პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ზელენსკი – უკრაინამ და ევროკავშირმა თავიანთი ძალა აშკარა გახადეს, უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი, ევროკავშირის, რომელიც იმარჯვებს

რუსეთი აწარმოებს ტოტალურ ომს ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ დიქტატორული რეჟიმების დახმარებით, როგორიცაა ირანი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი არა მხოლოდ უკრაინელებს ესხმის თავს, არამედ ევროპული ცხოვრების წესსაც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, კვლავ შეინარჩუნოს უკრაინის დახმარების კურსი. …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – ამდენი ადამიანი არ გაუმწარებია არცერთ პატიმარს, რამდენიც გაამწარა სააკაშვილმა, პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია

ცხრა ათასივე პატიმარი რაღაც დოზით, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის სააკაშვილი, შეიძლება, რაღაც დოზით იწვევდნენ თანაგრძნობას. ადამიანური ამბავია, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით ცხრა ათასი პატიმრის გათავისუფლება გამორიცხულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები ჩაიდინა. „ამდენი ადამიანი არ გაუმწარებია არცერთ პატიმარს, რამდენი …

ნახვა »

თურქეთის ელჩი – თურქეთში მყოფი ქართველი მაშველები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ – ვამაყობ, რომ ვარ ელჩი ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ასე ძალიან უყვარს თურქეთი

მიწისძვრის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. საქართველოდან თურქეთში სამძებრო-სამაშველო სამსახურის 100 თანამშრომელი გვყავს. ისინი ადიამანის პროვინციაში არიან განთავსებული და ასევე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. როგორც ვიცი, საქართველოს მაშველთა ჯგუფმა ორი ადამიანი გადაარჩინა, ნანგრევებიდან ამოიყვანა, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ განაცხადა. მისი თქმით, მიწისძვრის მსხვერპლთა …

ნახვა »

ხაბეიშვილი – ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან

„ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დღეს, 21:00 საათზე, პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, თუ სად და როდის გაიმართება საპროტესტო აქციები. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე „პუტინის დავალებით კლავენ პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს“. „პუტინის მსახურებმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა კარგად უნდა …

ნახვა »

ლევან ბეჟაშვილი – დადგა დრო გაბრაზების, ბრძოლის, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს გადაწყვეტილებას და ფრაქცია აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, რაც გულისხმობს, არც პლენარულ სხდომებზე, არც საკომიტეტო მოსმენებზე დასწრებას და მონაწილეობას აღარ მივიღებთ არანაირ საპარლამენტო ფორმატში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, ფრაქცია და პარტია გააგრძელებს კონსულტაციებს მანდატების დატოვების …

ნახვა »

გიორგი ჩალაძე: თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად – ეს არის მუქარა

თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერების ძალიან ძლიერი, დიდი არმია. ჩალაძე აცხადებს, რომ ისინი არიან სააკაშვილის ერთგული მხარდამჭერები. „დარწმუნებული ვარ, რომ თუ არ უნდათ, ქუჩაში …

ნახვა »

ჯაფარიძე: არაა პირობები, რომ დიდი ოპოზიციური ერთობა შეიქმნას, მომავალ წელს დავუბრუნდებით

“შარშან ივნისიდან მოყოლებული ბევრ დროს ვუთმობდი იმას, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შეკრულიყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა მაინც მანდ მგონია, რომ აქეთ მხარეს მოხდეს დიდი კონსოლიდაცია იმიტომ, რომ ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვა შემთხვევაში ძალიან რთულია, ამას მათ შორის სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს. მაგრამ მოცემულობა ეგეთია, რომ ამდენი …

ნახვა »

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნის

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შტაბები იქმნება. როგორც ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს გეგმა პარტიის ბიუჯეტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მიმართვასაც გულისხმობს. მისივე თქმით, გეგმა ზეპარტიულია და შტაბებში გაწევრიანება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. „ჩვენი გუნდის დაპირების შესაბამისად, პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნაა. ამ შტაბებისთვის ლოჯისტიკის, …

ნახვა »

ზატულუნი – საქართველოს ოცნებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში”

საქართველოს სურს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ მისი სურვილები დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში”. ამის შესახებ URA.RU-ს სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა განუცხადა. „იმისთვის, რომ საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რუსეთი უნდა დაამარცხოს. დამარცხების პირობებში შეიძლება წამოიჭრას განსხვავებული იდეები, რისი მოთხოვნაც შეიძლება რუსეთისთვის. …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – მზად ვართ, ოპოზიციას ისევ დავუთმოთ სახალხო დამცველის შერჩევის პრივილეგია, თუმცა არ უნდა წარმოადგინონ ისევ ბურჯანაძე ან აბაშიძე, რომლებიც პირდაპირ აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს

მზად ვართ, რომ ისევ ოპოზიციას დავუთმოთ სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პრივილეგია, ოღონდ მათ უნდა იხელმძღვანელონ სათანადო კრიტერიუმებით, არ უნდა წარმოადგინონ ისევ ბურჯანაძე ან აბაშიძე, რომელიც პირდაპირ აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბურჯანაძეც და აბაშიძე აქციებზე ხალხს პირდაპირ მოუწოდებდა, ხელისუფლების …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია