კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ბულგარეთის და თურქეთის სანაპიროზე შავმა ზღვამ 150-მდე დელფინი გამორიყა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი ანდრეი ერმაკი გამოეხმაურა ფაქტს და განაცხადა, რომ ეკოციდისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. მისივე თქმით, დატბორილ ტერიტორიაზე დაახლოებით 20 000 გარეული ცხოველი ბინადრობდა. „დაახლოებით 150 ტონა ზეთი ტრიალებს დნესტრის გასწვრივ. ის შეიძლება ხმელთაშუა ზღვაში …
ნახვა »ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენების სანახავად გადაჰყავდა
ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენების სანახავად გადაჰყავდა. ხომალდთან კავშირი წყალში მისი ჩაშვებიდან 1 საათსა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა 18 ივნისს. ბორტზე იმყოფებიან მგზავრები და ეკიპაჟის წევრები. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მასში ჩართულები არიან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო სამსახურები, ასევე წყალქვეშეთის მკვლევარი კომპანიები. გაუჩინარებული წყალქვეშა …
ნახვა »ვლადიმერ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია – ჯო ბაიდენი
ვლადიმერ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. „როდესაც დაახლოებით ორი წლის წინ აქ ვიყავი და ვამბობდი, რომ ვღელავდი მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ასევე მიყურებდნენ, როცა ვთქვი, რომ ვღელავ, პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ეს …
ნახვა »უგანდაში, სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია
უგანდაში, სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია. BBC-ის ინფორმაციით, უგანდის ქალაქ მპონდვეში სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეები არიან. გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა მეამბოხეებმა მოაწყვეს. თავდასხმის შედეგად დაშავებული 8 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია არასრულწლოვნების გატაცების შესახებ. პოლიციის თქმით, 16 ივნისს თავდასხმა უგანდური ჯგუფის, …
ნახვა »იენს სტოლტენბერგი – მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ერთად ვუწევთ უკრაინას, ახლა ცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე, რადგან კონტრშეტევა დაიწყო და უკრაინელები წინ მიიწევენ
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „უკრაინა პროგრესს აღწევს კონტრშეტევაში და ნატო-ს ლიდერები შეხვედრისას შეთანხმდებიან, გაზარდონ სამხედრო დახმარება კიევისთვის“. „მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ერთად ვუწევთ უკრაინას, ახლა ცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე, რადგან კონტრშეტევა დაიწყო და უკრაინელები წინ მიიწევენ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. როგორც სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა, ვილნიუსში, ნატო-ს …
ნახვა »აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი – კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი სისტემატურად და მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი სისტემატურად და მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს, მათ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. „რუსეთის სარაკეტო დარტყმას უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირა. ეს არის ის, რასაც ამ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ვხედავთ : სისტემატური, მიზანმიმართული კამპანია მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ …
ნახვა »სილვიო ბერლუსკონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ის მილანში, სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. გაზაფხულზე ბერლუსკონი ფილტვის ინფექციაზე მკურნალობდა, რაც ქრონიკული ლეიკემიის მანამდე გაურკვეველ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული. მილიარდერი მედია მაგნატი სილვიო ბერლუსკონი 1994-2011 წლებში ოთხ მთავრობას ედგა სათავეში. ის იყო მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიას Forza Italia-ს ლიდერი.
ნახვა »დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით წარედგინა
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების შესახებ გამოძიების ფარგლებში ბრალდებები ოფიციალურად წარედგინა. ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ფედერალური ბრალდებების წინაშე დგას. საპრეზიდენტო ჩანაწერების შესახებ კანონის თანახმად, მე მაქვს უფლება, გავაკეთო ეს ყველაფერი. არანაირი დანაშაული არ ყოფილა, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში მისთვის …
ნახვა »ვლადიმერ პუტინი – ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება მაშინვე დაიწყება, როგორც კი 7-8 ივლისს საჭირო ობიექტების მომზადება დასრულდება
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება მაშინვე დაიწყება, როგორც კი 7-8 ივლისს საჭირო ობიექტების მომზადება დასრულდება. „ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე, რაზეც თქვენთან შევთანხმდით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და სასწრაფოდ მივიღებთ ზომებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენს …
ნახვა »ინდოეთში, სამი მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 288 ადამიანი, 1000-ზე მეტი კი დაშავდა
ინდოეთში, ოდიშის შტატის ქალაქ ბალასორში ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. სულ მცირე 288 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი დაშავდა, მომხდარის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან გადაბრუნებული ვაგონების ქვეშ ბევრი ადამიანია მოყოლილი. სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით …
ნახვა »