პოლიტიკა

ყველა სიახლე

სახალხო დამცველი – პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი -კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში

სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდოარასათანადო მოპყრობის ფაქტი, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ეხმაურება. ამასთან, როგორც ომბუდსმენის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, [აქციაზე] ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი …

ნახვა »

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 20 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს. შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ პოლიციამ მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „12 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 22:00 საათიდან დაწყებული აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით ჩაანაცვლებს

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით ჩაანაცვლებს. „საბჭომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შემოთავაზებული კანდიდატები ფედერალური სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე კონსულტაციებისთვის: თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი წარდგენილია ანდრეი ბელუსოვი“, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საბჭოს განცხადებაში. ბელუსოვი მიხაილ მიშუსტინის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პირველი …

ნახვა »

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას …

ნახვა »

ადვოკატი – ბლოგერი უჩა აბაშიძე დაკავებას მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებით მის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს

ერთადერთი, რასაც დაკავებას უკავშირებს, არის მისი ბოლოდროინდელი აქტიურობა მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებით, სხვას ვერაფერს უკავშირებს, – ამის შესახებ გუშინ დაკავებული ბლოგერის, უჩა აბაშიძის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ახლა ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. „რაც შეეხება პროცედურებს, ადვოკატებს არ მოგვეცა საშუალება, დავსწრებოდით და მერე უკვე პოლიციაში გადაყვანის შემდეგ არ მოგვეცა მარტო …

ნახვა »

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გულწრფელ ახალგაზრდებს ღია წერილით მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გულწრფელ ახალგაზრდებს ღია წერილით მიმართავს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებზე საუბრობს. ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ: „გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ …

ნახვა »

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნება

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნება. თარიღის აღსანიშნად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში დილიდან შეიკრიბნენ. ადგილზე პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები იმყოფებოდნენ და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე …

ნახვა »

ნათია კუპრაშვილის თქმით, უცხო ნომრიდან უკვე მეოთხედ დაურეკეს და დაემუქრნენ

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის თქმით, უცხო ნომრიდან უკვე მეოთხედ დაურეკეს და დაემუქრნენ. ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ უცნობმა პირმა, რომელიც ნომერზე ურეკავდა, მისი სახლის მისამართი დაუსახელა და უთხრა, რომ ბინასთან ელოდებოდა. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. „დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მოვედი უკვე …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ეს მონაცემთა …

ნახვა »

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს lსაქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს. შესაბამის წერილს დეპუტატი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე არადემოკრატიულმა ქმედებებმა, კერძოდ, მათმა აგრესიულობამ უცხოური აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და მათ წინააღმდეგ …

ნახვა »

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის ივნისში თბილისში აქციების საქმეზე მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის ივნისში თბილისში აქციების საქმეზე მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა. როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს გამართული აქციების დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული ნაწილი დაირღვა. კონვენციის ამ მუხლით აკრძალულია არაადამიანური ან ღირსების …

ნახვა »

აქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, დღეს, 18:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსდა

აქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, დღეს, 18:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსდა. ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ განცხადებით, ვინაიდან რელიგიური კვირეულია, მსვლელობები იქნება სპეციფიკური. “ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ჩვენ არ ვაპირებთ შევასვენოთ მოძალადე პოლიცია, რომელიც ძალადობს ყველაზე განურჩევლად, ქალებსა და ბავშვებზეც კი!არაფრად აგდებენ რელიგიურ დღესასწაულებსაც. სასტიკად დაგვარბიეს დიდ ხუთშაბათსაც და წითელ პარასკევსაც, ამიტომ, …

ნახვა »

გმირთა მოედნის მიმდებარედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 23 პირი დააკავეს

2 მაისს, გმირთა მოედნის მიმდებარედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 23 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-ს თანამშრომლებმა გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე 23 პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. ინფორმაციისთვის, 2 მაისს, „უცხოური …

ნახვა »

აქციის მონაწილეების თქმით, 15-მდე პირი რამდენიმე დემონსტრანტს ფიზიკურად გაუსწორდა

აქციის მონაწილეების განცხადებით, გმირთა მოედანზე გაურკვეველი პირები რამდენიმე დემონსტრანტს თავს დაესხნენ. როგორც ერთ-ერთი აქციის მონაწილე აცხადებს, 15-მდე სპორტული აღნაგობის პირს ნიღბები ეკეთათ და მათი იდენტიფიცირება ვერ შეძლეს. როგორც აქციის მონაწილე აცხადებს, პირები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ, უყვიროდნენ – „რატომ ხართ აქციაზე“. „ზონდერები იყვნენ. სამი მანქანა იყო მოსული, რომლებიც სასტიკად გაგვისწორდნენ. ფეხებით …

ნახვა »

საქართველოს საპატრიარქო – დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან

საქართველოს საპატრიარქო  რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებთან დაკავშირებით, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ  დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც საზოგადოებაში არსებულმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია, ამიტომ აუცილებელია დაპირისპირებულ მხარეთა ურთიერთობამ ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაინაცვლოს. “გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს. დამაფიქრებელია ის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია