პოლიტიკა

მსოფლიო

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვულკანი „შიველუჩი” ამოიფრქვა

 როგორც რუსული გამოცემა „იზვესტია” იუწყება,  რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვულკანი „შიველუჩი” ამოიფრქვა. გამოცემის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 20 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ვულკანის ძლიერი ამოფრქვევა მოხდებოდა, რაზეც მეცნიერები საუბრობდნენ. „შიველუჩი” კამჩატკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანია. მასთან უახლოესი დასახლებული პუნქტი კლიუჩი 50 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ხოლო ქალაქი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი 450 კილომეტრის მანძილზე.

ნახვა »

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

 ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ძალებისა და მათი მარიონეტების მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკეები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები წარმოადგენს ტერორისტულ აქტებს და სამხედრო დანაშაულს. ევროპარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატები აღიარებენ რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც „ტერორიზმის საშუალებებს იყენებს“. …

ნახვა »

რუსულმა ძალებმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონზე საჰაერო იერიში მიიტანეს

უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მიტანილი იერიშის შესახებ ცნობები დაადასტურა. აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს ახორციელებს. უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, კიევში კი, წყლის მიწოდება შეწყდა. როგორც ცნობილია,  რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ერთდროულად ცხრა ერთეული „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი გაუშვა. …

ნახვა »

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა

  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა. როგორც ცნობილია, ის მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გადაუდებელ პრობლემებს განიხილავენ. როგორც სომხური მედია იუწყება, პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა დღეს ОДКБ-ს სამიტის ფარგლებში …

ნახვა »

ბორის ჯონსონის თქმით, საფრანგეთს არ სჯეროდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივის, გერმანია კი, თავდაპირველად, უკრაინის სწრაფ სამხედრო დამარცხებას ემხრობოდა

  ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი CNN Portugal-თან ინტერვიუში იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდათ ევროპული ქვეყნების ლიდერებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივაზე.  ბორის ჯონსონის თქმით, სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ევროპული ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ და დღემდე უდიდეს დახმარებას უწევენ, თუმცა 24 თებერვლამდე ამ თემისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარი იყო. „ფრანგები ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ ამ შესაძლებლობებს,“ …

ნახვა »

მოყვარულმა ფოტოგრაფმა ინდოეთში მსოფლიოს ყველაზე ფერადი ობობა დააფიქსირა

მოყვარულმა ფოტოგრაფმა, ინდოეთში მსოფლიოს ყველაზე ფერადი ობობა დააფიქსირა. ობობას სიგრძე 0,75 სმ-ია, ხოლო სიგანე — 0,3 სმ.  ფეხსახსრიანს თავისი მრავალფეროვნების გამო, რომელიც ვარდისფერს, ლურჯს, იისფერს, წითელსა და ნარინჯისფერს მოიცავს, ხშირად “ფარშევანგ ობობადაც” მოიხსენიებენ.  31 წლის ფოტოგრაფმა პავან თავრეკერემ ობობა ბანგალორში (ინდოეთი) დააფიქსირა. პავანის თქმით, ობობას ფოტოებს 20 წუთის განმავლობაში უღებდა. …

ნახვა »

იერუსალიმში მომხდარი აფეთქებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

 იერუსალიმის შესასვლელთან, ავტობუსის ორ გაჩერებაზე ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ებრაული მედიის  ინფორმაციით, აფეთქებები ჩანთაში დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო მოხდა.  როგორც ცნობილია, პირველი აფეთქება იერუსალიმის მთავარ შესასვლელთან ახლოს დაახლოებით დილის 7:00-საათისთვის მოხდა. მეორე აფეთქება კი მალევე, იერუსალიმის კიდევ …

ნახვა »

ბრიტანეთის დაზვერვა – შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდებს მორიგი საფრთხე დაემუქრა

   რუსული და უკრაინული საინფორმაციო წყაროებოს ცნობით, 18 ნოემბერს, თავდასხმა მოხდა ნოვოროსიისკის პორტის ნავთობტერმინალზე, რომლის სიახლოვესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უმსხვილესი ბაზაა. დაზვერვის ცნობით, რუსეთის ფლოტმა თავისი საზღვაო ოპერაციების დიდი ნაწილი ნოვოროსიისკში მას შემდეგ გადაიტანა, რაც ზაფხულში, ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სევასტოპოლის ბაზას უკრაინელემა დაარტყეს.  „რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, შეშფოთებული იქნება იმ …

ნახვა »

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. შესაბამისი რეზოლუცია მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს. დოკუმენტს ასამბლეის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.  როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ, რათა რუსეთის რეჟიმს სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხი აგებინონ. „ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს მთავრობს, გადადგან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული …

ნახვა »

BBC – ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაშავდა

 ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. ასობით მოქალაქე კი დაშავდა. „ბიბისის“ ცნობით, სტიქია კუნძულ იავაზე მოხდა. მისი სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდას აღწევდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი ათი კილომეტრის სიღრმეზე იყო.  ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველები ცდილობენ, ნანგრევებიდან გამოიყვანონ გადარჩენილი მოქალაქეები. როგორც ცნობილია, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაშიც, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია