პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია – მივესალმებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს დარჩენილი რეკომენდაციები

ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს დარჩენილი რეკომენდაციები და უპასუხოს იმ შეშფოთებებს, რომლებიც ამ რეზოლუციაშია გამოთქმული, – აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში. სტრასბურგში 2022 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდზე მომზადებული მონიტორინგისა და მიღწეული პროგრესის ანგარიში გავიდა. ანგარიშში საუბარია ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ევროკავშირის წევრობისთვის …

ნახვა »

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა, 15 წელია, გაწყვეტილია, რუსეთის ელჩს ვერ დავიბარებთ, რადგან არ არსებობს

კინზინგერის პროპაგანდისტური გზავნილები გვიჩვენებს, რომ მას ფაქტობრივი მდგომარეობა არ აინტერესებს, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა, 15 წელია, გაწყვეტილია. ამიტომ საქართველოში რუსეთის ელჩს ვერ დავიბარებთ, რადგან მსგავსი არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას, სადაც კინზინგერი …

ნახვა »

ადამ კინზინგერი – საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის ელჩი

ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართულო ოცნებავ“, იცით, რომ რუსეთი აგებს?“ – წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერში“.

ნახვა »

დიმიტრი პესკოვი – უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დასავლურ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს

უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დასავლურ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ევროპული დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან მუდმივად ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინაში შეიარაღების სხვადასხვა სისტემის, მათ შორის ტანკების გაგზავნა, არანაირად არ ნიშნავს ამ ქვეყნების ან ნატო-ს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართულობას. ჩვენ ამას კატეგორიულად არ …

ნახვა »

პუტინის თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში “რუსეთს იცავენ”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსი სამხედროები უკრაინაში “რუსეთს იცავენ”. “მიზანი [ომის] როგორც არაერთხელ მითქვამს, არის, უპირველეს ყოვლისა, ხალხის და თავად რუსეთის დაცვა იმ საფრთხეებისგან, რომელთა შექმნასაც ისინი [უკრაინელები] ჩვენს მიმდებარე ისტორიულ ტერიტორიებზე ცდილობენ. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. დღეს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა …

ნახვა »

ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. „დავიბარეთ სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხვედრაზე მასთან განხილული არ იქნება“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს უწყებაში. ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა …

ნახვა »

ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის

ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის. განცხადება ამის შესახებ ქალაქის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. როგორც ირაკლი შენგელიამ აღნიშნა, გენერატორი დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. მისივე თქმით, ქუთაისი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს. შენგელიამ აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული ტვირთის …

ნახვა »

ბექა ოდიშარია – ლევან ხაბეიშვილის დევგმირობის შესახებ არაფერი მსმენია, სად შემვარდნი და გამომავრდნია

სიმართლე გითხრათ, ლევან ხაბეიშვილის დევგმირობის შესახებ არაფერი მსმენია. სად შემვარდნი და გამომავრდნია, – ამის შესახებ საპრლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. ბექა ოდიშარია გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, სადაც ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან. როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, ხაბეიშვილი ნებისმიერი ძალადობისას არსად გამარჯვებული არ დარჩენილა. „ისე ნუ იზამს, რომ შევარდეს …

ნახვა »

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის. „მე პირადად, რაც შემიძლია დავპირდე ამომრჩეველს არის ის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ და ჩემი პარტიის თავმჯდომარეობასაც ვუყურებ დროებით მოვლენად, სანამ მიშა სააკაშვილი არის პატიმრობაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა. წამყვანის რეპლიკაზე, „ფიზიკურად გამოიხსნით, თუ …

ნახვა »

კასიანოვი აცხადებს, რომ რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატო-ს საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, თუმცა ოფიციალურად განაგრძობს ევროპული გზის ერთგულების დეკლარირებას, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. კასიანოვის თქმით, საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის და ახლა ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია