პოლიტიკა

ყველა სიახლე

ცესკომ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა

შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მისი განცხადებით, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. „ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა. ახლა კი გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს. საქართველოს პარლამენტის შუალედური …

ნახვა »

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა. გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ორი დაშავებულის შესახებ. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ნახვა »

შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში იმართება

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ ეს პირველი არჩევნებია, რომელიც ელექტრონულ ტექნოლოგიების ფართო მასშტაბის გამოყენებით ჩატარდება და ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი. „საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 29 …

ნახვა »

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ ამბობს, რომ მისი შვილი ძალადობრივად არის მოკლული

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ ამბობს, რომ მისი შვილი ძალადობრივად არის მოკლული. „ინტერპრესნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ თავიდანვე დარწმუნებული იყო ამაში და ბრძოლას ბრძოლას გააგრძელებს სიმართლის დასადგენად. „ჩემთვის ეს დასკვნა მოულოდნელი არ ყოფილა, მე თავიდანვე, მყარად ვამბობდი, რომ …

ნახვა »

ცოფი დაუდასტურდა ძაღლს, რომელმაც 22 ადამიანი დაკბინა მარტვილში

ცოფი დაუდასტურდა ძაღლს, რომელმაც 22 ადამიანი დაკბინა მარტვილში. ძაღლი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლი გუშინ გარდაიცვალა. მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, როზა ჯანაშიას განცხადებით, დაზარალებულ მოქალაქეებს პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ. თუნცა ამ 22 ადამიანიდან ორი პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე.

ნახვა »

ევროპულმა სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა და საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება) გამოყენებული იყო მოცემულ საქმეზე ოკუპირებულ ცხინვალში ქართულ სოფლებსა და “ბუფერულ ზონაში” ჩადენილი დანაშაულების – მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, სახლების …

ნახვა »

სასამართლომ რენატა ბეგიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

დაკავებულია რენატა ბეგიაშვილის მეუღლე, შალვა იაშვილი, ცოლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარემ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა, ვინაიდან, მისი მტკიცებით, ბრალდებულმა ძალადობის ფაქტი ჩაიდინა. პროკურორის თქმით, სოფელ ტაბახმელაში, სადაც საცხოვრებელ სახლში შალვა იაშვილი და რენატა ბეგიაშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ, ყოფილ მეუღლეებს …

ნახვა »

საქართველოს პროკურატურამ გამოააშკარავა თაღლითური სქემა

საქართველოს პროკურატურამ გამოააშკარავა თაღლითური სქემა, სადაც სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ხდებოდა ხალხისთვის ფულის გამოძალვა. საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელითა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გაეცნო გამოგონილი სახელებით, შევიდა მათთან ნდობაში …

ნახვა »

რუსული ძალების საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, კიევსა და ქვეყნის რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა. რუსული ძალების მიერ ქალაქ დნეპრის დაბომბვისას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში რუსული რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, 5 ადამიანია დაშავებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის …

ნახვა »

პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველომ უმასპინძლა 1 200 000-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს – მარიამ ქვრივიშვილო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 95%-ით სრულად აღდგა. მისი თქმით, მიმდინარე წლის სამ თვეში საქართველომ 1 200 000-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. „რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ძალიან სასიხარულო და საამაყოა ის, რომ ჩვენი …

ნახვა »

Wizz Air-ი საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე ზრდის და ახალ მიმართულებას ქუთაისი-კოპენჰაგენს ამატებს

ავიაკომპანია Wizz Air-ი 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება. საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამ დრომდე არ არსებობს. ასევე, აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მეოთხე ბაზირებული ხომალდის …

ნახვა »

აჭარის 5 მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის 2200 ჰა სასოფლო-სამეურნეო ფართობი უსასყიდლოდ დამუშავდება

აჭარის მთავრობის  გადაწყვეტილებით და მხარდაჭერით აჭარის 5 მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის 2200  ჰა სასოფლო-სამეურნეო ფართობი უსასყიდლოდ დამუშავდება. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ქობულეთის მერმა დაბა ოჩხამურში შეაფასებს. სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავებისთვის ბიუჯეტი 1 284 000 ლარია გამოყოფილი. აჭარის მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა …

ნახვა »

27 აპრილს, „ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აპრილს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აპრილს, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ციხისძირი, ქანდა, ძველი ქანდა, პატარა ქანდა, მუხრანი, ქსანი, წიწამური. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე …

ნახვა »

აიკრძალა გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარს საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ინფორმაციას საავტომობილო გზების …

ნახვა »

ორგანიზაცია „რუსეთის მამები“ ითხოვენ რუსეთის სახალხო არტისტ თამარ გვერდწითელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოერთვას

რუსული მედიის bloknotborisoglebsk.ru ინფორმაციით ორგანიზაცია „რუსეთის მამები“ ითხოვენ რუსეთის სახალხო არტისტ თამარ გვერდწითელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოერთვას. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ამ მოთხოვნით უკვე მიმართეს საგამოძიებო კომიტეტს და მთავარ პროკურატურას. ორგანიზაციის აქტივისტი, ანდრეი ზგონიკოვი თამარ გვერდწითელზე ამბობს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ მან რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილი ყველა კონცერტი გააუქმა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია