პოლიტიკა

მსოფლიო

პუტინი დასავლეთზე – ერთი მიზანი აქვთ: დაშალონ ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი ფუნდამენტური ნაწილი –  რუსეთის ფედერაცია

დღევანდელ პირობებში, როდესაც ნატო-ს ყველა წამყვანმა ქვეყანამ გამოაცხადა თავისი მთავარი მიზანი, რაც ჩვენთვის სტრატეგიული მარცხი მოყენებას გულისხმობს, რათა, როგორც ისინი ამბობენ, ჩვენი ხალხი დაზარალდეს, როგორ შეგვიძლია ამ პირობებში უგულებელვყოთ მათი ბირთვული შესაძლებლობები? – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიას „როსია 1“-ს განუცხადა. კრემლის ლიდერის თქმით, დასავლეთს რუსეთის ლიკვიდაცია სურს. …

ნახვა »

ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს

ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს. როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა შვედეთი იუწყება, სანქციები მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს რუსეთში ორმაგი დანიშნულების საექსპორტო პროდუქციასა და ტექნოლოგიებზე. ასევე გაფართოვდება ე.წ. შავი სია ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ომს და ავრცელებენ პროპაგანდას ან აწვდიან რუსეთს დრონებს. აღსანიშნავია, რომ მე-10 პაკეტზე …

ნახვა »

ავსტრალიის არმიამ გონებით კონტროლირებადი საბრძოლო რობოძაღლები გამოცადა

ავსტრალიის სამხედროები ხელოვნური ინტელექტის “ტვინის რობოტულ ინტერფეისს” ტესტავენ. ამით მათ სურთ გააკონტროლონ რობოძაღლები, რომლებიც სინქრონიზებულია ჯარისკაცების გონებასთან. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ჯარისკაცებს საშუალებას აძლევს გააკონტროლონ რობოტები მოწინავე ციფრული “ტელეპათიის” გამოყენებით, ნათქვამია ავსტრალიის არმიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში. “არმია იკვლევს ტვინის სიგნალების გამოყენებას რობოტული და ავტონომიური სისტემების გასაკონტროლებლად”, — ვკითხულობთ განცხადებაში. ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს …

ნახვა »

ოლაფ შოლცი – პუტინი რაც მალე გააცნობიერებს, რომ ვერ მიაღწევს თავის იმპერიალისტურ მიზანს, მით უფრო დიდია ომის ადრე დასრულების შანსი

პუტინი რაც მალე გააცნობიერებს, რომ ვერ მიაღწევს თავის იმპერიალისტურ მიზანს, მით უფრო დიდია ომის ადრე დასრულების შანსი. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. როგორც ოლაფ შოლცი უკრაინაში ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, მსოფლიო 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ აღარ არის იგივე. მისი თქმით, გერმანია უკრაინას მხარს დაუჭერს …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების წლისთავზე, კიევში, სოფიას მოედანზე გაიმართა. ცერემონიის დროს აღმართეს უკრაინის სახელმწიფო დროშა. ეროვნული ჰიმნი მომღერალმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა შეასრულა. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში გარდაცვლილ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს. სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა …

ნახვა »

„ბიბისი“ – რუსეთის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გამოჩნდა

რუსეთის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გამოჩნდა. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ყაზანში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ლენინის ბაღში დანგრეული უკრაინული ქალაქების სურათები და ომის საწინააღმდეგო პლაკატები მიიტანეს. ტომსკში, ადგილობრივებმა მოაწყვეს უკრაინისადმი სოლიდარობის ერთგვარი მემორიალი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის იმ რაიონებში, სადაც შესაძლოა, გაიმართოს საპროტესტო აქციები, პოლიციაა მობილიზებული. ხაბაროვსკში დააკავეს აქტივისტი, რომელიც უკრაინაში …

ნახვა »

Politico: ევროპარლამენტში კორუფციის საქმის გამოძიების ფარგლებში 1,5 მილიონი ევროა ამოღებული, თუმცა ეს შესაძლოა ფულით სავსე აისბერგის მხოლოდ მწვერვალი იყოს

ევროპარლამენტში კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბელგიის პოლიციამ 1,5 მილიონი ევრო ამოიღო, თუმცა, როგორც გამოცემა Politico წერს, „ეს შესაძლოა ფულით სავსე აისბერგის მხოლოდ მწვერვალი იყოს“. გამოცემამ მოიპოვა წვდომა ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ევა კაილის დაკავების ორდერზე, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავარმა ეჭვმიტანილებმა „რამდენიმე მილიონი ევრო მიიღეს“. „თანხის მნიშვნელოვანი ოდენობა ფარულად, მაროკოსა და კატარში …

ნახვა »

„ჯეიმს უებმა“ ახალი გალაქტიკები აღმოაჩინა, რომელთა გამოც შესაძლოა ახალი კოსმოლოგიური თეორიის შექმნა გახდეს საჭირო

ტელესკოპმა „ჯეიმს უები“ 6 ახალი აღმოაჩინა, რომლებიც ფიზიკისა და კოსმოსის კანონების მიხედვით არ უნდა არსებობდნენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ცნობით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან 500-700 მილიონი წლის შემდეგ წარმოიქმნა. უზარმაზარ გალაქტიკებში ძალიან ძველი ვარსკვლავებია. ეს აღმოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კოსმოსის შესახებ აქამდე არსებულ ცნობებს. კერძოდ, დიდი …

ნახვა »

ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 08:37 წუთზე 10 კილომეტრის სიღრმეში ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარე კაშგარისა და არტუქსის რეგიონებში მოხდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ნახვა »

გაერომ უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების სტატისტიკა განაახლა

უკრაინაში ომის შედეგად დაღუპულ და დაზარალებულ სამოქალაქო პირებზე ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი ავრცელებს. რატომ არის მნიშვნელოვანი: გაეროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 8 006 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 13 287. ომის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 487 და დაშავდა 954 ბავშვი. ორგანიზაცია ადასტურებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია