პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

შალვა პაპუაშვილი – ვამაყობთ აშშ-საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ საქართველო ამაყობს აშშ-სთან პარტნიორობით, რომელიც ვითარდება და ძლიერდება 3 ათწლეულის განმავლობაში. „გილოცავთ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობით, რომელიც ვითარდება და ძლიერდება 3 ათწლეულის განმავლობაში. დაე, ეს საიუბილეო წელი იყოს საქართველოსა და აშშ-ის შორის კავშირების გაღრმავების …

ნახვა »

2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს

პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს, რომელთაგან ექვსი არასრულწლოვანია, – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს, მათივე ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მსჯავრდებული აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებში მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. „სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება, რაც მსჯავრდებულებს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური …

ნახვა »

ვახტანგ გომელაური საქართველოში აშშ-ის ელჩს და საელჩოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე – 4 ივლისი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს და საელჩოს მიულოცა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ. ნება მომეცით, გულითადად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 246-ე წლისთავი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. როგორც პრემიერი აღნიშნავს, 4 ივლისი არა მარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის არის თავისუფლების, დემოკრატიის, ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების …

ნახვა »

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი 08:00 საათიდან დაიწყო, გამოცდები კი ზუსტად 09:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 …

ნახვა »

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, საგამოცდო სამზადისი დასრულებულია და ქვეყნის მასშტაბით არსებული 22-ვე ცენტრი გამოსაცდელების მისაღებად მზადაა. თბილისის 177-ე საჯარო სკოლაში, სოფიო გორგოძის ხელმძღვანელობით, მედიის წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღე მოეწყო და მათ საგამოცდო პროცესის პროცედურები გააცნო. 2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. საქართველოს მასშტაბით …

ნახვა »

კელი დეგნანი იმედგაცრუებულია

ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ გუშინდელმა ინციდენტმა გადაფარა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რაც იყო მართლაც არაჩვეულებრივი, ძალიან პოზიტიური, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. კელი დეგნანს კითხვა დაუსვევს გუშინ ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ელჩმა აღნიშნა: „ჩვენ ვსწავლობთ ამ ცნობებს, ამ ინფორმაციას. არ ვიცით, თუ დაიწყო რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ამ …

ნახვა »

ისრაელის პარლამენტი დათხოვნილია, როდის ჩატარდება ვადამდელი არჩევნები?

ისრაელის 24-ე მოწვევის პარლამენტის წევრებმა ერთხმად მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის გადაწყვეტილებას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 1 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა Jerusalem Post-ი წერს. საარჩევნო სიები პარტიებმა არაუგვიანეს 15 სექტემბრისა უნდა წარადგინონ. არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი, მის პარტია „იამინას“ კი არჩევნებზე, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი აიელეთ შაკედი გაუძღვება. …

ნახვა »

ალეკო ელისაშვილი – 3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში ვერავის დავეხმარები

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 3 ივლისისთვის დაგეგმილ აქციაზე მისვლას არ აპირებს. მისივე თქმით, ასეთივე განწყობაა მის პარტიაშიც. როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, სახლობანად მიაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ. „3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ასეთი განწყობაა პარტიაშიც. ვიყავი რიყეზე, ვიყავი 20 ივნისს და შემდეგ აქციაზე. არავის გამო არ …

ნახვა »

ქორები გამოეყვნენ ყვავებს – შეფასებები ”ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების გადაწყვეტილებაზე

ქორები გამოეყვნენ ყვავებს, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სამი დეპუტატის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას სოციალურ ქსელში. აღნიშნულ დეპუტატებს გოცირიძე „ფარდისამხდელთა ჯგუფს“ უწოდებს. „პარლამენტში ფარდისამხდელთა ჯგუფი შეიქმნა. მათი პირით იღაღადებს ბიძინა“,- წერს გოცირიძე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლა მმართველი პარტიის სისუსტის დემონსტრირებაა. როგორც ვაშაძემ განაცხადა, „ქართული …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია