პოლიტიკა

მსოფლიო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ იმსჯელებენ. მედიის ინფორმაციით, განსახილველ ზომებს შორის არის რუსეთიდან ოქროს შესყიდვის აკრძალვა. ევროკავშირმა, შესაძლოა, სანქცირებული რუსი მოქალაქეების სიის გაფართოებაზეც იმოქმედოს. „ვთავაზობთ, გამკაცრდეს ევროკავშირის სანქციები კრემლის წინააღმდეგ, უფრო ეფექტურად აღსრულდეს და გახანგრძლივდეს ისინი 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს აგრესიისთვის მაღალი ფასის …

ნახვა »

”გუდვილი” ყაზახეთის ბაზარზე შედის

„გუდვილი“ ყაზახეთის ბაზარზე შედის. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „გუდვილის“ ქსელის მართვის დირექტორმა ირინე ქოსაშვილმა განაცხადა, შემოდგომაზე, ყაზახეთში “გუდვილის“ ფრანჩაიზით „გუდვილი გურმე“ გაიხსნება. ყაზახურ პარტნიორ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ამ დროისათვის ობიექტის რემონტი მიმდინარეობს, რათა სავარაუდოდ ოქტომბერში „გუდვილი“ ალმატაში გაიხსნას. ”გუდვილი გურმეს ორი ობიექტი წარმატებულად მუშაობს თბილისში და მალე დაემატება მესამე …

ნახვა »

ინჟინრებმა გულის მინიატურული პარკუჭი გამოზარდეს, რომელიც ფეთქავს

მკვლევრებმა ტორონტოსა და მონტრეალის უნივერსიტეტებიდან გამოიყვანეს 1 მილიმეტრის სიგრძის ძარღვი, რომელიც არა მარტო ფეთქავს, ადამიანის ემბრიონის პარკუჭის მსგავსად სითხის გადასროლაც შეუძლია. “ჩვენი მოდელით ჩვენ შეგვიძლია გადატუმბული სითხის მოცულობისა და წნევის გაზომვა”, — ამბობს სარგოლ ოხოვატიანი, მედიცინის ბიოინჟინერი. “ეს ორი რამ წინა ცდების დროს შეუძლებელი ჩანდა”. დღემდე მკვლევრები იყენებენ ცხოველების ცოცხალ გულს იმის …

ნახვა »

მოსკოვში რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ომი გააპროტესტა

მოსკოვში რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს, რომელმაც კრემლთან უკრაინის წინააღმდეგ ომი გააპროტესტა. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს. მარინა ოვსიანიკოვა მოსკოვში, საკუთარ სახლთან დააკავეს და კრასნოსელსკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 15 ივლისს რუსმა ჟურნალისტმა ომის საწინააღმდეგო პიკეტი გამართა კრემლის მახლობლად. მის პოსტერზე ეწერა: „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. …

ნახვა »

„მარბურგის“ მომაკვდინებელი ვირუსის პირველი ორი შემთხვევა განაში

განაში „მარბურგის“ მომაკვდინებელი ვირუსის პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა. ორივე პაციენტი ცოტა ხნის წინ, სამხრეთ აშანტის რეგიონის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ინფექციური დაავადების გამომწვევი „მარბურგის“ ვირუსი „ებოლას“ გამომწვევი ვირუსის ოჯახს მიეკუთვნება. დასავლეთ აფრიკის ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 98 ადამიანი ახლა კარანტინში იმყოფება, როგორც საეჭვო კონტაქტის შემთხვევები. როგორც „ბიბისი“ წერს, „მარბურგის“ მკურნალობის კურსი …

ნახვა »

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ბრძოლაში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს” იყენებს

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით , რუსეთი ბრძოლაში იყენებს კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს”, იმისათვის, რომ გააძლიეროს ფრონტის ხაზი. “ვაგნერი აქვეითებს რეკრუტირების სტანდარტებს, ქირაობს მსჯავრდებულებს და ადრე შავ სიაში შეყვანილ პირებს. ეს დიდი ალბათობით გავლენას მოახდენს ჯგუფის სამომავლო ოპერატიულ ეფექტურობაზე და შეამცირებს მის ღირებულებას, როგორც ბრძოლაში, რეგულარული რუსული სამხედრო ძალების დასაყრდნობს. “– წერია ბრიტანეთის დაზვერვის …

ნახვა »

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი და მსახიობი ბენ აფლეკი დაქორწინდნენ. ამის შესახებ TMZ წერს. გამოცემის ინფორმაციით, წყვილი ლას-ვეგასში შეუღლდა და ქორწინების მოწმობაც აიღო. ლოპესს და აფლეკს ან მათ წარმომადგენლებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. აფლეკი და ლოპესი ერთმანეთს 2000-იანი წლების დასაწყისში ხვდებოდნენ, თუმცა 2004 წელს, დაგეგმილ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა ურთიერთობა …

ნახვა »

ზელენსკიმ უკრაინის გენპროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობებიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კიდევ ერთი განკარგულებით გენერალურ პროკურორად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი სიმონენკო დანიშნა. უკრაინელი მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მანამდე უკრაინის პრეზიდენტი მწვავედ გამოეხმაურა ივანო-ფრანკოვსკის მერის, რუსლან მარცინკოვის …

ნახვა »

ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან – ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

დასავლეთ ევროპაში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული. მეხანძრეები სტიქიას საფრანგეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის სხვადასხვა ნაწილში ებრძვიან. სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ჟირონდას რეგიონში, 12000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც ძლიერმა ქარმა ფიჭვის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის მცდელობები ჩაშალა. ხანძარია ბორდოს სამხრეთითაც. უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის შედეგად გამოწვეულ სტიქიას მეხანძრეები ესპანეთშიც ებრძვიან. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში …

ნახვა »

საბერძნეთში საბრძოლო მასალით დატვირთული უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთში საბრძოლო მასალით დატვირთული უკრაინული წარმოების სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. მედიის ცნობით, სატვირთო თვითმფრინავი საბერძნეთის ჩრდილოეთით, ქალაქ კავალასთან ჩამოვარდა, რომელიც სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 23:00 საათამდე მოხდა. საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა მიიღო შეტყობინება თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, რომელმაც მოითხოვა ნებართვა ავარიული დაშვებისთვის. An-12 კავალას აეროპორტში …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია