პოლიტიკა

editor

საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება

საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. პრემიერის თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან კატალიზატორებს და შემდეგ უცხოეთში ყიდიან. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. „უკვე ექვსი წელია, ჩვენ საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება სისტემატურად. ასევე, ჩვენ დავგეგმეთ …

ნახვა »

სილვიო ბერლუსკონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ის მილანში, სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.  გაზაფხულზე ბერლუსკონი ფილტვის ინფექციაზე მკურნალობდა, რაც ქრონიკული ლეიკემიის მანამდე გაურკვეველ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული. მილიარდერი მედია მაგნატი სილვიო ბერლუსკონი 1994-2011 წლებში ოთხ მთავრობას ედგა სათავეში. ის იყო მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიას Forza Italia-ს ლიდერი.

ნახვა »

სახალხო დამცველი – ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. სადაც მან  თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებზე თქვა, რომ „ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“. „ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. იოსელიანი ასევე გამოეხმაურა ჭიათურის მაღაროელების პროტესტს და ხელისუფლებას მოუწოდა, …

ნახვა »

ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტიმ პირველი ტიტული მოიპოვა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც სტამბოლში გაიმართა, ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „ინტერი“ დაუპირისპირდნენ. ნახევარფინალში „სამეფო კლუბის“ განადგურების შემდეგ ფავორიტად ინგლისური გუნდი მიიჩნეოდა, მაგრამ შეხვედრის ნახევარზე მეტმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ფინალურ მატჩში გარდამტეხი აღმოჩნდა როდრის უზუსტესი, ძლიერი დარტყმა და 68-ე წუთზე „მანჩესტერ სიტი“ დაწინაურდა. „მანჩესტერ სიტიმ“ 1:0 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია, “ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდის მონაწილეობით, რომლებსაც ყოველგვარი ორიენტაცია აქვთ არეული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს ტელეკომპანია “ფორმულას”მიერ მოწყობილი პროვოკაციაა და ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებიც, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან აფილირებულები. „ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ისინი იყვნენ მოსულები, იღებდნენ ამ ე.წ. ინციდენტს. სინამდვილეში იყო მოსული „ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს მეორე ადგილისთვის ბრძოლაში წარმატებას უსურვებს

„ქართული ოცნების“თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყველა ოპოზიციურ პარტიას წარმატება უსურვა მეორე ადგილისთვის ბრძოლაში,  ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია დღეს „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის ნაცვლად, შიდა ბრძოლებითაა დაკავებული. „ყველას ვუსურვებ, რომ 1%-დან ავიდნენ 2-ზე, 2-დან 3-ზე, ეს არის მათი დღევანდელი მოცემულობა, ეს მათი საქმეა – ერთმანეთში კონკურენცია. დღეს ისინი ერთმანეთში იბრძვიან მეორე ადგილისთვის, ებრძვიან …

ნახვა »

ვოლოდიმერ ზელენსკი – მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ დიდი ხანი არ დარჩათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინელი სამხედროების განწყობა დადებითია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ ეს ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა უკრაინელებს მოუწოდა, არ ენდონ „ტელეგრამის არხებს“ და „განსაკუთრებით პუტინს“. „მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ დიდი ხანი არ დარჩათ. უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები, არ ვისაუბრებ …

ნახვა »

უკრაინის გენშტაბი – რუსული ძალები სამი მიმართულებით – ლიმანის, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით წარუმატებლად ცდილობდნენ შეტევას

რუსული ძალები, გასული დღის განმავლობაში, წარუმატებლად ცდილობდნენ შეტევას სამი მიმართულებით – ლიმანის, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, ოკუპანტებმა, გასული დღის განმავლობაში, 8 სარაკეტო და 74 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციები და სამოქალაქო დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 62-ჯერ დაბომბეს. „მტრის …

ნახვა »

დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით წარედგინა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების შესახებ გამოძიების ფარგლებში ბრალდებები ოფიციალურად წარედგინა. ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ფედერალური ბრალდებების წინაშე დგას. საპრეზიდენტო ჩანაწერების შესახებ კანონის თანახმად, მე მაქვს უფლება, გავაკეთო ეს ყველაფერი. არანაირი დანაშაული არ ყოფილა, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში მისთვის …

ნახვა »

ასპინძაში, მაშველებმა არასრულწლოვანი გოგონას ცხედარი მტკვარში იპოვეს

ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება 9 ივნისს დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან მდინარეში ბანაობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარემ წაიღო.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია