რუსული ძალები, გასული დღის განმავლობაში, წარუმატებლად ცდილობდნენ შეტევას სამი მიმართულებით – ლიმანის, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, ოკუპანტებმა, გასული დღის განმავლობაში, 8 სარაკეტო და 74 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციები და სამოქალაქო დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 62-ჯერ დაბომბეს. „მტრის …
ნახვა »უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა. „დამპყრობლებს სურდათ უკრაინის დაშანტაჟება კაშხლის აფეთქებით და მოაწყვეს კატასტროფა ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში. უწყებამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ორი მამაკაცი კატასტროფის შედეგებს განიხილავს. ერთ-ერთი მოსაუბრის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, …
ნახვა »ცოცხალია ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ზურაბ მუშუქია, რომლის გარდაცვალების შესახებაც გავრცელდა მცდარი ინფორმაცია
უკრაინაში მებრძოლ ქართველი სამხედროზე, ზურაბ მუშუქიაზე გავრცელდა მცდარი ინფორმაცია მისი ფრონტზე გარდაცვალების შესახებ. არსებული ინფორმაციით, ზურაბ მაშუქიას ოჯახთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა. ინფორმაციისთვის, უკრაინაში მებრძოლი ზურაბ მუშუქიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის ბახმუტთან აფეთქებას ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ქართველი სამხედრო …
ნახვა »ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა, ევაკუირებულია 4 300-მდე ადამიანი
რუსული მედია ოკუპირებული ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფრომაციას, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა, ევაკუირებულია 4 300-მდე ადამიანი. „კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ 14 000-მდე სახლი დაიტბორა და თითქმის 4 300 ადამიანი ევაკუირებულია,“ – აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებში. სამედიცინო სამსახურების ცნობით, მედიკოსებს …
ნახვა »კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა ვეღარ მოხდება
”უკრჰიდროენერგოს” გავრცელებული ინფორმაციით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა ვეღარ მოხდება. უწყებაში ამბობენ, რომ ჰესის აფეთქების შედეგად კახოვსკის სადგურის მართვის განყოფილება სრულად განადგურდებულია. მათ განცხადებაში წერია, რომ ჰესის რეზერვუარში წყლის დონის ასეთი კლება საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს, რომელსაც თავის მხრივ უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გაგრილების სისტემისთვის წყალი ჰესიდან მიეწოდება. რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰესი ამ …
ნახვა »შარლ მიშელი – რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა პასუხი უნდა აგონ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელმა კახოვსკას კაშხლის აფეთქებაზე განაცხადა, რომ რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა პასუხი უნდა აგონ. „შოკირებული ვარ ნოვა კახოვკას კაშხალზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული და რუსეთისა და მისი მარიონეტების პასუხისმგებლობას დავაყენებთ“, – აღნიშნა მიშელმა. ბრიუსელში მომხდარს, ევროკავშირის საბჭოს მომავალ სამიტზე განიხილავენ …
ნახვა »ვოლოდიმერ ზელენსკი – უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევის დასაწყებად მზად არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-თან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევის დასაწყებად მზად არის. „მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი, რამდენი ხანი დასჭირდება, მაგრამ ვაპირებთ ამის გაკეთებას და მზად ვართ”, – აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში თქვა, რომ უკრაინას კონტრშეტევის დასაწყებად …
ნახვა »რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ: ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალი – ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება. „რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ: ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა უოლესმა. მისი განცხადებით, რიგი ქვეყნები მზად არიან დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი „თავდაცვის პაქტები“ უკრაინასთან და მხარი დაუჭირონ გრძელვადიან გეგმებს …
ნახვა »ჯეიმს კლევერლი – უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთამინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვები დაუსვეს. კერძოდ, აქვს თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელების უფლება, რაზედაც ჯეიმს კლევერლიმ უპასუხა : „უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. მას, რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური უფლება, გააკეთოს ეს საკუთარ საზღვრებში, მაგრამ ასევე აქვს …
ნახვა »ვოლოდიმირ ზელენსკი – საბჭოთა კავშირის აღდგენა – ეს არის ვლადიმერ პუტინის ცხოვრების მიზანი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შემდეგი პოტენციური სამიზნე, შესაძლოა, ბელარუსი გახდეს, რადგამაც ვლადიმერ პუტინის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა. „საბჭოთა კავშირის აღდგენა – ეს არის მისი ცხოვრების მიზანი. ვინაიდან დიპლომატიური გზით ამის მიღწევა შეუძლებელია, ყველანაირი მუქარა სცადა და ენერგორესურსები იარაღად გადაექცია. ეს არ გამოუვიდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა, ღია აგრესორი …
ნახვა »