პოლიტიკა

ყველა სიახლე

კელი დეგნანი – ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს

ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩს კომენტარი სთხოვეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც ჩხიკვაძე საუბრობს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის მასთან შეხვედრაზე. დეგნანის თქმით, აშშ წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის …

ნახვა »

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავს

salome zurabishvili

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე სხდომების მოწვევას გეგმავს. პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა. სალომე ზურაბიშვილის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნას პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა და შესაბამისი …

ნახვა »

როდის გამოქვეყნდება ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში საქართველოს შესახებ?

ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში საქართველოს შესახებ 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნდება. ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარსი ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. მისივე თქმით, სრულყოფილი ანგარიში იქნება მზად 2023 წლის გაფართოების პაკეტში უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. „ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში საქართველოს შესახებ 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნდება. `სრულყოფილი ანგარიში იქნება მზად 2023 წლის გაფართოების პაკეტში უკრაინასთან …

ნახვა »

გვაინტერესებს აშშ-ის საელჩოს პოზიცია ამ საკითხზე – მაჭარაშვილი მოსამართლის განცხადებაზე

ქართული ოცნების წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლისა და ლაშა ჩხიკვაძის კომუნიკაცია გვარამიას განაჩენის შემდეგ “მართლმსაჯულებაში ჩარევაა”. მაჭარაშვილი გამოეხმაურა მოსამართლე ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების …

ნახვა »

თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს. მისი ახალი კლუბი „ჩონბუქ ჰიუნდაი“ იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ სამხრეთკორეული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. ოქრიაშვილის ბოლო კლუბი კვიპროსის „აპოელი“ იყო, რომლის ღირსებასაც ის ერთი წლის განმავლობაში იცავდა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში თამაშობს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც „ულსან ჰიუნდაის“ …

ნახვა »

ჯანეზაშვილი: ჩხიკვაძის განცხადება აშშ-ის წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას ნიშნავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადება აშშ-ის წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას ნიშნავს, რაც მისივე თქმით, შემაშფოთებელია. “ჯერ ერთი არ მჯერა რომ მან დაწერა, მაგრამ მისი სახელით გავრცელებული ტექსტი უკვე ნიშნავს აშშ-ის წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას, რაც ძალიან შემაშფოთებელი ამბავია”, – …

ნახვა »

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივში ორი უნივერსიტეტი დაბომბეს

მიკოლაივის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ორი უნივერსიტეტი დაბომბეს. „ტერორისტი რუსეთი დღეს მიკოლაივის ორ დიდ უნივერსიტეტს დაესხა თავს. მინიმუმ 10 რაკეტა. ახლა ისინი თავს ესხმიან ჩვენს განათლებას. ვთხოვ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უნივერსიტეტებს, გამოაცხადონ რუსეთი ისეთად, როგორიც არის სინამდვილეში, ტერორისტად“, – წერს კიმი. გუბერნატორი სოციალურ ქსელში დაბომბვის ამსახველ ვიდეოს …

ნახვა »

კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

კანადის ხელისუფლებამ მის მიერ მანამდე შემოღებული შემაკავებელი ზომები გააფართოვა და დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. „15 ივლისს აიკრძალა ორი სამეწარმეო მომსახურების მიწოდება რუსული ნავთობის, გაზის, ქიმიურ და გადამამუშავებელ მრეწველობაში“, – აღნიშნეს კანადის საგარეო უწყებაში. ამრიგად, კანადის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ …

ნახვა »

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე: გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა

მას შემდეგ რაც, მე ნიკა გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (აშშ-ის იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი …

ნახვა »

ბრიტანეთის დაზვერვა -​ რუსი ოკუპანტები ​სევერსკის აღებას თუ მოახერხებენ, ბახმუტი ​გახდება ​მათი შემდეგი სამიზნე დონბასში

რუსი ოკუპანტები ​სევერსკის აღებას თუ მოახერხებენ, ბახმუტი გახდება მათი შემდეგი სამიზნე დონბასში, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი. გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო ცნობების მიხედვით, რუსული არმია ნელა მიიწევს წინ დასავლეთისკენ, ლისიჩანსკიდან სევერსკის მიმართულებით საარტილერიო და სადაზვერვო შეტევების შემდეგ, რათა გზა გაეხსნას სლავიანსკსა და კრამატორსკზე წინსვლისთვის. ბრიტანელების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც …

ნახვა »

უკრაინულმა ძალებმა, ომის დაწყების შემდეგ, 38 000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 38 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. ამასთან, უკრაინელი სამხედროების მიერ, რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკაც განადგურდა. “უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: მტრის 1672 ტანკი, 3866 ჯავშანტექნიკა, 842 საარტილერიო სისტემა, 247 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 109 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 220 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 681 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის …

ნახვა »

თბილისში ჯგუფურად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ცხრა პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ცხრა წევრი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, 1980 წელს დაბადებული გ. ფ., 1968 …

ნახვა »

დუბლი და ასისტი პირველ მატჩში – კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ თავი უკვე გამოიჩინა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ პირველი შეხვედრა ჩაატარა. შეკრებაზე ნეაპოლელები დაბალი ლიგის „ანაუნ ვალ დი ნონს“ შეხვდნენ და 10:0 დაამარცხეს. საინტერესოა, რომ მატჩის აფიშაზე ქართველი თავდამსხმელის სურათი იყო გამოსახული, რაც ზოგადად დიდი პატივია, მით უფრო იტალიური კლუბის წევრისთვის. კვარაცხელია მე-6 წუთზე გაცდა მცველებს და ამირ რახმანის გაატანინა, 27-ე წუთზე თავად გაიტანა – …

ნახვა »

დმიტრო კულება – ჩვენ გავასამართლებთ რუს ომის დამნაშავეებს უკრაინული სისხლისა და ცრემლის თითოეული წვეთისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსი „ომის დამნაშავეები“ ყოველი წვეთი უკრაინული სისხლისთვის გასამართლდებიან. „რუსეთმა კიდევ ერთი ომის დანაშაულს ჩაიდინა. ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა შორის სულ მცირე ერთი ბავშვი დაიღუპა. ჩვენ გავასამართლებთ რუს ომის დამნაშავეებს უკრაინული სისხლისა და ცრემლის თითოეული წვეთისთვის“, – წერს კულება „ტვიტერზე“. ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ვინიცაში …

ნახვა »

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8559 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8559 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8643 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0084 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8613 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია