Breaking News

ყველა სიახლე

ბანგლანდეშში ბიჭი დახუჭობანას თამაშობდა და სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა

ბანგლანდეშში ბიჭი დახუჭობანას თამაშობდა და სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  17 იანვარს, მალაიზიაში, ქალაქ პორტ-კლანგში პორტის თანამშრომლებმა ბანგლადეშიდან შემოსული გემიდან ტვირთის ჩამოღებისას ერთ-ერთ კონტეინერში გამოფიტული ბავშვი აღმოაჩინეს. მათ იფიქრეს, რომ ბიჭი მოტაცებულია და პოლიცია გამოიძახეს.  ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ბიჭი ბანგლადეშში, ქალაქ ჩიტაონგში ცხოვრობს. მეგობრებთან დახუჭობანას თამაშის დროს …

Read More »

საგარეჯოს მერის განცხადებით, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მერიისგან 5 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ

საგარეჯოს მერი ავთანდილ გულიკაშვილი აცხადებს, რომ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მერიისგან 5 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ამასთან, როგორც ავთანდილ გულიკაშვილმა აღნიშნა, ტრაგედიის დროს დაშავებულ ხუთ ადამიანს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს. საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან …

Read More »

ავღანეთში ძლიერ ყინვებს ბოლო ორ კვირაში 158 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ძლიერ ყინვებს ბოლო ორ კვირაში 158 ადამიანი ემსხვერპლა. ჰაერის ტემპერატურამ აქ მინუს 34 გრადუსი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ცივი ზამთარია ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც, „თალიბანის“ მმართველობის პირობებში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება გათბობაზე, ქვანახშირზე, ღუმელსა და თბილ ტანსაცმელზე.

Read More »

პუტინის თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში “რუსეთს იცავენ”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსი სამხედროები უკრაინაში “რუსეთს იცავენ”. “მიზანი [ომის] როგორც არაერთხელ მითქვამს, არის, უპირველეს ყოვლისა, ხალხის და თავად რუსეთის დაცვა იმ საფრთხეებისგან, რომელთა შექმნასაც ისინი [უკრაინელები] ჩვენს მიმდებარე ისტორიულ ტერიტორიებზე ცდილობენ. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. დღეს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა …

Read More »

ფრჩხილის ლაქის საშრობი მოწყობილებები და კიბოსთან დაკავშირებული რისკები – კვლევა

კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის (UCSD) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ის ულტრაიისფერი ნათების მქონე ფრჩხილის ლაქის გასაშრობი მოწყობილებები, რომლებიც გელ-ლაქისთვის გამოიყენება, შესაძლოა ადამიანის უჯრედების კვდომას და უჯრედში კიბოს გამომწვევ მუტაციებს იწვევდეს. კვლევის შესახებ უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ამ მოწყობილობებში ზოგადად ულტრაიისფერი სხივების კონკრეტულ სპექტრს იყენებენ გელ-ლაქის გასაშრობად (340-395 ნანომეტრი). სოლარიუმში კი სხვა …

Read More »

ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. „დავიბარეთ სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხვედრაზე მასთან განხილული არ იქნება“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს უწყებაში. ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა …

Read More »

ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის

ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის. განცხადება ამის შესახებ ქალაქის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. როგორც ირაკლი შენგელიამ აღნიშნა, გენერატორი დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. მისივე თქმით, ქუთაისი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს. შენგელიამ აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული ტვირთის …

Read More »

გიორგი ტყემალაძე – ახალი კონცეფციის თანახმად, „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მოემსახურება თბილისელებს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის შესახებ დღეს დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ახალი კონცეფციის თანახმად, „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მოემსახურება თბილისელებს. გიორგი ტყემალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება და ოპონენტები საკითხის პოლიტიკურ …

Read More »

ბექა ოდიშარია – ლევან ხაბეიშვილის დევგმირობის შესახებ არაფერი მსმენია, სად შემვარდნი და გამომავრდნია

სიმართლე გითხრათ, ლევან ხაბეიშვილის დევგმირობის შესახებ არაფერი მსმენია. სად შემვარდნი და გამომავრდნია, – ამის შესახებ საპრლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. ბექა ოდიშარია გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, სადაც ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან. როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, ხაბეიშვილი ნებისმიერი ძალადობისას არსად გამარჯვებული არ დარჩენილა. „ისე ნუ იზამს, რომ შევარდეს …

Read More »

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის. „მე პირადად, რაც შემიძლია დავპირდე ამომრჩეველს არის ის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ და ჩემი პარტიის თავმჯდომარეობასაც ვუყურებ დროებით მოვლენად, სანამ მიშა სააკაშვილი არის პატიმრობაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა. წამყვანის რეპლიკაზე, „ფიზიკურად გამოიხსნით, თუ …

Read More »

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ საქართველოს მოქალაქეების, ც.პ.-ს და ც.მ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 76 430,25 ლარის ღირებულების, დაახლოებით 1 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო …

Read More »

საქართველოში, 2022 წლის დეკემბერში, თურქეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი 468%-ით, რუსეთიდან კი 306%-ით გაიზარდა

2022 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 1 669 005 -ჯერ გადაიკვეთა. აქედან საზღვარი 71%-ის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაკვეთეს, 29%-ის შემთხვევაში კი საქართველოს მოქალაქეებმა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ასახული. საზღვრის კვეთა ყველაზე ხშირად სარფის სასაზღვრო -გამტარ პუნქტზე დაფიქსირდა. ქვეყანაში შემოსვლის საერთო რაოდენობა 618 875-ს შეადგენს, რაც …

Read More »

კასიანოვი აცხადებს, რომ რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატო-ს საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, თუმცა ოფიციალურად განაგრძობს ევროპული გზის ერთგულების დეკლარირებას, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. კასიანოვის თქმით, საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის და ახლა ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. …

Read More »

უკრაინის ხელისუფლებამ სახელმწიფო თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გასვლა შეუზღუდა

უკრაინის ხელისუფლებამ სახელმწიფო თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გასვლა შეუზღუდა. ქვეყნის დატოვებას ისინი მხოლოდ სამსახურებრივი მივლინებების მიზნით შეძლებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა. „არის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრინციპული გადაწყვეტილება თანამდებობის პირების საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით. ეს ეხება ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონის …

Read More »

თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და ხათუნა სამნიძე ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში იბარებენ

პარლამენტის წევრები თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და ხათუნა სამნიძე ინტერპელაციის წესით, საკანონმდებლო ორგანოში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აქუბარდიამ განაცხადა, კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა თუ ნატო-სთან აღებული ვალდებულებების მიუხედავად, საქართველოს დღემდე არ აქვს განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტები – ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და …

Read More »
ჩანთების ონლაინ მაღაზია