პოლიტიკა

მსოფლიო

ბრიტანული მედია – ბორის ჯონსონი აპირებს მონაწილეობა მიიღოს კონსერვატიული პარტიის თავჯდომარის არჩევნებში

 როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ბორის ჯონსონი აპირებს მონაწილეობა მიიღოს კონსერვატიული პარტიის თავჯდომარის არჩევნებში, რათა კვლავ დაიბრუნოს პარტიის ლიდერის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.  ბოლო გამოკითხვებით, კონსერვატიულ პარტიაში დიდი უმრაველსობა უჭერს მხარს ბორის ჯონსონის პარტიის თავდჯომარედ და პრემიერად დაბრუნებას.

ნახვა »

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გადადგა. ტრასმა განცხადება ცოტა ხნის გააკეთა. მისი თქმით, ტოვებს კონსერვატიულ პარტიას და ამის შესახებ პრინც ჩარლზს აცნობა. „მე ვაღიარებ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ განვახორციელებ იმ მანდატს, რომლითაც მე კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა. ლიზ ტრასი თანამდებობაზე 44 დღის წინ აირჩიეს.

ნახვა »

ირანში 15 წლის გოგონა გარდაიცვალა, მას უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

 როგორც BBC მასწავლებელთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 15 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელსაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.  როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ სკოლის მოსწავლე გოგონები აიძულა, ხელისუფლების მხარდამჭერ დემონსტრაციებში მიეღოთ მონაწილეობა და ირანის სასულიერო ლიდერის სადიდებელი ჰიმნი შეესრულებინათ.  ღონისძიების დაწყებისას რამდენიმე მოსწავლემ მთავრობის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, რის …

ნახვა »

რუსული ძალები დნეპროპეტროვსკის ოლქში სამრეწველო საწარმოსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს თავს დაესხნენ

 დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქში სამრეწველო საწარმოსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს დაესხნენ თავს.  ცნობილია,რომ თავდასხმამ კრივი-რიჰში სერიოზული ნგრევა გამოიწვია.  “მღელვარე ღამე კრივი-რიჰის რაიონში. რუსები თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს. სერიოზული ნგრევაა. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, …

ნახვა »

გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სხდომას გამართავს

  გაეროში უკრაინის წარმომადგენლის, სერგი კისლიცას ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭო პარასკევს, 21 ოქტომბერს, ღია სხდომაზე რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების საკითხს განიხილავს.  “დღეს ირანული დრონების საკითხი, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენება, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე იქნება წამოწეული; პარასკევს ეს იქნება სპეციალური ღია სხდომის ნაწილი, რომელიც უშიშროების …

ნახვა »

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს უშიშროების საბჭოს მოიწვევს

 როგორც რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ აცხადებს,  ვლადიმერ პუტინი დღეს უშიშროების საბჭოს მოიწვევს, რათა „ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხის განეიტრალება“ განიხილოს.  როგორც ცნობილია, შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.  „დაგეგმილია საკითხების განხილვა, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხის განეიტრალებასთან მიგრაციის სფეროსა და მიგრაციული პროცესების რეგულირების მხრივ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ-პოლიტიკური სტაბილურობის …

ნახვა »

ნატო უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს

 როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო  უკრაინისთვის დრონების საწინააღმდეგო საშუალებების გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ მან ბერლინის საგარეო პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა. “ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ – შევასრულოთ ის, რასაც ალიანსის წევრები დაჰპირდნენ, გავააქტიუროთ და მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო მეტი სისტემა. უახლოეს დღეებში ნატო გადასცემს [უკრაინას] დრონების …

ნახვა »

ევროპარლამენტმა შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღების დაჩქარების შესახებ რეზოლუცია მიიღო

 ევროპარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღების დაჩქარების შესახებ რეზოლუცია მიიღო.  შესაბამის რეზოლუციას მხარი 547-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 49 წინაღმდეგ წავიდა, ხოლო 43-მა თავი შეიკავა.  რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭომ 2022 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის ინტეგრაციის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება. ამან 2023 წლიდან უნდა …

ნახვა »

უკრაინული მედია – უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა

 უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა. რადა ასევე გმობს რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდს. „რადამ მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარებას და დაგმო რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდი“, – აღნიშნულია ერთ-ერთი პარლამენტარის, იაროსლავ ჟელეზნიაკის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

ნახვა »

უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების კიდევ ერთი ტრანში მიიღო

   როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი „ტელეგრამზე“ იუწყება, უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების კიდევ ერთი, 2 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში მიიღო.  „უკრაინამ ევროკავშირისგან 2 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარება მიიღო. დღეს ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ტრანში მიიღო ევროკავშირისგან, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. დამატებითი ფინანსური რესურსი ხელს შეუწყობს გადაუდებელი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია