პოლიტიკა

editor

ოლაფ შოლცი – ყველასთვის ცხადია, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე „ჰამასი“ ვერ შეძლებდა ამ უპრეცედენტო თავდასხმების განხორციელებას ისრაელის ტერიტორიაზე

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას ისრაელზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა. „ჩვენ ჯერ არ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ირანმა კონკრეტულად და ოპერატიულად დაუჭირა მხარი „ჰამასის“ ამ თავდასხმას, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ჰამასი“ ვერ შეძლებდა ამ უპრეცედენტო თავდასხმების განხორციელებას ისრაელის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის სახელით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა

უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანისა და მისი მთავრობის ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით, …

ნახვა »

ბოლო მონაცემებით, ისრაელ-ჰამასის ომს ისრაელში 1900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

დღევანდელი, 11 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელ-ჰამასის ომს ისრაელში 1900-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ალჯაზირა” ავრცელებს. ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ისრაელში, ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა. ამის საპასუხოდ, ისრაელის ჯარები მეხუთე დღეა ღაზას სექტორზე დარტყმას აგრძელებენ, რის შედეგადაც, სულ მცირე 950 პალესტინელია დაღუპული. „ჯარისკაცებს სამოსზე თავიანთი სახელები ეწერათ …

ნახვა »

მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

”ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებენ. ადვოკატი განმარტავს, რომ ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს არსებული „რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა. ისინი ირაკლი კობახიძისგან გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას ითხოვენ. …

ნახვა »

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლევან წულაძემ სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს მიმართა. ლევან წულაძის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან …

ნახვა »

მიხეილ დაუშვილი – მოვუწოდებთ მთავრობას დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში

მოვუწოდებთ მთავრობას, დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში და ჩვენ მოქალაქეებს, ვისაც ამის სურვილი აქვთ, მიეცეთ საშუალება, დროულად დაბრუნდნენ,-  განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისრაელიდან საქართველოში დაბრუნება ბევრ ბარიერთან არის დაკავშირებული, მათ შორის ფინანსური კუთხით. “ჩვენს მოქალაქეებს ისრაელში რაც ახლა სასწრაფოდ სჭირდებათ და სადაც სჭირდებათ ჩვენი სახელმწიფოს …

ნახვა »

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებულია

ბელგიის ქალაქ ბლანკენბერგში გამართულ ევროპის ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენმა გუნდმა ფრედ 0:0 ითამაშა უკრაინასთან, საბერძნეთს 2:0 მოუგო, ბელგიის ნაბთან 5:0 გაიმარჯვა, ისრაელთან ფრედ 3:3 ითამაშა და ჯგუფში 8 ქულა დააგროვა. საქართველის ნაკრების მსგავსად, ასევე 8 ქულა დააგროვა უკრაინის ნაკრებმაც, მაგრამ ბურთების …

ნახვა »

ისრაელმა ღაზას საზღვარზე კონტროლი დაიბრუნა – დანიელ ჰაგარი

სამხედროებმა ღაზას საზღვარზე კონტროლი დაიბრუნეს, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა. ”გასული დღის განმავლობაში სასაზღვრო ღობიდან არცერთი ტერორისტი არ შემოსულა“, – აღნიშნა დანიელ ჰაგარმა მედიასთან საუბარში. მან ასევე აღნიშნა, რომ საბრძოლო-საინჟინრო ჯარები საზღვრის გალავნის ხვრელების მახლობლად მდებარე ტერიტორიების დანაღმვაზე მუშაობენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ტერორისტების მცირე რაოდენობა …

ნახვა »

დაკავებულია 14 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის მამაკაცი

პოლიციამ საგარეჯოში, 14 წლის ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 27 წლის ძებნაში მყოფი მამაკაცი დააკავა. ამის შესახებცინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 14 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული …

ნახვა »

IDF – ისრაელმა ღაზის ბარიერთან მდებარე ყველა დასახლებაზე კონტროლი აღადგინა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ღაზის ბარიერთან მდებარე ყველა დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს, ამის შესახებ BBC წერს. თუმცა, ცალკეული ბრძოლები შეიარაღებული პალესტინელების წინააღმდეგ კვლავ გრძელდება. მისი თქმით, შაარ ჰანეგევის რაიონულ საბჭოში სამი ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა, ბეერიში – ერთი ტერორისტი მოკლეს, ჰოლიტსა და სუფაში – ხუთი, ალუმიმში – …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია