წელს, სურსათში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტში სააგენტოს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „2017 წელს გამოვლენილი დარღვევების საფუძელზე გატარდა კომპლექსური ღონისძიებები და მიღებულ იქნა სპეციალური ზომები, რაც ძირითადად სუნელების კომპონენტებს ეხებოდა, რომლებიც საზღვარგარეთიდან შემოდიოდა. ჩვენ მკაცრი მიდგომები გვქონდა საზღვარზე …
Read More »“ბლუმბერგის” თანახმად, საქართველო ინვესტიციებისთვის მოწინავე ქვეყანაა
“როგორ შეძლო საქართველომ დაეძლია გლობალური ეკონომიკური ვარდნის ტენდენციები,“ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა „ბლუმბერგი“ საქართველოს ეკონომიკური წარმატებისა და პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ. ამის თაობაზე ინფორმაციას „აწარმოე საქართველო“ ავრცელებს. როგორც მათ აღნიშნეს,„ბლუმბერგი“ წერს, რომ ინვესტორებს საქართველოში დიდი მხარდაჭერა აქვთ. „საქართველოში 2022 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ყველა დროის მაქსიმუმს, 2 …
Read More »2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ – თამარ ბარკალაია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ შეაფასა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. თამარ ბარკალაიამ აღნიშნა, რომ ბავშვთა კეთილდღეობა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და უკნასკნელ წლებში განხორციელებული ცვლილებების მიზანია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდა, ოჯახების გაძლიერება და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოწვევები …
Read More »საქართველოში მარტის თვეში უცხოეთიდან 438 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 127%-ით მეტია
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მარტის თვეში უცხოეთიდან 438 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 127%-ით მეტია. გზავნილებში პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 224 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით 728%-ით მეტია. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც 43 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 20%-ით …
Read More »საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022-2028 წლების პროგნოზების მიხედვით, სამომავლოდ ქვეყანაში უნდა შემცირდეს სიღარიბე, გაიზარდოს დასაქმება და მოქალაქეების შემოსავლები – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022-2028 წლების გამოქვეყნებულ პროგნოზებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ძალიან კარგი შედეგები აქვს. როგორც მან განმარტა, ამ პროგნოზის მიხედვით, სამომავლოდ ქვეყანაში უნდა შემცირდეს სიღარიბე, გაიზარდოს დასაქმება და მოქალაქეების შემოსავლები. „საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ძალიან კარგი პროგნოზი გამოაქვეყნა – 2022-2028 და 2021-2028 …
Read More »ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია – 2014–2020 წლებში დახმარებამ, 938,4 მილიონი ევრო შეადგინა
ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია – 2014–2020 წლებში დახმარებამ, 938,4 მილიონი ევრო შეადგინა. ინფორმაციას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ-პორტალი ავრცელებს. საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ, 160–ზე მეტ პროექტზე მუშაობენ, როგორც საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე, კერძო კომპანიები და საქართველოს მთავრობა. ფინანსური მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით ხდება, იგი მოიცავს გრანტებს, ტენდერებს, შერეულ ფორმებს, სესხებს, გარანტიებს …
Read More »საქართველოში 2023 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 4.4 პროცენტამდე შენელება, თუმცა, რეგიონულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნება -მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკმა დღეს გამოაქვეყნა ეკონომიკური მიმოხილვა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2023 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 4.4 პროცენტამდე შენელება, თუმცა, რეგიონულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (2.4 პროცენტი რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის გამოკლებით), მაღალ დონეზე შენარჩუნება. დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში, …
Read More »ცნობილია იმ პირთა ვინაობა, რომლებიც საპენსიო ასაკამდე სახელმწიფოსგან პენსიის ოდენობის ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები საპენსიო ასაკამდე სახელმწიფოსგან პენსიის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა. კერძოდ, როგორც დადგენილებიდან ირკვევა, შაქტებსა და მაღაროებში დასაქმებული პირები, საპენსიო ასაკამდე 5 წლით ადრე შეძლებენ პენსიის ოდენობის სოციალური დახმარების მიღებას ყოველთვიურად. დადგენილების მიხედვით, სოციალური დახმარების მიღების უფლება აქვთ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და …
Read More »კორუფციის კონტროლით საქართველო ევროკავშირის წევრ 11 და ნატო-ს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს – ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას იმ მიღწევების შესახებ ისაუბრა, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანას ბოლო 10 წლის განმავლობაში მოუტანა ანტიკორუფციული მუშაობის და ამ პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით.„რაც შეეხება იმ მიღწევებს, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა ბოლო 10 წლის განმავლობაში ანტიკორუფციული მუშაობის მიმართულებით და ამ პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. სულ რამდენიმე ფაქტს …
Read More »პრემიერი – 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი ლარით დააფინანსა პროგრამები – თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი 94%-მდე გაიზარდა
2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი …
Read More »