პოლიტიკა

მსოფლიო

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ში, „დემოკრატებმა“ სენატში უმრავლესობა გაიმტკიცეს

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ში, „დემოკრატებმა“ სენატში უმრავლესობა გაიმტკიცეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯორჯიის შტატში, მეორე ტურში, დემოკრატმა სენატორმა რაფაელ უორნოკმა „რესპუბლიკელ“ კონკურენტზე ჰერშელ უოკერზე გაიმარჯვა. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პარტია ახლა კონგრესის 100-ადგილიან ზედა პალატაში 49 ადგილს იკავებს. როგორც მედია წერს, შუალედური არჩევნების შედეგი „რესპუბლიკელებისთვის“ იმედგამაცრუებელი …

ნახვა »

ევროკავშირში ფრენის დროს მგზავრები ტელეფონების გამოყენებას სრულად,”თვითმფრინავის რეჟიმის” გარეშე შეძლებენ

ევროკავშირში ფრენის დროს მგზავრები ტელეფონების გამოყენებას სრულად,”თვითმფრინავის რეჟიმის” გარეშე შეძლებენ. ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ დაადგინა, რომ ავიაკომპანიებს შეუძლიათ თვითმფრინავებისთვის 5G ტექნოლოგიის მიწოდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულები არიან, თვითმფრინავებში 5G სიხშირის ზოლები ხელმისაწვდომი გახადონ 2023 წლის 30 ივნისამდე. ✈️ შედეგად, ადამიანებს შეეძლებათ ტელეფონის ყველა მახასიათებლის გამოყენება ფრენების დროს, მათ შორის ზარების …

ნახვა »

დიმიტრი პესკოვის თქმით, ამ ეტაპზე უკრაინასთან მოლაპარაკების პერსპექტივა არ არსებობს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ის ეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის კომენტარს უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ მოსკოვი ამ მომენტში მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ხედავს. „იმაზე, რომ შედეგი უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა – შეიძლება დაეთანხმო, მაგრამ რაც შეეხება რაიმე სახის მოლაპარაკების პერსპექტივას, ჩვენ ამ მომენტში ამას ვხედავთ“, …

ნახვა »

6 დეკემბერს უკრაინაში შეიარაღებული ძალების დღე აღნიშნება- მნიშვნელოვანი ფაქტები უკრაინის არმიის შესახებ

6 დეკემბერს უკრაინა  შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავენ. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს უკრაინა 1993 წლიდან აღნიშნავს – 6 დეკემბერს, რადგან სწორედ 1991 წლის 6 დეკემბერს მიიღო უკრაინის რადამ კანონი ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ. ასევე, ეს დღე უკრაინის ისტორიაში 1917-1921 წლების ეროვნულ-გამათავისუფლებელი …

ნახვა »

რუსეთში, კურსკის ოლქში მდებარე აეროდრომს დრონებით თავს დაესხნენ

რუსეთში, კურსკის ოლქში მდებარე აეროდრომს დრონებით თავს დაესხნენ, – ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, რომან სტაროვოიტზე დაყრდნობით ავრცელებს. „დრონის თავდასხმის შედეგად კურსკის აეროდრომის ტერიტორიაზე ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ“, – წერს ოლქის გუბერნატორი „ტელეგრამზე“. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ …

ნახვა »

რუსეთის ორ სამხედრო აეროდრომზე აფეთქება მოხდა

რუსეთის ორ სამხედრო აეროდრომზე აფეთქება მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ და უკრაინულ მედიაში გავრცელდა. რუსულ და უკრაინულ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული კადრების მიხედვით, სარატოვის ოლქში „ენგელსი 2“-ის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთი ავიაბაზას უკრაინაზე სარაკეტო დარტყმისთვის იყენებს. „დრონმა დააზიანა ორი ტუ-95 ტიპის თვითმფრინავი [სტრატეგიული …

ნახვა »

უკრაინის რეგიონების უმეტეს ნაწილში რუსული რაკეტების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის რეგიონების უმეტეს ნაწილში რუსული რაკეტების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა. ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს განცხადებით, რუსებმა რაკეტები ისროლეს, „ვთხოვ ოლქის მოსახლეობას, არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმა და სასწრაფოდ გადავიდნენ თავშესაფარში“, – აცხადებს მარჩენკო. მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ინფორმაციით, ჰაერში მტრის ფრთოსანი რაკეტები შენიშნეს. როგორც პოლტავას …

ნახვა »

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ, ძალაში დღეიდან შედის

  როგორც ცნობილია, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ, ძალაში დღეიდან შედის. ასევე ძალაში შედის რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირების, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარების, საბროკერო მომსახურების, დაფინანსების ან ფინანსური დახმარების აკრძალვა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთში წარმოებული ან რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი …

ნახვა »

უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებს ასახელებს

როგორც უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განცხადა, ოფიციალური კიევი მზად არის რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები მას შემდეგ მისცეს, რაც მოსკოვი თავის ჯარებს უკრაინიდან გაიყვანს, გადაიხდის რეპარაციებს, ყველა ომის დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარდგება და ნებაყოფლობით დათმობს ბირთვულ იარაღს. არახამიას განცხადებით, როდესაც რუსეთი ამას გააკეთებს, უკრაინული მხარე მზადაა დასხდეს მოლაპარაკების …

ნახვა »

ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე, ირანმა მორალის პოლიცია გააუქმა

ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე, ირანმა მორალის პოლიცია გააუქმა. ინფორმაციას მედია ირანის გენერალურ პროკურორზე მოჰამედ ჯაფარ მონთაზერზე დაყრდნობით ავრცელებს. „მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან” , – განაცხადა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა. გენერალურ პროკურორს არ უთქვამს მორალის პოლიცია განუსაზღვრელი ვადით გაუქმდა თუ არა შეგახსენებთ, უკვე ორთვენახევარია რაც ირანში საპროტესტო გამოსვლები იმართება. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია