პოლიტიკა

editor

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. როგორც ევროპული-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი წერს, ბიძგების სიმძლავრე 7,7 მაგნიტუდას აღემატება. CNN-ის ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 1 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრას ემსხვერპლა საქართველოს ერთი მოქალაქე. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში სულ მცირე 912 ადამიანი დაიღუპა. სირიაში სულ მცირე 386 …

ნახვა »

იტალიის ხელისუფლება მოსახლეობას ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებს

იტალიის ხელისუფლება ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის პოტენციური რისკის შესახებ აფრთხილებს. კერძოდ, მოქალაქეებს მოუწოდებენ შემაღლებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამატებით ინფორმაციას დაელოდონ. „გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ცუნამის განგაშის ცენტრის მონაცემების საფუძველზე, სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა გამოსცა გაფრთხილება 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, რომლის ეპიცენტრი თურქეთსა და სირიას შორის მდებარეობდა, …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მთავრობას და თურქ ხალხს კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თანაგრძნობას უცხადებს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის ნებისმიერი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად. „უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი კაჰრამანმარაშში …

ნახვა »

თურქეთში მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, სტამბოლში დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა

თურქეთში მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, ორშაბათისთვის სტამბოლში დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „თურქეთის ავიახაზებში“ განცხადეს, რომ ფრენების გაუქმება მეტეოროლოგიური სამსახურის რეკომენდაციით მიიღეს. საერთო ჯამში, სტამბოლის ორ აეროპორტში გაუქმდა 170 ფრენა. ამასთან ერთად, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში ორშაბათს დაიხურება სკოლებიც.

ნახვა »

სირიაში მიწისძვრას 237 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სტიქიას 237 ადამიანი ემსხვერპლა. დაზარალებულ პროვინციებს შორისაა ალეპო, ლატაკია, ჰამა და ტარტუსი. საავადმყოფოში გადაიყვანეს 600-ზე მეტი დაშავებული ადამიანი. ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში დღეს გამთენიისას მოხდა. სტიქიის სიმძლავრე აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 …

ნახვა »

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია. უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ნახვა »

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში – დაღუპულია 90-ზე მეტი ადამიანი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა. სულეიმან სოილუს ცნობით, მათ შორისა გაზიანთეფი, ჰატაი, ადანა, დიარბაქირი და კილისი. ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ ქალაქ მალათიაში დაიღუპა 23 ადამიანი, 42 დაშავდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი სულ 90-ს აჭარბებს. დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, კიდევ გაიზარდოს. თურქი სეისმოლოგები …

ნახვა »

გიორგი ჩალაძე: თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად – ეს არის მუქარა

თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერების ძალიან ძლიერი, დიდი არმია. ჩალაძე აცხადებს, რომ ისინი არიან სააკაშვილის ერთგული მხარდამჭერები. „დარწმუნებული ვარ, რომ თუ არ უნდათ, ქუჩაში …

ნახვა »

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, 6 თებერვლიდან – აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. …

ნახვა »

ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი საფრანგეთში დედაქალაქ პარიზში მიმდინარე გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. შავდათუაშვილმა ფინალში ბრაზილიელი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. სპორტსმენმა პარიზის გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო. 

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია