რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსი სამხედროები უკრაინაში “რუსეთს იცავენ”. “მიზანი [ომის] როგორც არაერთხელ მითქვამს, არის, უპირველეს ყოვლისა, ხალხის და თავად რუსეთის დაცვა იმ საფრთხეებისგან, რომელთა შექმნასაც ისინი [უკრაინელები] ჩვენს მიმდებარე ისტორიულ ტერიტორიებზე ცდილობენ. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. დღეს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა …
ნახვა »კასიანოვი აცხადებს, რომ რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს
საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატო-ს საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, თუმცა ოფიციალურად განაგრძობს ევროპული გზის ერთგულების დეკლარირებას, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. კასიანოვის თქმით, საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის და ახლა ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. …
ნახვა »უკრაინის ხელისუფლებამ სახელმწიფო თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გასვლა შეუზღუდა
უკრაინის ხელისუფლებამ სახელმწიფო თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გასვლა შეუზღუდა. ქვეყნის დატოვებას ისინი მხოლოდ სამსახურებრივი მივლინებების მიზნით შეძლებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა. „არის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრინციპული გადაწყვეტილება თანამდებობის პირების საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით. ეს ეხება ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონის …
ნახვა »ათენის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს
საბერძნეთის პოლიცია ათენის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებულ Ryanair-ის თვითმფრინავში ჩხრეკას აწარმოებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, Boeing 737-ის პილოტმა შესაბამის ორგანოებს შეატყობინა, რომ შესაძლოა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს. ამ დროს თვითმფრინავში 190 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. პოლონეთის ქალაქ კატოვიცედან აფრენილი ხომალდი საბერძნეთში 2 გამანადგურებლის თანხლებით დაეშვა. აეროპორტში მობილიზებული იყო სახანძრო ეკიპაჟები. სამართალდამცველები ჩხრეკდნენ მგზავრებს და …
ნახვა »ჯონსონი: ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა. “ეს არის მომენტი, რომ გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და მივცეთ უკრაინელებს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ. ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა. და გამარჯვება რაც შეიძლება მალე… რაც უფრო მალე დამარცხდება პუტინი, მით უკეთესი იქნება …
ნახვა »უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს
რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს. უკრაინიული მედიის ცნობით, ვასილი ლოზინსკი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს. ის 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული. საქმე ეხება გენერატორების შეძენას. ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ზაფხულში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 1,68 მილიარდი გრივნა გამოყო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის. გამოძიების ინფორმაციით, ცენტრალური და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების …
ნახვა »უხუცესი ძაღლი მსოფლიოში
ბოლო 13 წელია სპაიკი აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ერთ-ერთ ფერმაში რიტა კიმბელთან ერთად ცხოვრობს. ქალმა ძაღლი ქუჩაში, სასურსათო მაღაზიასთან იპოვა და მისი სახლში წაყვანა გადაწყვიტა. „ზურგი გაპარსული ჰქონდა, კისერზე კი თოკისგან ან ჯაჭვისგან სისხლის ლაქები ემჩნეოდა. მაღაზიის გამყიდველმა მითხრა, რომ ძაღლი აქ უკვე 3 დღეა დადის და მას ნარჩენებით კვებავდნენ“, – …
ნახვა »კალიფორნიაში მასობრივი სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა
კალიფორნიის ქალაქ მონტერეი პარკში, იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ჩინურ ახალ წელს აღნიშნავდნენ, მასობრივი სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დაშავდა და დააკავეს თუ არა ბრალდებული. ლოს ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, ეჭვმიტანილი კაცია.
ნახვა »არესტოვიჩი – დაპირისპირებული უკრაინელები დამარცხდებიან, 14 იანვრის შემდეგ ჩვენი გამარჯვება გარანტირებულად აღარ გამოიყურება
დაპირისპირებული უკრაინელები დამარცხდებიან, 14 იანვრის შემდეგ ჩვენი გამარჯვება გარანტირებულად აღარ გამოიყურება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან, იური რომანენკოსთან ინტერვიუში განაცხადა. არესტოვიჩმა ისაუბრა სოციალურ ქსელებში მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწყებულ „სიძულვილის კამპანიაზე“. ეს კამპანია 14 იანვარს რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე მიტანილი იერიშის …
ნახვა »ესპანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მადრიდში აქცია იმართება
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მადრიდში ათასობით ადამიანი აქციას მართავს. დემონსტრანტები პედრო-სანჩესს ესპანეთის კონსტიტუციისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება. როგორც მედია წერს, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მადრიდის ცენტრში 30 ათასი ადამიანია შეკრებილი, ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ მიტინგზე 700 ათასი ადამიანია მისული. აქციის ლოზუნგია „ესპანეთისთვის, დემოკრატიისთვის და კონსტიტუციისთვის“. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ პედრო …
ნახვა »











