Breaking News

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, უკრაინას, საკუთარი ცის დასაცავად, უკვე ძალიან სერიოზული იარაღი აქვს

უკრაინისა პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, უკრაინას, საკუთარი ცის დასაცავად, უკვე ძალიან სერიოზული იარაღი აქვს. “სახელმწიფო დონეზე ყველაფერი კეთდება რუსული დარტყმებისგან თავდაცვის უნარის ასამაღლებლად. საჰაერო თავდაცვის სისტემები და ცის დასაცავად განკუთვნილი სხვა იარაღი უკვე უკრაინაშია, ისინი მართლაც სერიოზულია. მაგრამ უნდა იყვნენ – და, დარწმუნებული ვარ, იქნებიან – კიდევ უფრო ძლიერი“, – …

Read More »

უზენაესმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები. აღნიშნული, გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში …

Read More »

ელენე ნავერიანის ფილმი შაშვი შაშვი მაყვალი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი დამოუკიდებელი პროგრამის, Quinzaine des Cinéastes-ის მონაწილე გახდა

ელენე ნავერიანის ფილმი შაშვი შაშვი მაყვალი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი დამოუკიდებელი პროგრამის, Quinzaine des Cinéastes-ის მონაწილე გახდა. ფილმი გადაღებულია თამთა მელაშვილის იგივე სახელის მქონე ბესტსელერის მიხედვით. შაშვი შაშვი მაყვალი ნავერიანის რიგით მესამე ნამუშევარია. ფილმის მოკლე აღწერაში ვკითხულობთ: “პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიის მესაკუთრე ეთერო 48 წლის დაუქორწინებელი ქალია. მას ერთნაირად უყვარს საკუთარი …

Read More »

თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა

თერჯოლაში შვილმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Read More »

ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები – ხვიჩა კვარაცხელია

„მილანთან“ წაგებული მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს წაგებისა და გამოუყენებელი პენალტისთვის ბოდიში მოუხადა. „რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ …

Read More »

მე უარს ვამბობ ფორმულას საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს – დავით კეზერაშვილი

ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და ტელევიზიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დავით კეზერაშვილი ფორმულას საკონტროლო პაკეტზე, 51%-ზე უარს ამბობს და წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს. ასევე აღნიშნავს, რომ ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ ტელეკომპანიის კოლექტივს დარჩენილ წილსაც გადასცემს. “მრავალი წელია მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ …

Read More »

მსაჯმა მარჩინიაკმა „მილანთან“ მატჩში „ნაპოლის“ პენალტი არ დაუნიშნა – გრაციანო ჩეზარე

ცნობილმა იტალიელმა არბიტრმა, გრაციანო ჩეზარემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ნაპოლი“-„მილანის“ მატჩის შემდეგ მთავარი მსაჯი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სტუმრების კარში მან აშკარა პენალტი არ დაინიშნა. „მსაჯმა მარჩინიაკმა „მილანთან“ მატჩში „ნაპოლის“ პენალტი არ დაუნიშნა. ის ვიდეორეფერისთან კონსულტაციას გადიოდა, მაგრამ ვიდეოს სანახავად არც წავიდა. შენელებულ კადრებში კი აშკარად ჩანს, რომ ლეაომ ლოსანოს ფეხში …

Read More »

23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია იწყება, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო კი 19 აპრილს, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ, მოძრაობა სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის …

Read More »

საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა განცხადებებები, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის …

Read More »

ლევან ხაბეიშვილი ენების არცოდნის გამო თავმჯდომარის პოსტიდან მის შესაძლო გადაყენებაზე ამბობს რომ ანეგდოტია

“ანეკდოტია – შვიდი ენა რომ იცის, ის კაცი „რუსულ ოცნებას“ ტყვეობაში ჰყავს და არ დაგავიწყდეთ ისე, ბიძინა ივანიშვილი ქართულადაც ვერ ლაპარაკობს გამართულად,” – განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, იმის თაობაზე, თითქოს ენების არცოდნის გამო თავმჯდომარის პოსტიდან მისი გადაყენება იგეგმება. ლევან ხაბეიშვილი ასევე აღნიშნაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის …

Read More »

მელია გადააყენა ხაბეიშვილმა, შემდეგ სერიაში ხაბეიშვილს გადააყენებს მელია – პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას თამაშობენ – არჩილ თალაკვაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მთელი სიჩქარით მიემართება პოლიტიკურ თავდაღმართში – მელია გადააყენა ხაბეიშვილმა, შემდეგ სერიაში ხაბეიშვილს გადააყენებს მელია – პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას თამაშობენ.  მისი აზრით, “ნაციონალურ მოძრაობას” სერიოზულ პოლიტიკასთან კავშირი აღარ აქვს. “ამ პარტიასთან დაკავშირებული სიტუაცია უკვე ანეკდოტურია. ისინი გვემუქრებოდნენ …

Read More »

საქართველოს მაღალმთიან რეგიონში თაფლის წარმოება იზრდება ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით

საქართველოს მაღალმთიან რეგიონში თაფლის წარმოება იზრდება ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით. ეს ფაქტი ქართული თაფლის საერთაშორისო ორგანულ ბაზარზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმის ტეროტორია, გამორჩეული ადგილია ბიო პროდუქციის წარმოებისთვის, ამის ხელშემწყობია ბუნებრივი რესურსები, მიკროკლიმატი და ეკოლოგიური გარემო. თუმცა იმისათვის, რომ წარმოებული პროდუქცია საექსპორტო ორგანული ბაზრისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გამხდარიყო, …

Read More »

საქართველოში მარტის თვეში უცხოეთიდან 438 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 127%-ით მეტია

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მარტის თვეში უცხოეთიდან 438 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 127%-ით მეტია. გზავნილებში პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 224 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით 728%-ით მეტია. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც 43 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 20%-ით …

Read More »

ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია განათლების სამინისტროში ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია დაინიშნა. გიორგი ამილახვარის ინიციატივით სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი – გია მურღულია გაუწევს. “აღნიშნული ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის …

Read More »

ვლადიმერგ პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში ჩავიდა – კრემლი

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერგ პუტინი ხერსონში, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის შტაბბინას და ლუგანსკში, ეროვნული გვარდიის ჯგუფის „ვოსტოკის“ შტაბბინას სტურმობს, -. „ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში „დნეპრის“ ჯარების დაჯგუფების შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ხელმძღვანელების მოხსენებები“, – განაცხადეს …

Read More »
ჩანთების ონლაინ მაღაზია