ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების …
ნახვა »ირანის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუ ჩაშალა, რადგან წამყვანმა თავსაბურავზე უარი თქვა
ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა CNN-ის წამყვანთან, ქრისტიან ამანპურთან დაგეგმილი ინტერვიუ იმის გამო გააუქმა, რომ წამყვანმა უარი თქვა პრეზიდენტის მოთხოვნაზე, გაკეთებინა თავსაბურავი. ირანის პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდა. ინტერვიუ დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა ებრაჰიმ რაისის თანაშემწემ წამყვანს ბოლო წუთს უთხრა თავსაბურავი გაეკეთებინა, რაზეც ამანპურმა უარი განაცხადა. ქრისტიან …
ნახვა »ზელენსკი – ვლადიმერ პუტინი იქამდე მიდის, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება
ვლადიმერ პუტინი იქამდე მიდის, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების შანსი ყოველ დღე უფრო და უფრო მცირდება. პუტინი იქამდე მიდის, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება. ვთვლი, რომ ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენი ტერიტორიიდან …
ნახვა »დონეცკის, ლუგანკსის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმი დღეს იწყება
რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ოთხ რეგიონში – დონეცკის, ლუგანკსის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმი დღეს იწყება, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობას მხოლოდ ერთ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა: „მხარს უჭერთ თუ არა, რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით?“ ხერსონსა და ზაპოროჟიეში …
ნახვა »„აზოვის“ პოლკის მეთაური და მისი მოადგილე რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ – ვიდეო
უკრაინული მედიის ცნობით, „აზოვის” პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი და უკრაინელი საზღვაო ქვეითების მეთაური სერგეი ვოლინსკი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. ტელეგრამარხებზე ვრცელდება ცნობა, რომ აზოვის მებრძოლები და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთში დააბრუნეს რუსი მფრინავები და ჯარისკაცები. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში რუსეთს სავარაუდოდ, გადასცეს ოპოზიციური პარტიის ლიდერი, უკრაინელი ბიზნესმენი და ვლადიმირ პუტინის ნათლიმამა …
ნახვა »რუსეთში საომარი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე სულ მცირე 370 ადამიანი დააკავეს
რუსეთში საომარი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე სულ მცირე 370 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ რუს უფლებადამცველთა ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რუსეთში „უცხო აგენტების“ სიაშია შეყვანილი. Ovd-info-ს ცნობით, ამ მომენტისთვის რუსეთის მასშტაბით 370 პირია დაკავებული, მათ შორის 96 პეტერბურგში, 89 მოსკოვში, ხოლო 45 ეკატერინბურგში. უფლებადამცველთა ჯგუფში აცხადებენ, რომ დაკავებისას პოლიცია იყენებს ძალას. …
ნახვა »მედვედევი – რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა დანაშაულია, რომლის ჩადენაც თავდაცვის ყველა სახის ძალის გამოყენების საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ არის საჭირო რეფერენდუმების ჩატარება
რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა დანაშაულია, რომლის ჩადენაც თავდაცვის ყველა სახის ძალის გამოყენების საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ ეშინიათ რეფერენდუმების, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა. მედვედევის თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო რეფერენდუმების ჩატარება. „რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა არის დანაშაული, რომლის ჩადენაც თავდაცვის ყველა სახის ძალის გამოყენების საშუალებას იძლევა. …
ნახვა »რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო უპირატესობა დაკარგა
რუსეთმა, ბოლო 10 დღის განმავლობაში, მინიმუმ ოთხი, ხოლო უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან, დაახლოებით 55 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსი პილოტების სიტუაციური ცნობიერება ხშირად მწირია“, – აცხადებენ ბრიტანულ დაზვერვაში. ამასთან, უწყების განმარტებით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა თვითმფრინავმა გზააბნეულმა გადალახოს მტრის ტერიტორია და შემთხვევით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის …
ნახვა »ჯო ბაიდენი: პანდემია დასრულდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მიიჩნევს, რომ Covid-19-ის პანდემია დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. „პანდემია დასრულდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს Covid-ის პრობლემა. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ ამ მიმართულებით, თუმცა პანდემია დასრულდა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 14 სექტემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო არასდროს ყოფილა უკეთეს …
ნახვა »რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 208-ე დღე
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ხარკოვში ღამის იერიშენის გამო ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყდა, ოლქის გუბერნატორის თქმით, საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ღამის განმავლობაში შეწყვეტილი იყო დონეცკის სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, გასული დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა …
ნახვა »