პოლიტიკა

Blog Layout

ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა. შესაბამის ინფორმაციას ზელენსკის ოფისი ავრცელებს. „დონეცკის ოლქი. უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები ბახმუტის მიმართულებაზე. პატივი მაქვს დღეს, ვიმყოფებოდე აქ და დავაჯილდოო ჩვენი გმირები, ხელი ჩამოვართვა და მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისთვის“, – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბახმუტი უკრაინის ფრონტზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შეტაკებების მიმართულებაა. დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთის ძალები თვეებია, რაც ცდილობენ.

ნახვა »

რომან გოცირიძე პარლამენტის ბოიკოტზე – ან შემოდი ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე – გამჭოლმა ქარმა გაციება იცის

თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან, უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს ეხმაურება. რომან გოცირიძის შეფასებით, სინამდვილეში ეს თვალთმაქცობა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობაა. „ბოიკოტისტობა“ რას …

ნახვა »

ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. განხილვის დროს, ერთმანეთთან დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და სოზარ სუბარი საუბრობდნენ, რა დროსაც, მოსაუბრეთა შორის სიტუაცია დაიძაბა, პროცესში კი სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე …

ნახვა »

BILD-მა საქართველო 2023 წლის ხუთ ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა

პოპულარული გერმანული გამოცემა BILD-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. გამოცემა გაზაფხულსა და ზაფხულში საინტერესო სამოგზაურო ტურისტულ მიმართულებებს აქვეყნებს. სტატიის ავტორის მტკიცებით, გერმანელი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ესპანეთის, კაბო-ვერდეს, ხორვატიის, ალბანეთისა და საქართველოს კურორტები. „საქართველოს ტერიტორია ბავარიის ხელაა, მოსახლეობა კი – ბერლინის. საქართველოს უნდა ეწვიოთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის წელს ITB-ის ტურისტული გამოფენის …

ნახვა »

ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაშავდა

ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა შენობები. სტიქიამ გამოიწვია მეწყერიც. შედეგად, პაკისტანში რამდენიმე ავოტომაგისტრალზე მანქანების მოძრაობა შეუძლებელი გახდა. მოქალაქეების ნაწილმა ღამე ქუჩაში გაათენა. მიწისძვრა იგრძნობოდა ინდოეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, …

ნახვა »

თბილისის მერია ქმნის აპლიკაციას, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ

თბილისის მერია მუშაობს აპლიკაციაზე – „ფიქს თბილისი“, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეები აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით, მუნიციპალიტეტს ინფორმაციას ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე მიაწვდიან. „ფიქს თბილისი“- ეს არის სპეციალური აპლიკაცია, რაზეც წვდომა ექნება ყველა …

ნახვა »

უკრაინის დაზვერვა: რაშისტები ყოველთვიურად 20 000 ადამიანის მობილიზებას ახერხებენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთი ყოველთვიურად 20 000 ადამიანის მობილიზებას ახერხებს. “ეს პროცესი გრძელდება. ფარული მობილიზაციის ფარგლებში, რაშისტები ყოველთვიურად 20 000 ადამიანის მობილიზებას ახერხებენ. დამატებით. ასევე მზადდება ახალი სამობილიზაციო ღონისძიებები. რუსეთში ფარული მობილიზაცია და შემდგომი სამობილიზაციო ღონისძიებებისთვის მზადება მიუთითებს იმაზე, რომ განხორციელებული მობილიზაციაც კი არ …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე – ბოლშევიკური „ტროიკა“ ევროკავშირის დერეფნებში დადის და კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს

ბოლშევიკური „ტროიკა“ პირდაპირ ევროკავშირის დერეფნებში დადის და აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ისინი პირდაპირ არიან ჩართული ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში, რომლის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. „ეს არის ერთგვარი ბოლშევიკური „ტროიკა“, ძალიან უხდება მათ …

ნახვა »

გიორგი ვაშაძე – დღეს რომ რიგგარეშე არჩევნები იყოს დანიშნული, რომელიც გარანტირებულად დამთავრდება „ქართული ოცნების“ კრახით, მერწმუნეთ, წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს მივიღებდით

დღეს რომ რიგგარეშე არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ დამანგრევლად დამარცხდება და მერწმუნეთ, წლის ბოლოს ჩვენ კანდიდატის სტატუსს მოვიღებდით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები იქნება მაშინ, როცა ამაზე საზოგადოებრივი კონსენსუსი იქნება, ისევე როგორც მაგალითად, ე.წ. აგენტების კანონის არ მიღებასთან დაკავშირებით იყო. „დღეს რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები იყოს …

ნახვა »

Politico – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, მოლდოვასა და საქართველოში „დესტაბილიზაციის მცდელობებში“ ჩართულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესონ, – ინფორმაციას Politico ავრცელებს. „ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენ უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შესაძლოა, გამართლებული იყოს ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება“, – ციტირებს გამოცემა საფრანგეთის საგარეო საქმეთა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია