პოლიტიკა

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან ხიდი ააფეთქეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან, მდინარე დნეპრზე მდებარე ხიდი სარაკეტო თავდასხმისას ააფეთქეს, რის შედეგადაც ნაგებობა იმდენად დაზიანდა, რომ სარგებლობა შეუძლებელია. რამდენიმე კვირის წინ, უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „ჰაიმარსის“ სისტემის საშუალებით, მდინარე დნეპრზე მდებარე ანტონოვსკის ხიდიც ააფეთქეს, რომელსაც რუსული ძალები რაიონის მომარაგებისთვის იყენებდა.

ნახვა »

რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება შექმნა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, უკრაინის ოპერაციის მხარდასაჭერად, რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება, მე-3 არმიის კორპუსი დააფუძნა. მათივე ცნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, გეგმავს მე-3 არმიის კორპუსის დიდი ნაწილი ახლად შექმნილი „მოხალისე“ ბატალიონებიდან შეავსოს. „რუსმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ მე-3 არმიის კორპუსის პოტენციურ ახალწვეულებს უკრაინაში განლაგების სანაცვლოდ ფულად ჯილდოს სთავაზობენ. რუსული არმიის კორპუსი, როგორც …

ნახვა »

კუბილიუსი: 2008 წელს საქართველოსთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის არმიცემა იყო შეცდომა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოს NATO-ში წევრობისთვის სამოქმედო გეგმა არ მისცეს. ამის შესახებ კუბილიუსმა გადაცემა პოლიტიკის ფორმულა-ში ისაუბრა. კუბილიუსის თქმით, ის ფაქტი, რომ “რუსეთის იმპერიული ძალების მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არ მოჰყვა რეაგირება, დიდი გეოპოლიტიკური შეცდომაა”. “ჩვენ …

ნახვა »

ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა. „ამერიკა, შვედეთი და ფინეთი ერთად გავაგრძელებთ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე სიფხიზლეს, შევაკავებთ საფრთხეებს და წინააღმდეგობას გავუწევთ აგრესიას, თუ ის წარმოიქმნება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ხელმოწერის ცერემონიის დროს. ამერიკის პრეზიდენტმა ნატო-ში, მოკავშირეებს მოუწოდა, არ გააჭიანურონ პროტოკოლის ხელმოწერის პროცესი. ამერიკის შეერთებული …

ნახვა »

ყირიმში აეროდრომზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

ყირიმში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერი სერგეი ოქსიონოვი ავრცელებს. ამასთან, ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების განმარტებით, დაშავებულია 5 ადამიანი. საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილობრივი დროით 15:20 საათზე სულ მცირე 12 აფეთქების ხმა გაისმა „საკის“ აეროდრომზე. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება აქამდე აცხადებდა, …

ნახვა »

ისრაელის ძალებმა პალესტინური რადიკალური დაჯგუფების, „ალ აქსას წამებულთა ბრიგადის“ ლიდერი მოკლეს

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე განხორციელებული ოპერაციის შედეგად, ისრაელის ძალებმა პალესტინური რადიკალური დაჯგუფების ლიდერი მოკლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ოპერაცია ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქ ნაბლუსში ჩაატარეს, რის შედეგადაც ლიკვიდირებულია პალესტინური რადიკალური დაჯგუფების „ალ აქსას წამებულთა ბრიგადის“ ლიდერი, იბრაჰიმ ალ ნაბულსი და მისი თანმხლები ორი პირი. გარდა ამისა, როგორც პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ იუწყება, ისრაელის ძალების მიერ განხორციელებული რეიდის …

ნახვა »

ესტონეთის პრემიერი – დროა, რუსეთიდან ტურიზმი ახლავე შეწყდეს – ევროპის მონახულება არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება!

დროა, რუსეთიდან ტურიზმი ახლავე შეწყდეს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი „ტვიტერზე“ წერს. „შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპის მონახულება არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება. რუსეთიდან საჰაერო მიმოსვლა დახურულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე შენგენის ქვეყნები გასცემენ ვიზებს, ტვირთი რუსეთის მეზობლებს აწვება (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია – წვდომის ერთადერთი …

ნახვა »

სამხრეთ კორეის დედაქალაქში გადაუღებელ წვიმას მსხვერპლი მოჰყვა

გადაუღებელ წვიმას სამხრეთ კორეის დედაქალაქში მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია შვიდი ადამიანი, 14 დაშავდა, ექვსი კი დაკარგულად ითვლება. წვიმის შედეგად სეულში დატბორილია საავტომობილო გზები და მეტროსადგურები. სტიქიის გამო ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიის შედეგად დაღუპულების უმეტესობა ნახევრადსარდაფის ტიპის სახლების მცხოვრებლები არიან, მათ შორის არის 13 წლის გოგონა. „ბიბისის“ ცნობით, სტიქიის გამო 163 ადამიანი …

ნახვა »

FBI-ს აგენტებმა ფლორიდაში ტრამპის სახლი გაჩხრიკეს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ფლორიდაში მისი სახლი FBI-ს აგენტებმა გაჩხრიკეს და სეიფი გატეხეს. ტრამპის თქმით, მარ-ა-ლაგო პალმ ბიჩში “აგენტების დიდი ჯგუფის მიერ იყო ოკუპირებული”. ამერიკული მედია წერს, რომ ჩხრეკა დაკავშირებულია ოფიციალურ დოკუმენტებთან, რომელიც ტრამპმა საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ შესაძლოა თეთრი სახლიდან წაიღო. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა …

ნახვა »

ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტონ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი რუსეთს სხვისი მიწების მიტაცების სურვილი წაართვა არის – აუკრძალო მის მოქალაქეებს დასავლეთის ქვეყნებში ჩასვლა. როგორც ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის ყველა მოქალაქე უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და თავის წილი პასუხისმგებლობა იქონიონ მიმდინარე მოვლენებზე, რადგან ვლადიმერ პუტინი მათი არჩეულია და ისინი რეჟიმს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია