ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე იგეგმება დამატებითი ორზოლიანი გზის აშენება. მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უკვე გამოცხადდა ტენდერი საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად. “საავტომობილო გზების ინტენსივობის მონიტორინგის ფარგლებში, გამოიკვეთა ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის ინტენსივობის არსებული და პერსპექტიული ზრდა. საგზაო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერად განვითარების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, …
ნახვა »რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით აქცია ჩატარდა
რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით აქცია ჩატარდა. აქცია სახელწოდებით – “მოვდივარ” სლოგანით “საქართველო უპირველეს ყოვლისა” მიზნად ისახავდა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერას. საპროტესტო აქციის გამო, შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა. რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული იყო სპეციალურად მოწყობილ სცენა და მონიტორი, სადაც, ადგილზე შეკრებილებმა თავდაპირველად საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” თამაშს უყურეს. შემდეგ დაიწყო სიტყვით გამოსვლები. …
ნახვა »დაკავებულია პირი, რომელიც ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა – სუს-ი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს. დაკავებულია პირი, რომელიც ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. „რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის …
ნახვა »ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა
ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა. გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ორი დაშავებულის შესახებ. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ნახვა »დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ ამბობს, რომ მისი შვილი ძალადობრივად არის მოკლული
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ ამბობს, რომ მისი შვილი ძალადობრივად არის მოკლული. „ინტერპრესნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ თავიდანვე დარწმუნებული იყო ამაში და ბრძოლას ბრძოლას გააგრძელებს სიმართლის დასადგენად. „ჩემთვის ეს დასკვნა მოულოდნელი არ ყოფილა, მე თავიდანვე, მყარად ვამბობდი, რომ …
ნახვა »ცოფი დაუდასტურდა ძაღლს, რომელმაც 22 ადამიანი დაკბინა მარტვილში
ცოფი დაუდასტურდა ძაღლს, რომელმაც 22 ადამიანი დაკბინა მარტვილში. ძაღლი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლი გუშინ გარდაიცვალა. მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, როზა ჯანაშიას განცხადებით, დაზარალებულ მოქალაქეებს პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ. თუნცა ამ 22 ადამიანიდან ორი პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე.
ნახვა »პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველომ უმასპინძლა 1 200 000-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს – მარიამ ქვრივიშვილო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 95%-ით სრულად აღდგა. მისი თქმით, მიმდინარე წლის სამ თვეში საქართველომ 1 200 000-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. „რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ძალიან სასიხარულო და საამაყოა ის, რომ ჩვენი …
ნახვა »Wizz Air-ი საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე ზრდის და ახალ მიმართულებას ქუთაისი-კოპენჰაგენს ამატებს
ავიაკომპანია Wizz Air-ი 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება. საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამ დრომდე არ არსებობს. ასევე, აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მეოთხე ბაზირებული ხომალდის …
ნახვა »აჭარის 5 მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის 2200 ჰა სასოფლო-სამეურნეო ფართობი უსასყიდლოდ დამუშავდება
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით და მხარდაჭერით აჭარის 5 მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის 2200 ჰა სასოფლო-სამეურნეო ფართობი უსასყიდლოდ დამუშავდება. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ქობულეთის მერმა დაბა ოჩხამურში შეაფასებს. სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავებისთვის ბიუჯეტი 1 284 000 ლარია გამოყოფილი. აჭარის მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა …
ნახვა »27 აპრილს, „ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აპრილს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აპრილს, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ციხისძირი, ქანდა, ძველი ქანდა, პატარა ქანდა, მუხრანი, ქსანი, წიწამური. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე …
ნახვა »