Breaking News

ყველა სიახლე

სუპერმოდელი ტატიანა პატიცი გარდაიცვალა

90-იანი წლების სამოდელო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე, სუპერმოდელი ტატიანა პატიცი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავი 11 იანვარს ჟურნალმა Vogue-მა გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ტატიანა პატიცი 1966 წლის 25 მარტს გერმანიაში დაიბადა. პატიცმა სამოდელო კარიერა 80-იან წლებში დაიწყო და განსაკუთრებულ წარმატებას 90-იან წლებში – სუპერმოდელების ეპოქად აღიარებულ პერიოდში მიაღწია. ის …

Read More »

პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები ლვივში ჩავიდნენ

გიტანას ნაუსედა და ანჯეი დუდა ლვივში ჩავიდნენ და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვას პრეზიდენტმა Twitter-ზე გაავრცელა. “დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე ერთგულება აგრესორის წინააღმდეგ გამარჯვებაში. ჩვენ დავრჩებით ერთიანები. ლიეტუვა და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინისთვის თავდაცვის დახმარების მიწოდებას”, – წერს ის. დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის …

Read More »

უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენებმა შეხვედრა გამართეს

უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი რუსეთის ომბუდსმენს ტატიანა მოსკალკოვას შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას ლუბინეცი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს. „განვიხილეთ ორი ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული პრობლემების და საკითხების ფართო სპექტრი“, – წერს ლუბინეცი. მისი ცნობით, მხარეებმა გაცვალეს კონკრეტული წინადადებები. უკრაინის ომბუდსმენის ცნობით, ის განაგრძობს თითოეული უკრაინელის დასახმარებლად მუშაობას. მანამდე რუსეთის ომბუდსმენი …

Read More »

პარიზში, ჩრდილოეთ სადგურზე მამაკაცმა დანით რამდენიმე ადამიანი დაჭრა

პარიზში, ჩრდილოეთ სადგურზე დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა გასროლით გაანეიტრალეს. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ტერიტორია შემოსაზღვრულია, მატარებლების მიმოსვლა შეფერხდა.

Read More »

10 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 438 მილიონ ლარს შეადგენს

2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 438 მილიონ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაშია ნათქვამი. სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულთა რაოდენობა მილიონ 361 ათასი ადამიანია. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2 969-მა პირმა, მათზე გაცემული თანხა …

Read More »

უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვისა და ნისლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-153) ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამასთან, მათივე ცნობით, ქარბუქისა და დაბალი ტემპერატურის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, ხოლო …

Read More »

ნატო-მ და ევროკავშირმა სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს

ევროკავშირმა და ნატო-მ სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს. დეკლარაციას ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს. „ახლახან მოვაწერეთ ხელი ევროკავშირ-ნატო-ს ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ეს  მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ნატო და ევროკავშირი უფრო დეტალურად …

Read More »

თავდაცვის სამინისტრო – საქართველოს „ბუკისა“ და „ჯაველინის“ სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და „ჯაველინებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტრო განმარტავს, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ უკრაინამ საქართველოს „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა. მათივე ცნობით, ასევე ათობით მილიონი დოლარია გადახდილი 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემის, „ჯაველინის“ შესყიდვის მიზნით. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ …

Read More »

Netflix-ი „უენსდეის“ მეორე სეზონს გადაიღებს

Netflix-ში პოპულარული სერიალის, „უენსდეის“ მეორე სეზონის გადაღების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ Variety წერს. გამოცემის ინფორმაციით, შოუს პირველმა სეზონმა, რომელიც 8 ეპიზოდისგან შედგება, სტრიმინგ-სერვისის მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. კერძოდ, სერიალს ადამსების ოჯახის ქალიშვილის შესახებ პლატფორმის მომხმარებლების გამოსვლიდან 28 დღის განმავლობაში 1,2 მილიარდი საათის განმავლობაში უყურებდნენ. მთავარ როლს სერიალში ჯენა ორტეგა ასრულებს. შოუში …

Read More »

50 Cent-ი და ემინემი სერიალზე მუშაობენ

რეპერმა, პროდიუსერმა და მსახიობმა 50 Cent-მა განაცხადა, რომ ემინემთან ერთად სერიალზე მუშაობს, რომელიც ფილმის „8 მილი“ ადაპტაცია იქნება. ამის შესახებ Deadline-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ამ თემაზე 50 Cent-მა YouTube-პოდკასტ BigBoyTV-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და სერიალი „გრანდიოზული“ უნდა გამოვიდეს. 50 Cent-ის აზრით, შოუს უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება ემინემს მემკვიდრეობისთვის. …

Read More »

სტოლტენბერგი: თუ გვსურს, უკრაინა გადარჩეს, მას მხარი უნდა დავუჭიროთ, იარაღი მშვიდობის გზაა

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ მსოფლიოს უკრაინის გადარჩენა სურს, მაშინ მას მხარი უნდა დაუჭირონ. მისი თქმით, იარაღი სწორედ მშვიდობის გზაა. “ომები არაპროგნოზირებადია. შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. მაგრამ რაც ვიცით არის ის, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. დიდი ალბათობით, ესეც. რისი მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს …

Read More »

შრომის ინპექციის სამსახური ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შრომის ინპექციის სამსახური ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატს კიდევ ერთი, ახალი მიმართულება დაემატა. კერძოდ, 2023 წლიდან უწყება ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხსაც შეისწავლის. „2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა: ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში შვიდი …

Read More »

გივი მიქანაძე – კასიანოვის განცხადება შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული

კასიანოვის განცხადება შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას. მისი თქმით, ის არ არის ინფორმირებული, თუ რა გადასცა უკრაინამ საქართველოს 2008 წელს. მიქანაძე დასძენს, რომ რამდენადაც მან იცის, “ეს იყო შესყიდული, რაც ნიშნავს, რომ ეს …

Read More »

კასიანოვი – უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

კიევმა თბილისს სთხოვა „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების გადაცემა, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა, – ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს. „უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხში. კერძოდ, კიევმა …

Read More »

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები იზრდება

საერთაშორისო კრიპტო ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება – გასულ 24 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 3%-ით, 849-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა. ბიტკოინის ფასმა 1.5%-ით მოიმატა და 17,200 დოლარს მიაღწია, კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი ამჟამად 331 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება რიგით მეორე კრიპტოვალუტა ეთერიუმს, მისი ფასი 3.8%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 1,300 დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ეთერიუმს …

Read More »
ჩანთების ონლაინ მაღაზია