STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
„რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი და სამეფო კლუბის საპატიო პრეზიდენტი ამანსიო ამარო 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, – წერს ესპანური მედია. ამანსიო „რეალში“ 1962-76 წლებში თამაშობდა. მან ცხრაჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სამჯერ – ესპანეთის თასი და 1966 წელს – ჩემპიონთა თასი. 14 სეზონის განმავლობაში „ელ ბრუხომ“ („ჯადოქარი“) სამეფო კლუბში 471 მატჩი ჩაატარა და …
ნახვა »ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი, ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „ვიზიტის“ ფარგლებში ასლან ბჟანია ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ბელარუსში ჩასვლამდე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც მან რამდენიმე შეხვედრა გამართა.
ნახვა »რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ომის დაწყებაში დასავლეთი დაადანაშაულა. “უკრაინა და დონბასი ტოტალური ტყუილის სიმბოლოდ იქცა”, – განაცხადა პუტინმა. “მინდა განვმეორდე, რომ ისინი არიან ომში დამნაშავეები, ჩვენ ძალას ვიყენებთ, რათა გავაჩეროთ ის”, – განაცხადა პუტინმა, რასაც ტაში მოყვა. პუტინმა თქვა, რომ 1939 წელს “დასავლეთმა გზა გაუხსნა” ნაცისტურ გერმანიას და ახლა ის …
ნახვა »ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრთხილი და არც დაბალანსებული აღარ არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გიორგი გახრიამ აღნიშნა, დღეს საქართველოს აქვს რეალური შეაძლებლობა, ისტორიას დრო მოუგოს და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამით მოიპოვოს გრძელვადიანი …
ნახვა »ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა და მსუბუქი ავტომანქანა მოიყოლა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ნახვა »თურქული მედიის ინფორმაციით, ორი მიწისძვრა მოხდა ჰატაის დეფნეს რაიონში 6,4 მაგნიტუდა, ხოლო სამანდაღის რაიონში 5,8 მაგნიტუდა. AFAD-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი მიწისძვრა 16,74 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა, ხოლო მეორე მიწისძვრა 7 კილომეტრის სიღრმეზე. მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა ან მსხვერპლი, ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრველებულა.
ნახვა »ყველა უთანხმოების მიუხედავად, რომელიც კონგრესში გვაქვს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე, ეს არ ეხება მხოლოდ თავისუფლებას უკრაინაში, ეს ეხება ზოგადად დემოკრატიის თავისუფლებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. ბაიდენმა უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, და აღნიშნა, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ომში უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის …
ნახვა »მთავრობის ადმინისტრაციასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციას მართავენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ალიკა კუპრავას თქმით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. “არესტოვიჩისა და ფეიგინის დაანონსებულია დღევანდელი აქცია. აქცია თბილისისა და ბათუმის გარდა, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ტარდება. აქციის მიზანი და მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და …
ნახვა »უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პუტინთან დიალოგის დამყარების მცდელობაში დროს ამაოდ კარგავს. პრეზიდენტ ზელენსკის იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, ეთანხმება თუ არა ის მაკრონის პოზიციას, რომ „რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ დაინგრეს“ და რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგი ღიად უნდა დარჩეს. “ეს იქნება …
ნახვა »სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 459.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 38.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 56.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.8 …
ნახვა »