თურქული მედიის ინფორმაციით, ორი მიწისძვრა მოხდა ჰატაის დეფნეს რაიონში 6,4 მაგნიტუდა, ხოლო სამანდაღის რაიონში 5,8 მაგნიტუდა. AFAD-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი მიწისძვრა 16,74 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა, ხოლო მეორე მიწისძვრა 7 კილომეტრის სიღრმეზე. მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა ან მსხვერპლი, ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრველებულა.
ნახვა »ჯო ბაიდენი ზელენსკის – შეერთებული შტატები აქაა იმისთვის, რომ დარჩეს – ჩვენ არ დაგტოვებთ
ყველა უთანხმოების მიუხედავად, რომელიც კონგრესში გვაქვს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე, ეს არ ეხება მხოლოდ თავისუფლებას უკრაინაში, ეს ეხება ზოგადად დემოკრატიის თავისუფლებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. ბაიდენმა უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, და აღნიშნა, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ომში უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის …
ნახვა »ზელენსკი – ემანუელ მაკრონი ამაოდ კარგავს დროს რუსეთთან დიალოგზე
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პუტინთან დიალოგის დამყარების მცდელობაში დროს ამაოდ კარგავს. პრეზიდენტ ზელენსკის იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, ეთანხმება თუ არა ის მაკრონის პოზიციას, რომ „რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ დაინგრეს“ და რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგი ღიად უნდა დარჩეს. “ეს იქნება …
ნახვა »FIFA-მ თურქეთისა და სირიის დასახმარებლად $1 მილიონი გამოყო
FIFA-მ თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად 1 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს განაცხადებით, მან კონსულტაციები თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასთან (TFF) და სირიის ფეხბურთის ასოციაციასთან (SFA), ასევე „საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან“ გაიარა. „დახმარება გამოყენებული იქნება ჰუმანიტარული ნივთების შესაძენად, ასევე გადაუდებელი და …
ნახვა »მაკრონი – უკრაინაში რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ უნდა განადგურდეს, როგორც ეს ზოგიერთს სურს
უკრაინაში რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ უნდა განადგურდეს, როგორც ეს ზოგიერთს სურს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მაკრონმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ სამხედრო მხარდაჭერა კიევისთვის და თქვა, რომ მზად არის გაჭიანურებული ომისთვის. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევა, მოკავშირეების მხარდაჭერით, ერთადერთი გზაა რუსეთის …
ნახვა »თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა
Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა. მათივე ცნობით, მათ შორის თურქეთში სტიქიას 39 672 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი 5 800. ძლიერმა ბიძგებმა თურქეთში 264 000-ზე მეტი შენობა გაანადგურა.
ნახვა »ფეხბურთელი ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს
თურქული „ჰათაისფორისა“ და განას ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ატსუ მიწისძვრის შედეგად დაიღუპა. „კრისტიან ატსუ ნაპოვნია. სამწუხაროდ, ის დაიღუპა“, – დაწერა სოციალურ ქსელში ფეხბურთელის აგენტმა, მურატ უზუნმეჰმეთმა. 31 წლის ფეხბურთელი სახლის ნანგრევებში აღმოაჩინეს, რომელიც ქაჰრამანმარაშში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაინგრა. „ჰათაისფორში“ გადასვლამდე ატსუ „ჩელსიში“, „ნიუკასლში“, „პორტუში“, „რიუ ავეში“, „ვიტესში“, „ევერტონში“, „მალაგაში“, …
ნახვა »გერმანიაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს
გერმანიაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის ყოფილი თანამშრომელი დევიდ სმიტი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს და 13 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. Sky News-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ლონდონის ცენტრალურმა სისხლის სამართლის სასამართლომ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სმიტს შეუძლია სასჯელი გერმანიაში ან დიდ ბრიტანეთში მოიხადოს. დევიდ სმიტის განცხადებით, ის თავს მარტოსულად გრძნობდა, …
ნახვა »ოჯახის განცხადებით, ბრიუს უილისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
ბრიუს უილისს ფრონტოტემპორალური დემენცია აქვს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ჰოლივუდის მსახიობის ოჯახის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული. „შვებაა ის, რომ საბოლოოდ ვიცით ზუსტი დიაგნოზი”, – აცხადებენ მსახიობის ოჯახის წევრები. გასულ წელს 67 წლის უილისს აფაზია დაუდგინდა – მეტყველების დარღვევა, რომელსაც ტვინის დაზიანება იწვევს. უილისის კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო. მან არაერთ პოპულარულ ფილმში ითამაშა, …
ნახვა »დმიტრო კულება – უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე არცერთ ქვეყანას ვალდებულება არ აუღია
უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე არცერთ ქვეყანას არ აუღია ვალდებულება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, არის ერთ-ერთი ქვეყნის მთავრობა, რომელმაც თავის თავზე აიღო უკრაინელი მფრინავების მომზადების ორგანიზება. კულებას განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას დაეხმარება, რადგან ავიაციით მებრძოლები საკუთარ საჰაერო თავდაცვას ინარჩუნებენ, ავიაცია ასევე …
ნახვა »








