პოლიტიკა

მსოფლიო

ნენსი ფაიზერი – სერბეთი უნდა მოერგოს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას, თუ მას ბლოკში გაწევრიანება სურს

 როგორც  სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფაიზერმა სერბეთს მოუწოდა, მოერგოს, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას, თუ მას ბლოკში გაწევრიანება სურს.მინისტრამა ამის შესახებ  ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა. „ვიმედოვნებ, რომ სერბეთი ახლა სწრაფად მოქმედებს. ევროკავშირის წევრობისთვის არის კრიტერიუმები და ამის ნაწილია საერთო სავიზო …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში შეხვედრისთვის მიიწვია

  როგორც ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სამიტზე განაცხადა, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს რუსეთში შეხვედრისთვის იწვევს. „სიამოვნებით გიწვევთ როგორც აზერბაიჯანის ლიდერს, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრს. შეგიძლიათ შეთანხმდეთ თარიღზე, და როგორც მე მესმის, არსებობს ინტერესი რუსეთში შეხვედრასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პუტინმა.

ნახვა »

უკრაინის გენშტაბი – ომის დაწყებიდან დღემდე 64 300-მდე რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული

  როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, ომის დაწყებიდან დღემდე 64 300-მდე რუსი ჯარისკაცი ლიკვიდირებულია, მათ შორის 500 ჯარისკაცი – ბოლო 24 საათში.  ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2521 ტანკს, 5172 ჯავშანტექნიკას, 1566 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 268 საბრძოლო თვითმფრინავს და 240 ვერტმფრენს, 3944 ავტომობილსა და საწვავის …

ნახვა »

უკრაინული მედია – რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

  როგორც უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს, რუსულმა ძალებმა, დღეს დილით, ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.   „ყურადღება! მტრის სარაკეტო თავდასხმა საოლქო ცენტრზე“, – აცხადებს გუბერნატორი.

ნახვა »

გერმანია უკრაინას 16 თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს

  უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას” ცნობით, გერმანია უკრაინას 16 Zuzana თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს.   ცნობილია, რომ ოქტომბრის დასაწყისში გერმანია შეუთანხმდა სლოვაკეთს, ნორვეგიასა და დანიას Zuzana-2 თვითმავალი ჰაუბიცების წარმოებასა და უკრაინისთვის გადაცემისთვის საერთო დაფინანსებაზე.   გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, ჰაუბიცას გარდა, გერმანია უკრაინას 130 საველე გამათბობელსა და სასწრაფო დახმარების 36 მანქანას გადასცემს.

ნახვა »

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული

  უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული. როგორც ცნობილია, რეზოლუციას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან კი თავი ერთმა დეპუტატმა შეიკავა.  უკრაინის დელეგაციის წევირის, ოლექსი გონჩარენკოს თქმით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა შესთავაზა

  როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს დღეს გამართულ შეხვედრაზე თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის შესახებ ესაურა.           „თქვენს ენერგეტიკის მინისტრთან და კომპანია Botas-ის ხელმძღვანელთან კონსულტაციების შემდეგ, შევთანხმდით „გაზპრომთან“ და მე ეს საჯაროდ ვთქვი: თუ თურქეთი და ჩვენი პოტენციური მყიდველები სხვა ქვეყნებიდან დაინტერესდებიან, …

ნახვა »

დენის შმიგალი – უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება უკვე მიიღო

 როგორც  უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი „ტელეგრამში“ წერს, უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება უკვე მიიღო.  „უკრაინამ მიიღო 1.3 მილიარდი დოლარის დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. თანხები მოხმარდება პრიორიტეტული საჭიროებების დაფინანსებას: თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, პენსიების გადახდას, სოციალურ პროგრამებს და ეკონომიკის მხარდაჭერას“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.  ცნობისთვის,საერთაშორისო …

ნახვა »

საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს. დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა, აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“. რეზოლუცია მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ ცნონ ანექსიაზე რუსეთის პრეტენზიები და …

ნახვა »

ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს

    ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს.    „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსული რაკეტები ეცემა სათამაშო მოედნებსა და ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ სამსახურში დადიან, რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ყოველდღიურად ჩეხეთში ჩადის საერთაშორისო აეროპორტის გავლით“ , – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპოვსკიმ და დასძინა: …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია