ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ იმსჯელებენ. მედიის ინფორმაციით, განსახილველ ზომებს შორის არის რუსეთიდან ოქროს შესყიდვის აკრძალვა. ევროკავშირმა, შესაძლოა, სანქცირებული რუსი მოქალაქეების სიის გაფართოებაზეც იმოქმედოს. „ვთავაზობთ, გამკაცრდეს ევროკავშირის სანქციები კრემლის წინააღმდეგ, უფრო ეფექტურად აღსრულდეს და გახანგრძლივდეს ისინი 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს აგრესიისთვის მაღალი ფასის …
ნახვა »20 ივლისს 21:00 სთ-დან 21 ივლისის 09:00 სთ-მდე ქობულეთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, საჭიროა საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა 2022 წლის 20 ივლისს 21:00 სთ-დან 21 ივლისის 09:00 სთ-მდე. საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტით მოძრაობა გადაერთვება …
ნახვა »”გუდვილი” ყაზახეთის ბაზარზე შედის
„გუდვილი“ ყაზახეთის ბაზარზე შედის. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „გუდვილის“ ქსელის მართვის დირექტორმა ირინე ქოსაშვილმა განაცხადა, შემოდგომაზე, ყაზახეთში “გუდვილის“ ფრანჩაიზით „გუდვილი გურმე“ გაიხსნება. ყაზახურ პარტნიორ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ამ დროისათვის ობიექტის რემონტი მიმდინარეობს, რათა სავარაუდოდ ოქტომბერში „გუდვილი“ ალმატაში გაიხსნას. ”გუდვილი გურმეს ორი ობიექტი წარმატებულად მუშაობს თბილისში და მალე დაემატება მესამე …
ნახვა »ცხოვრების ღირებულების ინდექსის მიხედვით თბილისი 396-ე ადგილზე, ხოლო ბათუმი – 446-ე ადგილზეა
კვლევითი პორტალზე ნუმბეო 2022 წლის პირველი ნახევრის ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოქვეყნდა. საქართველო ყველაზე დაბალი ფასების მქონე ქვეყნების ათეულში, ბოლოდან მეშვიდე ადგილზეა. ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოთვლილია ფასების დონის გათვალისწინებით, საქონლისა და მომსახურების ძირითად სახეობებზე, კვების პროდუქტების, რესტორნების, ტრანსპორტის და კომუნალური მომსახურების ჩათვლით. საქართველოს შემდეგ მოდის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: უზბეკეთი, ავღანეთი, ინდოეთი, …
ნახვა »უკრაინის ქალაქ პოკროვსკზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები
აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოკროვსკის მერის მოადგილის, მარგარიტა იდრისოვას თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. “თოთხმეტი ადამიანი საშუალო და მსუბუქი დაზიანებებით დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპულია,” – განაცხადა პოკროვსკის მერის მოადგილემ. იდრისოვა აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქში 30 შენობა დაზიანდა. …
ნახვა »„მარბურგის“ მომაკვდინებელი ვირუსის პირველი ორი შემთხვევა განაში
განაში „მარბურგის“ მომაკვდინებელი ვირუსის პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა. ორივე პაციენტი ცოტა ხნის წინ, სამხრეთ აშანტის რეგიონის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ინფექციური დაავადების გამომწვევი „მარბურგის“ ვირუსი „ებოლას“ გამომწვევი ვირუსის ოჯახს მიეკუთვნება. დასავლეთ აფრიკის ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 98 ადამიანი ახლა კარანტინში იმყოფება, როგორც საეჭვო კონტაქტის შემთხვევები. როგორც „ბიბისი“ წერს, „მარბურგის“ მკურნალობის კურსი …
ნახვა »ფრაქცია „ქართული ოცნება“ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს
18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ, საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებაში უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ წერილშია ნათქვამი. წერილის შინაარსი და „ქართული ოცნების“ დეპუტატთა პოზიცია მედიას პარლამენტში …
ნახვა »უკრაინის მოქალაქეები ფულად დახმარებას მიიღებენ, ხოლო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა შეწყდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები 15 ივლისიდან მიიღებენ ფულად დახმარებას, ხოლო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა 31 ივლისს შეწყდება. დედაქალაქის მერიის ცნობით, ფულადი დახმარება ოჯახზე 300 ლარი, დამატებით სულზე კი 45 ლარით იქნება განსაზღვრული. როგორც მერია განმარტავს, გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს. …
ნახვა »პროკურატურა: გოგაშვილის სახლიდან ამოღებულია სუს-თან დაკავშირებული გრიფით საიდუმლო დოკუმენტაცია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურამ გოგაშვილს ბრალდება წარუდგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის-ფაქტებზე. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე …
ნახვა »აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აბორტის უფლების ფედერალური გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აბორტის უფლების განხორციელებისთვის ფედერალური გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ინიციატივას მხარი 219-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 210 იყო. აღსანიშნავია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ არცერთმა წევრმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მიზანია, საკანონმდებლო დონეზე გაფორმდეს ის გარანტიები, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა. წარმომადგენელთა პალატამ ასევე …
ნახვა »