პოლიტიკა

editor

იაროსლავ ჟელეზნიაკი – უკრაინის უმაღლესი რადა G20-ს რუსეთის გარიცხვისკენ მოუწოდებს

  უკრაინის უმაღლესი რადა G20-ს რუსეთის გარიცხვისკენ მოუწოდებს . ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.  მისი ინფორმაციით, ოთხშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე აღნიშნული N8203 დადგენილების პროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 310-მა ეროვნულმა დეპუტატმა.  ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილების არგუმენტად უმაღლესი რადა რუსეთის მიერ უკრაინის მოსახლეობის მიზანმიმართულად განადგურებას ასახელებს, …

ნახვა »

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი ტერორისტულად აღიარა

  ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი ტერორისტულად აღიარა. რეზოლუციას მხარი 129 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 14 დეპუტატი იყო.   როგორც მედია წერს, ჩეხმა კანონმდებლებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რაც აშკარა მცდელობაა „პოლიტიკურ მიზნებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების გზით მიაღწიოს და შეესაბამება ტერორისტულ მეთოდებს“.   …

ნახვა »

დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

 დონალდ ტრამპი  2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც BBC წერს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწეებმა ოფიციალური განაცხადი მაშინ შეიტანეს, როდესაც თავად ტრამპი ფლორიდაში, მის რეზიდენციასთან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა. „ამერიკის დაბრუნდება ზუსტად ახლა იწყება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.  შეგახსენებთ, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებს 2017-დან 2021 წლამდე მართავდა. 2020 …

ნახვა »

The Hollywood Reporter – Disney “პრინცესას დღიურების” მე-3 ნაწილს იღებს

 Disney-მ გადაწყვიტა, მია თერმოპოლისის შესახებ მესამე ფილმიც გადაიღოს. სცენარზე მუშაობა უკვე დაიწყო, თუმცა ენ ჰეთეუეი ჯერჯერობით ოფიციალურად ჩართული არაა პროცესში. მიუხედავად ამისა, მსახიობმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა ფილმის მიმართ, ამიტომ ყველა იმედოვნებს, რომ კვლავ იხილავენ პრინცესა მიას როლში. “არა მხოლოდ გამიხარდება, არამედ მხარსაც აქტიურად ვუჭერ,” — განაცხადა ჰეთეუეიმ. —”თუკი არსებობს შანსი, რომ …

ნახვა »

პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

  პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გამოცემა The Associated Press ავრცელებს.  როგორც ცნობილია, აქამდე პოლონური რადიოსადგურის Radio Zet-ის კორესპონდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ფშევოდუვში, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, ორი რაკეტა დაეცა მარცვლეულის საშრობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე …

ნახვა »

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების აზრით, არც ისე რთულია „კრემლის რუპორების“ განსასჯელთა სკამზე დასმა

   რუსული ტელევიზიების „ვარსკვლავები“ და ცნობილი პროპაგანდისტები მარგარიტა სიმონიანი, ვლადიმირ სოლოვიოვი, დმიტრი კისელიოვი, ოლგა სკაბეევა და სხვები, რეგულარულად მოუწოდებენ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და არაფორმალურ სამხედრო დაჯგუფებებს, გაანადგურონ უკრაინელი „ნაციკები“ და მიწასთან გაასწორონ უკრაინის დასახლებული პუნქტები. მართალია, ძალადობის შემცველი სიტყვებისა და მკვლელობისკენ მოწოდების გამო გასამართლება ბევრად უფრო რთულია, …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი განიხილეს. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას, ხაზი გაესვა დეპოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობას. ,,დღეს საქართველოში ჩამოსვლის მიზანია საქართველოს …

ნახვა »

უკრაინის სხვადასხვა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა

 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მოსახლეობას რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.  გაფრთხილებას ავრცელებენ კრივი რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვილკული, ასევე, როგორც მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი და ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტარუხი – “მასიური სარაკეტო თავდასხმის დიდი ალბათობაა. …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი საკუთარ პოლიტიკას ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ააგებს

  რუსეთი მომავალში თავის პოლიტიკას ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ააგებს, ამას დღეს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ფაქტები, ისტორიული ფაქტები გახდეს მილიონობით ადამიანის საკუთრება, რათა სწორედ მათზე დავაფუძნოთ ჩვენი დღევანდელი ქცევა და ავაშენოთ ჩვენი მომავლის პოლიტიკა. ამას სერიოზული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის …

ნახვა »

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის მორიგი ტიტულისთვის ბრძოლას იწყებს

ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების შვიდგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი დღეიდან კიდევ ერთი ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმება – იტალიის ქალაქ ასისში სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში სულ სამი ვეტერანი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას: სენიორ ქალთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი სოფიკო ტერელაძე და სენიორ მამაკაცებში მსოფლიოს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია