პოლიტიკა

Blog Layout

„ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებს

„ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხებს ბოიკოტს უცხადებს და ასევე განსახილველ საკითხებს ბოიკოტს უცხადებს გიორგი ვაშაძე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირას უნდა განიხილონ ორი საკითხი, რომელიც 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილია. „„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოგვმართა, რომ მიმდინარე …

ნახვა »

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 20 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა 20 პირის მიმართ დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში შიდა ქართლის რეგიონში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, თქვენი საქმიანობა საკვანძოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული მომავლის მშენებლობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს. „ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, მედიასაშუალებების ყველა თანამშრომელს. საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული თქვენი საქმიანობა საკვანძოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მომავლის მშენებლობისათვის. თქვენ არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების თავისთავად უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებით, არამედ …

ნახვა »

სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა

სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ოთარ სიჭინავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. კიდევ ერთი ბრალდებულის, ალექსანდრე ნინუას მიმართ სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა. „დავით კეზერაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ალექსანდრე ნინუას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს და …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩვენს ძმებს ყველგან, დღევანდელი დღე უკავშირდება მშვიდობას, კეთილდღეობას, სიხარულს

მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩვენს ეთნიკურ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ჩვენს ძმებს ყველგან, ჩვენს მოძმე აზერბაიჯანში, თურქეთში, ყველგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში განაცხადა. პრემიერის თქმით, დღევანდელი დღე უკავშირდება მშვიდობას, კეთილდღეობას, სიხარულს, ყოველივე საუკეთესოს. „ყველას მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო მშვიდობა ჩვენს …

ნახვა »

“ნორვეგიას ჰაალანდი ყავს, საქართველოს კი გურამ კაშია” – ვილი სანიოლი

დღეს სასტუმრო “პულმან თბილისში“ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ჩვენი გუნდი 25 მარტს მონღოლეთთან ამხანაგური შეხვედრას ჩაატარებს, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება. ვილი სანიოლმა დავით ხოჭოლავას ტრავმასთან დაკავშირებით ისაუბრა …

ნახვა »

ალეკო ელისაშვილი – „ქართული ოცნების“ რღვევა, სავარაუდოდ, დაწყებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აიძულეს, რომ ხმა იმ საძაგლობისთვის მიეცათ და ვინც არ მისცა, ამას უკმაყოფილება მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ დაშლისკენ მიდის. „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ალბათ 76 ადამიანიდან ნახევარზე მეტმა კანონპროექტს ხმა გულისრევით მისცა, რადგან მხარდაჭერა …

ნახვა »

რატი ბრეგაძე – არც სააკაშვილის, არც ოჯახის მხრიდან არ შემოსულა განცხადება მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის შესახებ

სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. „მსურს, გავაკეთო განცხადება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო არ უშვებს პოლონელ ექიმებს. აქვე, მინდა, …

ნახვა »

ჩინეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. ჩინეთის ლიდერის თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში რამენიმე წუთის წინ დაეშვა. ჩინეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს კრემლში, მოსკოვის დროით 15:00 საათზე შეხვდება. თანამდებობაზე მესამე ვადით არჩევის შემდეგ, ეს ჩინეთის პრეზიდენტის პირველი საერთაშორისო ვიზიტია.

ნახვა »

განათლების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. ამილახვარმა მიხეილ ჩხენკელი შეცვალა, რომელიც მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. „დღეს წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, გიორგი ამილახვარს. მანამდე, მინდა გითხრათ, რომ მე უკვე შევხვდი მიხეილ ჩხენკელს, რომელმაც საკუთარი სურვილით …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია