პოლიტიკა

მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება

 როგორც რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით წერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.  სამმხრივი სამიტის დაწყებამდე, რუსეთის პრეზიდენტი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მოლაპარაკებებს ცალ-ცალკე გამართავს. შეხვედრის მიზანი ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პერსპექტივების განხილვა იქნება.

ნახვა »

ინდოეთში, გუჯარათის შტატში, ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა

 Guardian-ის ინფორმაციით, ინდოეთში, გუჯარათის შტატში, ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა.  ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქ მორბში, მდინარე მაჩჩუზე მდებარე ხიდზე დაახლოებით 400 ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა.

ნახვა »

დღეს დილით, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

 უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.განგაშის რუკის მიხედვით, საჰაერო განგაში დროებით ოკუპირებული ყირიმის გარდა, უკრაინის მთელ ტერიტორიაზეა გამოცხადებული.  ცნობისთვის, საჰაერო განგაში ნიშნავს სარაკეტო დარტყმის საფრთხეს, რა დროსაც მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

ნახვა »

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, დანაღმული ავტომობილების აფეთქებას სულ მცირე 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

  სომალის პრეზიდენტის, ჰასან შეიხ მუჰამადის განცხადებით, სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, განათლების სამინისტროს შენობის წინ, ორი დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა.  „ჩვენი ხალხი დახოცეს… მათ შორის იყვნენ დედები შვილებით ხელში, მამები, რომლებიც ავად იყვნენ, სტუდენტები, რომლებიც განათლების მისაღებად მიდიოდნენ, ბიზნესმენები, რომლებიც თავიანთი ოჯახების წევრების …

ნახვა »

იტალიამ უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის სამხედრო დახმარების მიწოდება დაიწყო

  ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ  იტალიის პრემიერ-მინისტრად, მემარჯვენე ჯორჯია მელონის დამტკიცების შემდეგ, იტალიამ დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის სამხედრო დახმარების მიწოდება უკრაინისთვის, კერძოდ,  იტალია უკრაინას მიაწვდის: 2 ერთეულ M270-ის ტიპის მულტიკალიბრული ზალპური ცეცლის რეაქტიულ სისტემას; 6 ერთეულ PzH2000-ის ტიპის 155მმ-იან თსდ-ს; 20-30 ერთეულ M109L-ის ტიპის 155მმ-იან თსდ-ს; Iveco LMV …

ნახვა »

სამხრეთ კორეაში, სეულში ჰელოუინის აღნიშვნისას ჭყლეტის დროს დაღუპულთა რიცვი 154-მდე გაიზარდა

  როგორც მედია წერს, სამხრეთ კორეაში, სეულში ჰელოუინის აღნიშვნისას ჭყლეტის დროს დაღუპულთა რიცვი 154-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 26 ადამიანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.   “ეს მართლაც ტრაგიკულია. წუხელ, სეულის გულში მოხდა ტრაგედია და უბედურება, რომელიც არ უნდა მომხდარიყო”, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლიმა.

ნახვა »

ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, დაუბრუნდეს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას

როგორც ცნობილია, ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, დაუბრუნდეს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას. “რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს მონაწილეობა შავი ზღვის შეთანხმებაში, საფრთხეს უქმნის ძალიან საჭირო მარცვლეულისა და სასუქების მთავარ საექსპორტო მარშრუტს. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს შეთანხმებას”, – წერს  ჯოზეფ ბორელი.  შეგახსენებთ, რუსეთი შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს.

ნახვა »

ერაყის დედაქალაქში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა, – მაის შესახებ Reuters-ი წერს. აფეთქება ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში, საფეხბურთო სტადიონთან ახლოს მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ნახვა »

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ჰელოუინის აღნიშვნისას, ჭყლეტის დროს, 120 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა

  Bloomberg-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ჰელოუინის აღნიშვნისას, ჭყლეტის დროს, 120 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა.   როგორც სეულის იონსანის რაიონის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჩხვე სონ ბომი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან იტევონის გასართობ რაიონში მაშველები აგრძელებენ დაშავებულთა სეულის მასშტაბით საავადმყოფოებში გადაყვანას.  კორეის ეროვნული სახანძრო სააგენტოს წარმომადგენლის, …

ნახვა »

ამერიკელი კაცი თითქმის 40-წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს

აშშ-ში ციხიდან გაათავისუფლეს 69 წლის კაცი – მორის ჰასტინგსი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1984 წელს აღმოჩნდა და 1988 წლიდან სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, – ამის შესახებ BBC წერს. კაცის გათავისუფლებისა და უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი დნმ-ის ახალი მტკიცებულებები გახდა, რომლითაც გაირკვა, რომ დანაშაული არა მან, არამედ სულ სხვა კაცმა ჩაიდინა. საქმე ეხებოდა რობერტა უაიდერმაიერის მკვლელობას, რომლის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია