პოლიტიკა

მსოფლიო

პოლონეთში გამოავლინეს ჯაშუშური ქსელი, რომელიც რუსეთზე მუშაობდა

პოლონეთში ჯაშუშთა ქსელი გამოავლინეს, რომელიც რუსეთზე მუშაობდა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ხუთშაბათს განაცხადა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, RFM-მ ოთხშაბათს პოლონურმა სპეცსამსახურებმა ექვსი ადამიანი დააკავა, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილნი. გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფი დივერსიულ საქმიანობას გეგმავდა. “მინდა ხაზი გავუსვა იმ დიდ წარმატებას, რომელსაც მიაღწიეს შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრებმა, რადგან მთელი ჯაშუშური ქსელი …

ნახვა »

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ უკრაინის ძალებმა ბახმუტთან რუსული „სუ-24“ ჩამოაგდეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალებმა ბახმუტთან რუსული „სუ-24“ ჩამოაგდეს. ტელეგრამარხში ერმაკი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს აფეთქება, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მფრინავის კატაპულტირების მცდელობა. რუსული ბომბდამშენის, „სუ-24“-ის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის სახმელეთო ძალების 93-ე მექანიზირებული ბრიგადის წარმომადგენელიც. რუსულ მხარეს „სუ-24“-ის დაკარგვის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ნახვა »

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო ან სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები

რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო ან სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები, – ამის შესახებ ვილნიუსში რუმინელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. ლანდსბერგისმა ლიეტუვაში ვიზიტით მყოფ ბოგდან აურესკუსთან უკრაინის, ასევე მოლდოვაში ვითარების შესაძლო დესტაბილიზაციის საკითხები განიხილა. ლანდსბერგისის თქმით, ევროპა არ უნდა მოდუნდეს …

ნახვა »

აშშ-ის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის ლიდერებმა წყალქვეშა ნავების შესახებ შეთანხმება გამოაცხადეს

სან-დიეგოში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამ ქვეყანას შორის წყალქვეშა ნავების შესახებ შეთანხმების დეტალები გასაჯაროვდა. სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში, აშშ ავსტრალიისთვის, სულ მცირე, სამ ბირთვულ წყალქვეშა ნავს ააგებს. მოკავშირეები ასევე იმუშავებენ ერთად ახალი ფლოტის შექმნაზე მოწინავე ტექნოლოგიების, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში „როლს როისის“ მერ დამზადებული რეაქტორების გამოყენებით. აშშ-ის, ავსტრალიისა და …

ნახვა »

ირანში მასშტაბური ანტისახელისუფლო აქციების დროს დაკავებული 22 000 ადამიანი შეიწყალეს

ირანმა მასშტაბური ანტისახელისუფლო აქციების დროს დაკავებული 22 000 ადამიანი შეიწყალა. როგორც „როიტერი“ ადგილობრივ სახელისუფლებო მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 82 000 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის 22 000 საპროტესტო აქციების დროს დაკავებულია. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაათავისუფლებენ აღნიშნულ პირებს.

ნახვა »

აშშ-ში „სილიკონ ველი ბანკი“ გაკოტრდა

აშშ-ში „სილიკონ ველი ბანკი“ გაკოტრდა. ეს არის ყველაზე დიდი ბანკი აშშ-ში, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გაკოტრდა. აშშ-ის სიდიდით მე-16 ბანკი მას შემდეგ გაკოტრდა, რაც მეანაბრეებმა – ძირითადად ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებმა და სარისკო კაპიტალით მხარდაჭერილმა კომპანიებმა გასულ კვირაში ბანკიდან ფული საჩქაროდ გაიტანეს. ბანკის ბოლო მცდელობები ახალი თანხების მოპოვებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. …

ნახვა »

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, არიან დაღუპულები

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაღუპულია ხუთი ადამიანი. თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მათ ნავში მყოფი 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, საბერძნეთის ცნობით კი, კიდევ ხუთი მიგრანტი იმავე ნავიდან ერთ-ერთ კუნძულზე იპოვეს. თურქული მხარის ინფორმაციით, გადარჩენილებს შორის არის ერთი ბავშვი. მიგრანტები ამბობენ, რომ ნავში სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად თურქეთის და …

ნახვა »

ბრიტანული დაზვერვა: „ვაგნერის“ მებრძოლებს ბახმუტის რაიონში საგრძნობი წინსვლა აქვთ

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილის დიდი ნაწილი დაიკავეს, ახლა კი ფრონტის ხაზი ქალაქის ცენტრში, მდინარე ბახმუტკაზე გადის. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქის დასავლეთ ნაწილს ისევ აკონტროლებენ. „უკრაინელ სამხედროებს ქალაქის დასავლეთ …

ნახვა »

ზელენსკიმ 120 ფიზიკურ და 287 იურიდიული პირს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რომლითაც ამოქმედდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული 120 ფიზიკური და 287 იურიდიული პირის მიმართ სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) გამოყენების შესახებ. მანამდე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გაითვალისწინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და უსაფრთხოების სამსახურის წინადადებები და სანქციები დაუწესა 120 …

ნახვა »

დიდი ბრიტანეთი ოლიმპიადის სპონსორებს მოუწოდეს, ზეწოლა განახორციელონ საერთაშორისო კომიტეტზე, რათა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაუშვან პარიზში დაგეგმილ თამაშებზე

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ოლიმპიადის უმსხვილეს სპონსორებს მოწოდებით მიმართავს, ზეწოლა განახორციელონ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე, რათა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაუშვან მომავალ წელს პარიზში დაგეგმილ თამაშებზე. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, იანვარში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტის კრიტიკის ობიექტი გახდა, მას შემდეგ, რაც რუს და ბელარუს სპორტსმენებს შესთავაზა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა ნეიტრალური სტატუსით. აღსანიშნავია, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია