სტიქიით დაზარალებული თურქეთის ფინანსური დახმარებისთვის რვა თურქულმა ტელეარხმა ერთობლივი ტელემარათონი გამართა, რომლის განმავლობაშიც 6.1 მილიარდი დოლარის ოდენობით თანხის შეგროვება შეძლეს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თითოეული ცენტი დაზარალებულთა კეთილდღეობას მოხმარდება. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41 000-ს აჭარბებს. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 35 418 ადამიანი, სირიაში კი …
ნახვა »მევლუთ ჩავუშოღლუ – სომხეთმა თურქ ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრის დროს, რის გამოც მადლიერი ვართ
სომხეთმა თურქ ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრის დროს, რის გამოც ერევნის მადლიერი ვართ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს განაცხადა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. შეხვედრაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებაც ისაუბრა. …
ნახვა »ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში აბდულა ოჯალანის მხარდამჭერები შეიჭრნენ, უსაფრთხოების სამსახურმა დეპუტატების ევაკუაცია განახორციელა
დაკავებული ქურთი პოლიტიკოსის, აბდულა ოჯალანის მომხრეები ევროპარლამენტში, პლენალურ სხდომაზე შეიჭრნენ და ოჯალანის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ევროპარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა სხდომათა დარბაზიდან დეპუტატების ევაკუაცია განახორციელა, სესია კი, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ოჯალანი ქურთისტანის მუშათა პარტიის დამაარსებელია, რომელიც 20 წლის წინ, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.
ნახვა »მედიის ცნობით, რუსმა გენერალმა თავი მოიკლა
რუსმა გენერალმა, რომელიც ოპოზიციონერებზე ნადირობდა, თავი მოიკლა – ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსი გენერალ-მაიორისა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს “ექსტრემიზმის” წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის ვლადიმერ მაკაროვის ცხედარი 13 თებერვალს დილით მის აგარაკზე სოფელ გოლიკოვოში იპოვეს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ნახვა »ერდოღანი – კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველა მეგობარ და მოძმე ქვეყანას, რომლებიც დღედაღამ აგროვებენ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის, გვეხმარებიან სამძებრო სამუშაოებში
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან 8 000 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი მადლობას უხდის ყველა ქვეყანას, რომელიც თურქეთს მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში ეხმარება. „მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა მეგობარ და მოძმე ქვეყანას, რომლებიც დღედაღამ აგროვებენ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის, გვეხმარებიან სამძებრო სამუშაოებში …
ნახვა »ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს
ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს ჰურონის ტბასთან, კანადის საზღვართან ახლოს. ობიექტის ჩამოგდების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტს შეეძლო, ხელი შეეშალა კომერციულ საჰაერო მიმოსვლაში, რადგან ის მოძრაობდა 6 100 მეტრის სიმაღლეზე. ობიექტი, რომელიც სამხედრო საფრთხედ არ იყო მიჩნეული, თავდაცვის წარმომადგენლებმა აღწერეს, როგორც უპილოტო …
ნახვა »23 ათასზე მეტი დაღუპული, 80 ათასამდე დაშავებული – ბოლო მონაცემები თურქეთიდან და სირიიდან
დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი ისევ გაიზარდა. თურქეთ-სირიის საზღვართან ორშაბათს დილით მომხდარ 7,8 ბალიან მიწისძვრას ბოლო დღეების განმავლობაში ასზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათ შორის 7 და 5-ბალიანები. თურქეთისა და სირიის რამდენიმე ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა, რასაც 23,831 ადამიანი ემსხვერპლა. სამაშველო ოპერაცია უკვე 6 დღეა გრძელდება. ნანგრევებიდან ამოიყვანეს არაერთი გადარჩენილი. თუმცა ექსპერტების თქმით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა …
ნახვა »პოდოლიაკი – რუსეთთან მოლაპარაკებები გამორიცხულია – მხოლოდ უკრაინის გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი კრიმინალურად გაბატონდება მსოფლიოში
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, იმ ფონზე, როცა რუსეთი უარს აცხადებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს, მასთან მოლაპარაკებები გამორიცხულია. „პერიოდული “მშვიდობისა და მოლაპარაკებების“ რიტორიკაში კრემლი აცხადებს, რომ არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიებს და არ იქნება პასუხისმგებელი დანაშაულებზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოლაპარაკებები გამორიცხულია“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“. მისი თქმით, …
ნახვა »ინდონეზიაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიაში კუნძულ ტულაუდზე 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინდონეზიის გეოფიზიკის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა დედამიწის ზედაპირიდან 11 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. სპეციალისტებმა მიწისძვრის შედეგად ცუნამის გამოწვევის საშიშროება გამორიცხეს. სტიქიური უბედურებით გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ნახვა »ვალერი ზალუჟნი – რუსული რაკეტები მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის მიმართულებით შავი ზღვიდან გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ორი რაკეტა ჯერ მოლდოვის, შემდეგ კი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. „დღეს, 10 თებერვალს, ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ 10:18 საათზე უკრაინა-მოლდოვის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. 10:33 საათზე ამ რაკეტებმა რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. ამის შემდეგ რაკეტები კვლავ შეიჭრნენ უკრაინის …
ნახვა »