პოლიტიკა

მსოფლიო

გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გენოციდად აღიარებს ჰოლოდომორს უკრაინაში

 გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გენოციდად აღიარებს ჰოლოდომორს უკრაინაში.  გერმანელი დეპუტატების განაცხადებით, ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და დღევანდელი პოზიციიდან ცხადია მისი, როგორც გენოციდის ისტორიულ-პოლიტიკური კლასიფიკაცია. „შიმშილით მასობრივი სიკვდილი არ იყო მოსავლის არქონის შედეგი, ეს იყო იოსებ სტალინის საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობა. ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და დღევანდელი პოზიციიდან …

ნახვა »

რუსმა სამხედროებმა დღეს ხერსონი კვლავ დაბომბეს, არის მსხვერპლი

 როგორც უკრაინული მედია ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით იუწყება, რუსმა სამხედროებმა დღეს ხერსონი კვლავ დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. „დილით ხერსონის ცენტრს „რაშისტები“ დაესხნენ თავს, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და სამედიცინო დაწესებულება, დაარტყეს გაზსადენსაც. მტრის დაბომბვის შედეგად ხერსონის მკვიდრი, 70 წლის ქალი საკუთარ …

ნახვა »

ევროკომისია დაყადაღებული რუსული აქტივების კონფისკაციის ინიციატივით გამოდის

 ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ დავბლოკეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები და გავყინეთ რუსი ოლიგარქების ფული, 19 მილიარდი ევრო, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.  როგორც მან განაცხადა, …

ნახვა »

„დიდი შვიდეულის“ იუსტიციის მინისტრები უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ

როგორც ცნობილია, გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ იუსტიციის მინისტრები უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ. კონფერენციის მიზანია, განიხილონ „სისხლის სამართლის მიხედვით, ძირითადი დანაშაულების კოორდინირებული გამოძიების“ უფრო ეფექტური მეთოდები. მედიის ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, იტალიისა და კანადის იუსტიციის მინისტრების გარდა, ესწრებიან იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის კომისარი დიდიე რეინდერსი, ჰააგის …

ნახვა »

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ყაზახ კოლეგას, ყასიმ-ჟომარტ თოყაევს შეხვდება

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ყაზახ კოლეგას, ყასიმ-ჟომარტ თოყაევს შეხვდება, რომელიც მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით ჩავიდა. „მოლაპარაკებების დროს ორი ლიდერი განიხილავს რუსეთ-ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ეს იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩვენთვის და რუსეთ-ყაზახეთის ორმხრივი ურთიერთობებისთვის”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. როგორც ცნობილია, ყასიმ-ჟომარტ თოყაევი მოსკოვში …

ნახვა »

მასობრივი საპროტესტო აქცია ჩინეთში – მოსახლეობა კოვიდშეზღუდვების მოხსნასა და ქვეყნის პრეზიდენტის, სი ძინპინის გადადგომას ითხოვს

ჩინეთში, მთავრობის ნულოვანი კოვიდ პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ სი ძინპინის გადადგომა მოითხოვეს. შანხაიში გამართული აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ : „სი ძინპინი, გადადექი! კომუნისტური პარტია, გადადექი!“ პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ავტობუსით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ამასთან, BBC-ის ინფორმაციით, BBC-ის ჟურნალისტი, რომელიც შანხაიში საპროტესტო აქციას …

ნახვა »

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია-კახოვკადან კოლაბორანტები გაიყვანეს

 რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია-კახოვკადან ყველა კოლაბორანტის ევაკუაცია განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.  როგორც ცნობილია, ქალაქი ყველა აქტიურმა კოლაბორანტმა დატოვა. საუბარია არა მხოლოდ მათზე, ვინც თანამდებობებს იკავებდა საოკუპაციო ადმინისტრაციაში, არამედ მათზეც, ვინც რუსებთან მონაწილეობდა ადგილობრივი მოსახლეობის დარბევაში, ასევე აშინებდა და აიძულებდა მოსახლეობას, მათთან …

ნახვა »

მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების მიერ ბელგიის ნაკრების დამარცხებას ბრიუსელში არეულობა მოჰყვა

 როგორც ცნობილია, მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების მიერ ბელგიის ნაკრების დამარცხებას ბრიუსელში არეულობა მოჰყვა.  ფეხბურთის ათობით გულშემატკივარმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრია, პიროტექნიკა ისროლა და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცავების ცნობით, დაკავებულია 11 ადამიანი. ცნობისთვის, მაროკოსა და ბელგიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი მაროკოს სასარგებლოდ, ანგარიშით …

ნახვა »

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი გარდაიცვალა

 ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსული სახელმწიფო გამოცემა “ბელტა” ავრცელებს.  გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  ვლადიმირ მაკეი 64 წლის იყო. ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას 2012 წლის 20 აგვისტოდან იკავებდა. მიმდინარე კვირას ის ერევანს სტუმრობდა, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტი მიმდინარეობდა.

ნახვა »

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი უკრაინის პრეზიდენტს- ბრიტანეთი მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით

 გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერში“ წერს. „გაერთიანებული სამეფო მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით. მე დღეს ამას დაგპირდით. გაერთიანებული სამეფო ამ პირობას შეასრულებს“, – აცხადებს ჯეიმზ კლევერლი.  ცნობისთვის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში იმყოფება. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია