პოლიტიკა

მსოფლიო

ხერსონში რუსი ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბობმავენ, არიან დაღუპულები

 როგორც  უკრაინული მედია საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე, იური სობოლევსკიზე დაყრდნობით იუწყება, ხერსონში რუსი ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბობმავენ. “ისევ რაკეტები ხერსონში. არიან დაჭრილები სამოქალაქო პირებს შორის, მიმდინარეობს სამედიცინო დახმარების გაწევა”, – აცხადებს სობოლევსკი. როგორც უკრაინული მედია ხერსონის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება,  დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ნახვა »

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

 რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.  „დიახ, რა თქმა უნდა, იგეგმება შეხვედრა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იგეგმება თუ არა პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში. …

ნახვა »

უკრაინის მოქალაქეები, ღირსებისა და თავისუფლების დღის აღსანიშნავად, დღეს „დამოუკიდებლობის მაიდანზე“ შეიკრიბებიან

   როგორც ცნობილია, უკრაინის მოქალაქეები, ღირსებისა და თავისუფლების დღის აღსანიშნავად, დღეს „დამოუკიდებლობის მაიდანზე“ შეიკრიბებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ღირსებისა და თავისუფლების დღეს. დღე, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება დღესასწაულია. ეს სიტყვები ზუსტად ერთი წლის …

ნახვა »

მოსკოვის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ამ დროისთვის, დადასტურებულია ექვსი ადამიანის გარდაცვალება“, – განაცხადა წყარომ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში. რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, ყვავილების საწყობში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 42 ერთეული ტექნიკა და 121 …

ნახვა »

2023 წლიდან ვენეცია გახდება პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელშიც შესვლის საფასური დაწესდება

2023 წლის იანვრიდან ვენეცია გახდება პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელშიც შესვლის საფასური დაწესდება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. თანხის გადახდა ყველა ტურისტს მოუწევს, ვინც ქალაქში ერთი დღით ჩავა და ღამე არ დარჩება. მერიას სურს, ამ ზომით ქალაქი განადგურებისგან დაიცვას. ტურისტები 3-დან 10 ევრომდე გადაიხდიან, რაც ვიზიტორთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, ანუ რაც მეტი ტურისტი …

ნახვა »

ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტთან კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს

ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტთან კავშირში ბრალდებული ხუთი პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი მუხლით წაუყენეს – ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერაქტის ორგანიზების ხელშეწყობასა და ადამიანებით ვაჭრობისთვის. ბულგარეთის გენერალური პროკურორის თქმით, აღნიშნული პირები საზღვარზე ადამიანებით ვაჭრობასა და კონტრაბანდას აწარმოებდნენ. დაკავებულთაგან სამი მოლდოვის მოქალაქე, ორი პირი კი – ქალი და კაცი, სირიელი ქურთები არიან. მათი ექსტრადირების …

ნახვა »

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე – ვფიქრობ, გაზაფხულის მიწურულისთვის ეს ომის დასრულდება

 ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის ეს ომის დასრულდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „სქაი-ნიუსთან“ ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ გავრილოვმა განაცხადა. „ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის, ეს ომის დასრულდება“, – თქვა ვლადიმირ გავრილოვმა. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, უკრაინული ძალები ყირიმშიც შევიდნენ. კითხვაზე, როდის დაიწყება მოლაპარაკებები, გავრილოვი აცხადებს, რომ მხოლოდ მაშინ შედგება, როდესაც …

ნახვა »

ჩრდილოეთ კორეამ კონტინტენთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ -17“ გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ კონტინტენთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ -17“ გამოსცადა. „ბიბისის“ ინფორმაციით, რაკეტის გაშვებას სახელმწიფოს ლიდერი კიმ ჩენ ინი, ქალიშვილთან ერთად დაესწრო, რომელიც საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. გოგონას სავარაუდოდ, კიმ ჩუ-აე ქვია და ის კიმ ჩენ ინის სამი შვილიდან უფროსია. კიმ ჩუ-აე სავარაუდოდ, 12-13 წლისაა და მას უმცროსი და-ძმა ჰყავს.

ნახვა »

რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგოსისტემის 50 პროცენტი მწყობრიდან გამოვიდა

 რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის, თითქმის, 50% მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.  როგორც ცნობილია, რუსეთი განაგრძობს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რითაც ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას და ართმევს მათ შუქს, წყალს, სითბოს და კომუნიკაციას ზამთრის პერიოდში. „მხოლოდ 15 ნოემბერს რუსეთმა 100-მდე რაკეტა ესროლა უკრაინის …

ნახვა »

Twitter-ის თანამშრომლები მასკთან მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ

კომპანია Twitter-ი საოპერაციო რისკის წინაშეა, თანამშრომლების უმეტესობა კომპანიის ახალი მფლობელის, ილონ მასკის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებს.საქმე ისაა, რომ ილონ მასკმა თანამშრომლებს საგანგებო შეტყობინებით მიმართა, რომელშიც Twitter-ში დასაქმებულებს თანხმობა უნდა განეცხადებინათ ახალ, “ექსტრემალური” მუშაობის რეჟიმზე, რომელიც ზეგანაკვეთურ მუშაობას და დატვირთვის მკვეთრ ზრდას ითვალისწინებდა. უარის განცხადების შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლებს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია