პოლიტიკა

editor

მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვარზე გარკვეული სიმაღლეები და ტერიტორიები დაიკავა

აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვარზე გარკვეული სიმაღლეები და ტერიტორიები დაიკავა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, ლაჩინის ახალი გზის ამოქმედებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანმა კონტროლის ქვეშ აიღო რამდენიმე დომინანტი სიმაღლე, ძირითადი და მეორადი გზა, ასევე ფართო საზღვრისპირა ტერიტორია ლაჩინის რაიონში სოფლებს – ჯაგაზურსა და ზაბუხს შორის. შეგახსენებთ, რომ …

ნახვა »

რუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით, ამერიკული გამოცემის, „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით, ამერიკული გამოცემის, „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი დააკავეს. ევან გერშკოვიჩი ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ის ეჭვმიტანილია ამერიკის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. კერძოდ, რუსული სპეცსამსახურები მედიის წარმომადგენელს ადანაშაულებენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი კომპანიის საქმიანობის შესახებ სახელმწიფო ინფორმაციის შეგროვებაში. გერშკოვიჩი რუსეთის, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების …

ნახვა »

დააკავეს პირები, რომლებიც ქალს ინტიმური ვიდეოების გავრცელებით სქესობრივ კავშირს აიძულებდნენ

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ 2023 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის 5 ფაქტი გახსნეს. მათი განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული პირი 2022-2023 წლებში, სოციალური ქსელის ფეისბუქით მოტყუებით მოპოვებულ, დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველ …

ნახვა »

რა თქვა შარლ მიშელმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გუშინ მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განიხილეს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირი გადაწყვეტილებას წლის ბოლოს მიიღებს. შარლ მიშელის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე თვეში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. “ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს უახლესი ანგარიში …

ნახვა »

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართეს

თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართეს. 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობასა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ევროპელი კოლეგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტერესის საგანს წარმოადგენდა, მონაწილეობდა თუ არა ყველა …

ნახვა »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას „ენერგოატომი“ და საერთაშორისო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. ეს რაფაელ გროსის მეორე ვიზიტია სადგურზე მას შემდეგ, რაც ის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ევროპის უმსხვილეს ბირთვულ ელექტროსადგურზე არსებულ სიტუაციას შეისწავლის. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან ზაპოროჟიეს …

ნახვა »

დღეს საქართველოს შვედეთის პრინცესა ვიქტორია ეწვევა

დღეს საქართველოს შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა, ვიქტორია ეწვევა. საქართველოში შვედეთის საელჩოს ცნობით, პრინცესას საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უმასპინძლებს. „შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მომუშავე მისიების გაძლიერება. საქართველოში ვიზიტით, გვირგვინოსან პრინცესას, ასევე სურს ხაზი გაუსვას …

ნახვა »

რესპუბლიკურის ექიმები დირექტორის გათავისუფლებას და ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ექიმები ღარიბაშვილის განცხადებებიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ კლინიკასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრთან სწორი ინფორმაცია არ მოდის.  გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, გათავისუფლდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი და კლინიკის რეაბილიტაცია მოხდეს თანამშრომლების სრული და უპირობო შენარჩუნებით. “17 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრის მიერ ტელეეთერებიდან გავრცელდა ინფორმაცია კლინიკის დანგრევის აუცილებლობის შესახებ. …

ნახვა »

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა გუნდის წევრი ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 81 კგ. წონით კატეგორიაში ლევან ოჩიგავამ ატაცში ჯერ – 137, შემდეგ კი 143 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 172, 176 და 179 კგ. დააფიქსირა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ლევან ოჩიგავამ ჩემპიონობა ორჭიდის ჯამშიც იზეიმა – მისი შედეგი 322 კგ-ია.

ნახვა »

თურქეთში სამი ოპოზიციური პარტია რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს

თურქეთში ოპოზიციური პარტიები რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ მოთხოვნით სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს თურქეთის უმაღლეს საარჩევნო კომისიას. როგორც ისინი აცხადებენ, ერდოღანი უკვე იყო ორჯერ არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად და მესამედ კენჭისყრის უფლება არ აქვს. ოპოზიციონერების თქმით, ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია