პოლიტიკა

Classic Layout

ვახტანგ გომელაური – ნამდვილად არაა ისე, თითქოს რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა კატასტროფულად გაიზარდა და რაღაც უბედურება ხდება

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის დროს ერთ-ერთი დეპუტატი 2022 წელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემებით დაინტერესდა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ნამდვილად არაა ისე, თითქოს რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა კატასტროფულად გაიზარდა და რაღაც უბედურება ხდება. „მილიონ ოთხასი ახსენეთ, კი ბატონო, მაგრამ ეს …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – მკაცრად ვგმობ მინსკში ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი დარღვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან „ოფიციალურ შეხვედრას“. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა. „მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან. ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს …

ნახვა »

ბაიდენის ადმინისტრაციამ მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შეზღუდვის მიზნით, თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალი წესები წარადგინა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალ წესები წარადგინა, რომლებიც მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შეზღუდვას ისახავს მიზნად. მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველაზე აგრესიული გეგმა მიგრანტების უმრავლესობას მოთხოვნაზე უარს ეტყვის, რომლებიც თავშესაფარს პირველ რიგში სხვა ქვეყნებში არ ცდილობდნენ, ვიდრე აშშ-ის საზღვარს მიაღწევდნენ. მედია წერს, რომ ბაიდენის გეგმა ასახავს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობას, რომელიც …

ნახვა »

ხატია დეკანოიძე: ბოიკოტიც და საპარლამენტო მანდატების დატოვებაც უბრალოდ არ არის შედეგის მომტანი

ბოიკოტიც და საპარლამენტო მანდატების დატოვებაც, უბრალოდ არ არის შედეგის მომტანი,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ის აპირებს საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობის მიღებას. „ბოიკოტიც და საპარლამენტო მანდატების დატოვებაც უბრალოდ არ არის შედეგის მომტანი. მე უბრალოდ არ გახლდით საქართველოში. იმ მავნებლურ კანონმდებლობაზე, რომელიც შემოიტანეს და დააინიცირეს, ბიუროზე ვაპირებ …

ნახვა »

„რეალის“ ლეგენდა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

„რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი და სამეფო კლუბის საპატიო პრეზიდენტი ამანსიო ამარო 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, – წერს ესპანური მედია. ამანსიო „რეალში“ 1962-76 წლებში თამაშობდა. მან ცხრაჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სამჯერ – ესპანეთის თასი და 1966 წელს – ჩემპიონთა თასი. 14 სეზონის განმავლობაში „ელ ბრუხომ“ („ჯადოქარი“) სამეფო კლუბში 471 მატჩი ჩაატარა და …

ნახვა »

ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი, ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „ვიზიტის“ ფარგლებში ასლან ბჟანია ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ბელარუსში ჩასვლამდე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც მან რამდენიმე შეხვედრა გამართა.

ნახვა »

პუტინი: დასავლეთია ომში დამნაშავე, ჩვენ ძალას ვიყენებთ, რომ გავაჩეროთ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ომის დაწყებაში დასავლეთი დაადანაშაულა.  “უკრაინა და დონბასი ტოტალური ტყუილის სიმბოლოდ იქცა”, – განაცხადა პუტინმა. “მინდა განვმეორდე, რომ ისინი არიან ომში დამნაშავეები, ჩვენ ძალას ვიყენებთ, რათა გავაჩეროთ ის”, – განაცხადა პუტინმა, რასაც ტაში მოყვა. პუტინმა თქვა, რომ 1939 წელს “დასავლეთმა გზა გაუხსნა” ნაცისტურ გერმანიას და ახლა ის …

ნახვა »

გიორგი გახარია – ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, „ნაციონალები“ მზად არიან, ევროპული მომავალი გაცვალონ სააკაშვილის თავისუფლებაში, ეს წითელი ხაზები ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე გადის

ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრთხილი და არც დაბალანსებული აღარ არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გიორგი გახრიამ აღნიშნა, დღეს საქართველოს აქვს რეალური შეაძლებლობა, ისტორიას დრო მოუგოს და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამით მოიპოვოს გრძელვადიანი …

ნახვა »

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა და მსუბუქი ავტომანქანა მოიყოლა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ნახვა »

კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა ჰათაიში – ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებში

თურქული მედიის ინფორმაციით, ორი მიწისძვრა მოხდა ჰატაის დეფნეს რაიონში 6,4 მაგნიტუდა, ხოლო სამანდაღის რაიონში 5,8 მაგნიტუდა. AFAD-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი მიწისძვრა 16,74 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა, ხოლო მეორე მიწისძვრა 7 კილომეტრის სიღრმეზე. მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა ან მსხვერპლი, ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრველებულა.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია