Breaking News

ყველა სიახლე

„ქართული ოცნების“ ინიციატივით, საქართველოში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება

“ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ირაკლი კობახიძის თქმით, ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას …

Read More »

ალკოჰოლის მიღება სიმელოტეს იწვევს – კვლევა

სტატისტიკის მიხედვით, ორმოც წელს მიღწეულ მამაკაცთა 40%-ს აწუხებს გამელოტების ესა თუ ის დონე.  პროცესი 18-20 წლის ასაკიდან იწყება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა  Express ავრცელებს. ანდროგენული ალოპეციის განვითარების მიზეზად ითვლება მამაკაცის ჰორმონის ტესტოსტერონის და მისი დერივატების დამაზიანებელი მოქმედება იმ თმის ფოლიკულებზე, რომლებიც განლაგებული არიან შუბლისა და თხემის მიდამოებში. მათ მიმართ მგრძნობიარე ფოლიკულები თანდათან მცირდებიან …

Read More »

ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტს კორექტირების მიზნით პარლამენტს დღეს გაუგზავნის

მთავრობის ვალის შემცირება და ახალი პროექტების დაფინანსება – ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევა. ფინანსთა სამინისტრო ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კორექტირების მიზნით პარლამენტს დღეს გაუგზავნის. 2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, ქვეყანა საგარეო ვალის გადახდას, 51-ის ნაცვლად, 40% -ით დაასრულებს. ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის შემცირება სახელმწიფო პრიორიტეტებში ნომერ …

Read More »

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებდნენ ტერიტორიების დანაღმვას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის. „ჩვენი ქვედანაყოფების მიერ ამ ქმედებების აღსაკვეთად გატარებული …

Read More »

სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს. „აზერბაიჯანულმა მხარემ 13 სექტემბერს 00:05 საათზე სომხეთის ქალაქებში – გორისში, ჯერმუკსა და სოთქში – სამხედრო პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში. სომხეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ „მტერი ასევე იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს“.

Read More »

თბილისის მერიამ „ავაზა“ ფეხბურთის ფედერაციას გადასცა

„ავაზას“ სპორტული კომპლექსი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, გადაწყვეტილება კი ქალაქ თბილისის მერიამ მიიღო. საფეხბურთო კომპლექსს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერი კახა კალაძე ესტუმრნენ. სტუმრებმა საფეხბურთო სკოლის ტერიტორია დაათვალიერეს და მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სფფ-ისა და მერიის წარმომადგენლები. „გვინდა, სპორტული კომპლექსი „ავაზა“, …

Read More »

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე უარი განაცხადა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უარი განაცხადა უკრაინისთვის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ კრისტინ ლამბრხტმა ბერლინში განაცხადა. „ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანას არ მიუწოდებია დასავლური ქვეითთათვის განკუთვნილი საბრძოლო მანქანები ან ძირითადი საბრძოლო ტანკები. ჩვენ შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან, რომ გერმანია ცალმხრივად არ განახორციელებდა ასეთ ქმედებებს“, – განაცხადა ლამბრეხტმა.

Read More »

მამუკა მდინარაძე: ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც „ნაცმოძრაობაა“ მსოფლიოში არ არის

ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“ მსოფლიოში არ არის. ისინი ყოველთვის ცდილობენ, როდის როგორ აწყობთ, იმ ქვეყნის ინტერესები გაატარონ. ჩვენ ვცდილობთ სხვა რამეს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პრიორიტეტი საქართველოს ინტერესებია. „ჩვენ ვცდილობთ საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეთ. ისინი ცდილობენ …

Read More »

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა

ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ბუნებრივი აირი აფეთქდა.  ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები”ავრცელებენ.  აფეთქების დროს არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. 

Read More »

ახალი ომბუდსმენის არჩევის საკითხზე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო სუბიექტებთან კონსულტაციებს მართავს

ახალი ომბუდსმენის არჩევის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო სუბიექტებთან კონსულტაციებს მართავს. პაპუაშვილთან შეხვედრაში მონაწილეობენ “ლელოს”, “რეფორმების ჯგუფის”, “ნაციონალური მოძრაობის” “მოქალაქეების”, პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატები, უმრავლესობიდან – მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე. პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, 2022 წლის ბოლოს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება. უფრო კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით შეფასების …

Read More »

ზელენსკი რუსებს – გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე, სინათლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე, საჭმლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ტერორისტული აქტებია. „უკუნით სიბნელეშიც კი უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ნათლად ხედავს ამ ტერორისტულ აქტებს. მიზანმიმართული და ცინიკური სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. არანაირი სამხედრო ობიექტები“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამზე“. ზელენსკი რუსებს მიმართავს, კვლავ ფიქრობენ თუ არა, რომ …

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინის ტერიტორიების სრულ დეოკუპაციამდე შეუძლებელია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები შეუძლებელია უკრაინის ტერიტორიების სრულ დეოკუპაციამდე. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. „არანაირი სანქციების მოხსნა არ შეიძლება. რუსეთთან ვერაფერს განვიხილავთ, ვიდრე ის აქედან არ წავა. ომის შემდეგ, დიახ, შეიძლება ვისაუბროთ გარკვეული სანქციების მოხსნაზე, რეპარაციაზე, მათი მხრიდან გადახდებზე, დიპლომატიაზე. ჩვენ შეგვიძლია, ჩავრთოთ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტის ლიდერი ასეთ …

Read More »

მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი მიშა ჟორჟოლიანი გომიაშვმილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტი მარინა სალუქვაძე სოცქსელში წერს: „ჩვენი მიშა აღარ გვყავს!!! Misha Gomiashvili ჩვენი მიშააა“ 

Read More »

რა მდგომარეობაა ომის მე-200 დღეს უკრაინაში?

მდგომარეობა ომის მე-200 დღეს – შეჯამება ამ დროისთვის უკრაინამ დაიბრუნა კონტროლი 3 ათას კვადრატულ კილომეტრზე, რაც იმაზე მეტია, ვიდრე რუსეთმა დაიკავა ჯამში აპრილის შემდეგ.  11 სექტემბრის საღამოსთვის უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქის სულ მცირე 40 დასახლება გაათავისუფლა ოკუპანტებისგან.   მთელი ხარკოვის ოლქი, მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაწილის გამოკლებით, უკრაინის კონტროლქვეშაა. ხარკოვის მიმართულებით უკრაინული …

Read More »

დენის შმიგალი – უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ორ წელიწადში გეგმავს

უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ორ წელიწადში გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა იალტის ევროპული სტრატეგიის შეხვედრაზე განაცხადა. უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინას აქვს ამბიცია, რომ ეს გზა ორ წელიწადში გაიაროს. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანამ დაიცვა თავისი ცივილიზაციური არჩევანი და გააგრძელებს დასავლეთისკენ სვლას. „ამ სისხლიანი ომის ორასი დღის შემდეგ მთავარი დასკვნა …

Read More »
ჩანთების ონლაინ მაღაზია