოწმებენ. ობიექტთან რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის ბრძოლის მიუხედავად, გაეროს ბირთვულ ექსპერტთა ჯგუფმა, ხუთშაბათს ზაპორიჟიის სადგურის უსაფრთხოების პირველი ტური დაასრულა. …

ნახვა »

აშშ-ის ელჩმა ვადის ამოწურვის შემდეგ რუსეთი დატოვა

აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ჯონ სალივანმა 4 სექტემბერს მოსკოვი დატოვა მას მერე, რაც მისი ვადა ამოიწურა. სალივანი მოსკოვში ელჩად 2019 წელს დაინიშნა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში და სამშობლოში გამგზავრების შემდეგ 40-წლიანი მუშაობის მერე ტოვებს სახელმწიფო სამსახურს. სალივანი აშშ-ის ელჩი იყო რუსეთში ორ სახელმწიფოს შორს ურთიერთობაში “ცივი ომის” შემდეგ ყველაზე დაძაბულ პერიოდში. …

ნახვა »

ჯეიმს ვებმა შორეულ ეგზოპლანეტას პირველი პირდაპირი ფოტო გადაუღო

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა შორეულ ვარსკვლავთან მოძრავ პლანეტას პირველი პირდაპირი სურათი გადაუღო. გაზის გიგანტის მკრთალი ნათება ტელესკოპმა ჩვენგან 350 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ახალგაზრდა ვარსკვლავთან დააფიქსირა; ეს გახლდათ დემონსტრაცია იმისა, რომ ტელესკოპს ეგზოპლანეტებზე პირდაპირი დაკვირვება შეუძლია. ტექნიკურად რთულია, მაგრამ ეს გაცილებით სხვაგვარ ხელსაწყოს გვთავაზობს ეგზოპლანეტების შესასწავლად, ვიდრე არაპირდაპირი მეთოდები, რომლებსაც ამჟამად იყენებენ. „გარდამტეხი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია