პოლიტიკა

editor

Twitter-ის თანამშრომლები მასკთან მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ

კომპანია Twitter-ი საოპერაციო რისკის წინაშეა, თანამშრომლების უმეტესობა კომპანიის ახალი მფლობელის, ილონ მასკის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებს.საქმე ისაა, რომ ილონ მასკმა თანამშრომლებს საგანგებო შეტყობინებით მიმართა, რომელშიც Twitter-ში დასაქმებულებს თანხმობა უნდა განეცხადებინათ ახალ, “ექსტრემალური” მუშაობის რეჟიმზე, რომელიც ზეგანაკვეთურ მუშაობას და დატვირთვის მკვეთრ ზრდას ითვალისწინებდა. უარის განცხადების შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლებს …

ნახვა »

პრეზიდენტმა Web Summit-ის გამარჯვებული, Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე Web Summit-ის გამარჯვებული, ქართული სტარტაპის დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. „კომპანია Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოვდა“ – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დაჯილდოების ცერემონია დღეს ლონდონში, საერთაშორისო კონფერენციაზე …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – მას შემდეგ, რაც მახინჯი სისტემა დაამსხვრია „ქართულმა ოცნებამ“, ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენმა გუნდმა ყველაზე მეტი გავაკეთეთ

10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, დაჩქარდა რეალურად ჩვენ მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი. შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით …

ნახვა »

ღაზას სექტორში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში ხანძარს 21 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters-ის ინფორმაციით,  ღაზას სექტორში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში მდებარე ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც მინიმუმ 21 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.  სააგენტოს ცნობით, მეხანძრეებს ერთ საათზე მეტი დრო დასჭირდათ ხანძრის ლიკვიდირებისთვის, რომელიც ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულზე გაჩნდა. სასწრაფო დახმარების მანქანებმა რამდენიმე დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ღაზას შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ნახვა »

17 ნოემბერს საქართველოს სახალხო პოეტი, გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა

  1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში დაიბადა საქართველოს სახალხო პოეტი და საზოგადო მოღვაწე, გალაკტიონ ტაბიძე , ადამიანი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ პოეზიასა და კულტურაში. გალაკტიონ ტაბიძემ ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა თბილისში, რომლის ქუჩებს დღემდე ახსოვს „პოეტების მეფის“ უცნაური ხეტიალი.  გალაკტიონის როლი ქართული ლიტერატურის ისტორიაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც …

ნახვა »

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველო-ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

 თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. თეატრ „ასტანა ბალეტის“ დასმა წარმოადგინა დადგმა „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“, რომელიც ქორეოგრაფების – აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის სხვადასხვა ქორეოგრაფიულ მინიატიურას აერთიანებს.   ღონისძიება ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს, …

ნახვა »

ირანში უსაფრთხოების ძალების მიერ მეტროსადგურში ცეცხლის გახსნას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

 ირანში უსაფრთხოების ძალების მიერ მეტროსადგურში ცეცხლის გახსნას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა.  როგორც ცნობილია, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 9 წლის ბიჭია, რომელიც სროლის დროს მეტროსადგურში იმყოფებოდა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებლების შესახებაც.  ირანის უსაფრთხოების ძალებმა თეირანის მეტროსადგურში მოქალაქეებს, საპროტესტო აქციის დროს ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაუხსნეს. ირანში საპროტესტო გამოსვლები ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის …

ნახვა »

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

   რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  როგორც ცნობილია, საჰაერო განგაში დღეს დილით უკრაინის ყველა ოლქში გამოცხადდა.  მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, რუსებმა დღეს ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.  რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ დნეპრზეც, რის შედეგადაც 14 ადამიანი, მათ შორის 15 წლის …

ნახვა »

კახა კალაძე – გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, მეტად გავერთობით

გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარედ, მეტად გავერთობით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ მდგომარეობაშია, რომ პარტიის თავჯდომარედ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს. „ლევან ხაბეიშვილს ვემხრობი, მას ვუჭერ მხარს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ იმ მდგომარეობაშია, რომ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავჯდომარედ და ჩემი …

ნახვა »

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ საკუთარ კანდიდატურას აყენებს

მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში  და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, მისი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდეს თავის მხარდამჭერებს. „ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა გაახმოვანეს და მოითხოვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდადემოკრატიული არჩევნები, სადაც ამომრჩევლების მიერ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია