რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორეს დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწრება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის დედოფალი 96 წლის ასაკში, 8 სექტემბერს გარდაიცვალა.
ნახვა »5 საინტერესო ფაქტი დედოფალ ელიზაბედ II-ის შესახებ, რომელიც აქამდე, შესაძლოა, არ იცოდით
ელიზაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი, ჯორჯ VI გარდაიცვალა. საინტერესო ფაქტები დედოფლის შესახებ: 1 ელიზაბედს სკოლაში არ უვლია ელიზაბედს ყველაფრის სწავლა სახლში მოუწია. კერძო პედაგოგები მას კონსტიტუციონალიზმის ისტორიას, სამართალსა და ფრანგულს ასწავლიდნენ. ამის მიუხედავად, …
ნახვა »The Guardian – პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილები პრინცი და პრინცესა გახდებიან
დედოფლის გარდაცვალება ნიშნავს, რომ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ვაჟი, არჩი მაუნტბატენ-უინძორი, ახლა ტექნიკურად პრინცია, მისი უმცროსი და ლილიბეტი, „ლილი“ კი – პრინცესა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 1917 წელს მეფე ჯორჯ V-ის მიერ დადგენილი პროტოკოლის თანახმად, მონარქის შვილებსა და შვილიშვილებს აქვთ ავტომატური უფლება მიიღონ ტიტული „მისი სამეფო უდიდებულესობა“ და …
ნახვა »ლიზ ტრასი: ახალ ეპოქას ვიწყებთ ჩვენი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიაში – ღმერთო, დაიფარე მეფე
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ლიზ ტრასმა პატივი მიაგო გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედ II-ს და მხარდაჭერა და ლოიალობა გამოუცხადა ახალ მონარქს. „ჩვენ ვიწყებთ ახალ ეპოქას ჩვენი დიდი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიაში ზუსტად ისე, როგორც მისი უდიდებულესობა ისურვებდა, შემდეგი სიტყვების წარმოთქმით: ღმერთო, დაიფარე მეფე“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა. ლიზ ტრასის თქმით, დედოფლის ერთგულება მოვალეობისადმი იყო მაგალითი …
ნახვა »გაეროს ცნობით, პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში ცხოვრების ხარისხი ეცემა
გაეროს ცნობით, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მსოფლიოში ცხოვრების ხარისხი ეცემა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჰუმანური განვითარების ინდექსი მსოფლიოს ქვეყნების 90%-ში ეცემა. გაეროს ცნობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში ჰუმანური განვითარების ინდექსი, რაც მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის, განათლებისა და ცოდნის დონის, ისევე როგორც ადამიანების ეკონომიკური კეთილდღეობის მაჩვენებლებს, სტაბილურად უმჯობესდებოდა. ახლა კი ტენდენცია იცვლება. ჰუმანური …
ნახვა »სოციალურ მედიაში ქალაქ კუპიანსკის შესასვლელთან მდგარი უკრაინელი ჯარისკაცების ფოტო ვრცელდება
სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქალაქ კუპიანსკის შესასვლელთან უკრაინელი ჯარისკაცები დგანან და ხელში უკრაინის სახელმწიფო დროშა უჭირავთ. ცნობილია, რომ უკრაინული ძალები დროებით ოკუპირებული ქალაქის დასაბრუნებლად წინ მიიწევენ. აშშ-ის „ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა“ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, 72 საათში დაიბრუნებს ქალაქს, რაც სერიოზულად შეაფერხებს რუსეთის საკომუნიკაციო ხაზებს ადგილზე. …
ნახვა »უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვის მიმართულებით ტერიტორიების დაბრუნებას
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვის მიმართულებით ტერიტორიების დაბრუნებას – აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის განახლებული რუკა ევროპელი ომის ექსპერტებისგან. მათი აზრით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევითი მოქმედებები და დასავლეთიდან მიუახლოვდნენ შევჩენკოვს დასახლების ასაღებად, სხვებმა კი გვერდი აუარეს მას, წინ მიიწიეს გრუშევკასა და კუპიანსკისკენ, ხოლო ბოროვსკოე დაიბრუნეს. ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ბალაქლია, …
ნახვა »ევროპულმა საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა
ევროპულმა საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა. გადწყვეტილება საბჭომ დღეს მიიღო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში გრძელი და რთული სავიზო აპლიკაციის გარეშე შესვლის პრივილეგია აღარ ექნებათ. წევრი სახელმწიფოები რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანად დარჩენისთვის საჭირო ტურისტულ სავიზო აპლიკაციებს გართულებული პროცედურით გასცემენ. რუსეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებული ვიზის შეთანხმების გაუქმებით რუსეთის მოქალაქეებს შენგენის …
ნახვა »პოდოლიაკი: უკრაინამ კონტრშეტევით დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ შეუძლია ტერიტორიების დეოკუპაცია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაუმტკიცეს მსოფლიოს, რომ შეუძლიათ თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. “რას ეუბნება უკრაინის ეფექტიანი კონტრშეტევა მსოფლიოს? 1. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. კონფლიქტის გაყინვა არ მოხდება. 2. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი. 3. დროა, რუსული ჯარები გავიდნენ. ეს …
ნახვა »ბრიტანეთის დედოფალი გარდაიცვალა
ბრიტანეთის დედოფალი გარდაიცვალა. ელისაბედ მეორის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ბუკინგემის სასახლემ ინფორმაცია დღეს გაავრცელა, სიცოცხლის ბოლო დღეები მონარქმა შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გაატარა. დღეს მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრებიც. ელისაბედ მეორე ყველაზე ხანგრძლივად იკავებდა მონარქის ტახტს, ის დედოფალი მამის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წელს გახდა.
ნახვა »