პოლიტიკა

ყველა სიახლე

ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს; იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და …

ნახვა »

სუსი – სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „მიმდინარე წლის 21 აპრილს სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტაპლიკაცია „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების …

ნახვა »

ხვალ, 22 აპრილს, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ, 22აპრილს დაიწყება. საყოველთა-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის პირველი შეხვედრა 22 აპრილს ქუთაისში, 11:00 საათზე გაიმართება. კომისია მომდევნო შეხვედრებს 23 აპრილს – ამბროლაურში, 24 აპრილს – ოზურგეთში, 25 აპრილს – ბათუმში, 26 აპრილს – ზუგდიდში, 27 აპრილს კი მესტიაში გამართავს. პარლამენტში …

ნახვა »

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „არ ვისურვებდი, რომ ის, რაც მოხდა გადამეტებულად შეგვეფასებინა, მაგრამ არც ამის დაკნინება მსურს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. …

ნახვა »

აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან მათ დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ

ახალგაზრდული მოძრაობების, „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის წევრები გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გმირთა მემორიალთან მათ დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ. მათი თქმით, არასოდეს დაუშვებენ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. „არასოდეს დავთმობთ მოქალაქის თავისუფლებას, არასოდეს შევურიგდებით ძალას, …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილი – “ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ სოფო ჯაფარიძე აირჩიონ

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ სოფო ჯაფარიძე აირჩიონ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. სააკაშვილის თქმით, მზად არის, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში. „ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა …

ნახვა »

ვახტანგ გომელაური – დანაშაულის სტატისტიკაში, ოჯახში ძალადობის მიმართულებით გამოძიების დაწყების მაჩვენებელი მეორე ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო და პროკურატურა ამ …

ნახვა »

ვახტანგ გომელაური – უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას შელახავს, მიაყენებს მათ შეურაცხყოფას

ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს აქვს უფლება, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას …

ნახვა »

არჩილ თალაკვაძე – ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას თუ აზიანებს, ეს არიან არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები, პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ გამოჩენა – არა

დღეს კიდევ უფრო აშკარაა, რომ საქართველოსაც კანონმდებლობა და რეგულაციები სჭირდება. ისევე, როგორც ბიზნესს და სახელმწიფო სექტორს ევალებათ ინფორმაციის გასაჯაროება, იგივე უნდა გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება დემოკრატიის ფუნდამენტური პირობაა და სწორედ ამას ემსახურება ეს ინიციატივა. „აქამდე ვერცერთი …

ნახვა »

ადვოკატი – სასტიკად ნაცემი ალეკო ელისაშვილი განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აქციიდან განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი – ამის შესახებ ელისაშვილის ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი აცხადებს. ადვოკატისთვის გაუგებარია, რაში სჭირდებოდათ დეპუტატის რამდენიმე საათით გაჩერება განყოფილებაში, როდესაც ის სასტიკად ნაცემი იყო. უფლებადამცველი პოლიციის მხრიდან დარღვევებზე  და უფლებამისილების გადამეტებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ სამართალდამცველები წაცეულ ელისაშვილს ურტყამდნენ “განრიდება …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა

გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. „გუშინ შსს-ის ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან …

ნახვა »

სახალხო დამცველი – გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები

საქართველოს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის ღამეს აქციის დროს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებს გამოეხმაურა და მონიტორინგის პირველადი შედეგები გაასაჯაროვა. ომბუდსმენის თქმით, ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები. ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში აშკარად იკვეთება სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების …

ნახვა »

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს პირველი მოსმენით უყარეს კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 83-მა წევრმა. ცვლილებები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე – არა რუსულ კანონს. მე გიერთდებით ამაში. რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება. მამუკა მდინარაძემ განმარტა, სინამდვილეში რას მოიცავს კანონპროექტი და ასევე აღნიშნა, რომ ქართულ პროექტში არცერთი შეზღუდვა არ არის. „მთელი ამ დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა უამრავი დეზინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. ერთი წელია, ჩვენ მომსწრენი ვართ დიდი აფერის, …

ნახვა »

დიდი შვიდეული – „ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი

დიდი შვიდეულის ლიდერებმა დაგმეს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმა და ამის შესახებ საერთო განცხადებაც გაავრცელეს. „ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი. ამ ქმედებებით ირანმა ნაბიჯი გადადგა რეგიონში დესტაბილიზაციისკენ და რეგიონული, უკონტროლო ესკალაციის საფრთხის გაზრდისკენ. ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია